გარემოცვა, სადაც იზრდება და ვითარდება ქალი

siciliუკვე ვისაუბრე იმაზე, თუ რა მოქმედებს ქალის თვითშეფასებაზე.

დღეს შევეხები, გარემოს სადაც იზრდება და ვითარდება ქალი.

არსებობენ თუ არა გარშემო ადამიანები, რომელთა გარემოცვაში გაქვთ, პიროვნულად გაზრდის საშუალება?

ან რა ვუყოთ ძველ მეგობრებს, როლებთან ყოფნა არ გვავსებს ენერგიით („ტოქსიკურია“), მაგრამ მაინც ბავშვობის მეგობრებია?

თუ ტრიალებთ გარემოცვაში, სადაც არამეტო ერთობით, არამედ იზრდებით პიროვნულად, მაშინ, ასეთი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოთ, გაუფრთხილდეთ. იყავით მათთან რაც შეიძლება ხშირად. ეს არის „ტოქსიკურისგან“ განსხვავებით მკურნალ-გამაჯანსაღებელი  და ენერგიის მომცემი გარემო. ეს იქნება თქვენი მშვიდი ყურე, სადაც შეხვალთ, ჩაუშვებთ დრო და დრო ღუზას, სადაც შეძლებთ დამშვიდდეთ და მოიცილოთ თავიდან ზედმეტი აზრები. ეს იქნება ადგილი, სადაც თავს იგრძნობთ კონფორტში და მიღებული ენერგიით გაზრდით იმ ყვავილს, რომელსაც საკუთარი თავის სიყვარული ქვია. ეს გარემო აგიმაღლებთ თვითშეფასებას  და მოგანიჭებთ ბედნიერებას.

და თუ ტრიალებთ გარემოში სადაც კარგავთ ენერგიას, მუდმივად ხართ დაძაბული , გრძნობთ ურთიერთობები არაფერს იძლევა, მაშინ აუცილებელია მოახდინოთ გარემოს ინვენტარიზაცია და ნელ-ნელა ძველი ჩაანაცვლოთ ახლით.

სად შეიძლება წინწამწევი გარემოს ნახვა?

როგრო ფიქრობთ, ახალი გარემოცვის შექმნა ადვილია?

არმაც და არმაც.  

შეიძლება ცნობიერად გინდათ ახალი, „წინწამწევი“ გარემოს შექმნა, მაგრამ აქ დაეჯახებით შინაგან წინააღდეგობებს. ჩაირთვება  „ბორკილა აზრები“, დანაშაულის გრძნობა, მსხვერპლის როლში ყოფნა –  თქვენ „ასეთ და ისეთს“ არ გაქვთ ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან…  რას იტყვან ძველი მეგობრები? თავში აუვარდაო… გამიბრაზდებიან…

თავიდან გაგიჭირდებათ ახალ წრეში გასვლა, მოგენატრებათ ძველი ურთიერთობები (მიუხედავად იმისა, რომ ისინი გზღუდავნ, გრთგუნავენ). ხოლო ახალ ურთიერთობებში მოგეჩვენებათ: თქვენ მათთვის ხართ მოასაწყენი, რომ ზედმეტად აწუხებთ, რომ არ დაგიმსახურებიათ მათ გვერდით ყოფნა… შეგრცხვებათ და მოგ11143415_968087906591940_3483474203762132543_nერიდებათ დარეკვისაც კი, მითუმეტეს სტუმრობა. თქვენ ფიქრობთ: ასეთ კარგ ადამიანს, რა უნდა შესთავაზო, რა შეგიძლია მისცე…

აქ დგება მოქმედების დრო, აკეთებ არჩევნს, იღებთ გადაწყვეტილებას – გაიზრდოთ ახალ გაემოში და იაროთ მიზნისკენ თუ დარჩეთ ისევ „ტოქსიკურ“ გარემოში და იყოთ მსხვერპლის როლში მთელი ცხოვრება.

წარმატება ადვილი არა არის.

ყველა მიზნის განხორციელებას სჭირდება ის გარემოცვა და გუნდი, რომლისგან მიიღებთ ენერგიას გამარჯვებებისთვის. ყველაზე რთულია გადადგათ პირველი ნაბიჯი. კიდევ უფრო რთულია, თავი შეიკავო, იქ სადაც მიხვედით. ხოლო შემდეგ,  გადადგა კიდევ მეორე ნაბიჯი, მესამე….

გამარჯვებები გულისხმობს, იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლას, სადაც ამჟამად იმყოფებით.

ეს კი პიროვნული ზრდის და თვითგანვითარების ფაქტორს წარმოადგენს და ეს ეხება ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, მათ შორის, ქალის თვითშეფასების ამაღლებასაც.

ხართ კი, ამისთვის მზად?

მადლობა მეგობრებო, რომ სტუმრობთ ბლოგს და კითხულობთ თემებს.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.