როგორ მასწავლა ცხოვრებამ მოლოდინის გაშვება და სამყაროს ნდობა

gashvმთელი ცხოვრება ჩართული მქონდა მოლოდინის რეჟიმი. ჯერ ველოდებოდი მშობლებისაგან, მერე ახლობლებისგან, მეგობრებისგან, უცხოებისგან, საკუთარი თავისგან, მეუღლისგან…

ასე დაუსრულებლად წრეში ვტრიალებდი.

ამიტომაც იყო გაუთავებელი წყენები, იმედგაცრუებები, წუწუნი, თვის შეცოდებები, თავის გამართლებები, გადაბრალებელები,  – ჩემი არ ესმით, რომ უნდა გააკეთოს ან გავაკეთო, ვალდებულია ან ვალდებული ვარ… სამართლიანი ვარ ან უსამართლობაა…

და ისევ, შეუჩერებლივ წრეში ტრიალი.

გამუდმებით, მეტის მოლოდინი ურთიერთოებებში, დამოკოდებულებებში და არა მარტო…

ჩემთვის გახდა აღმოჩენა, რომ არავისგან არაფერს არ უნდა ველოდო, არავინ ჩემ წინაშე ვალდებული არ არის და პირიქით. შესაბამისად, მოლოდინი ნელ-ნელა შესუსტდა და საბოლოო ჯამში გაქრა. თავისუფლბა!

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ამასთან დაკავშირებით, რადგან შედეგით ვარ აღფრთოვანებული. 

შევწყვიტე მოლოდინი – განა მარტო ვინმესაგან, არამედ, საკუთარი თავისგანაც…

და სწორედ იმ წუთიდან ვიგრძენი – გულზე მომეშვა და ფილტვები გაიხსნა. თითქოს პირველად ჩავისუნთქე და იმ წუთშივე შევიგრძენი, ახლშობილივით სიცოცხლე.gashve

მანამდე, გამუდმებით  მოველოდი, რომ აგერ აგერ გაიხსნება ჩემი პოტენციალი და მე გავხდები ასეთი და ისეთი… დავწერ ასობით სტატიას, შემდეგ წიგნს, არა უკეთესია რამოდენიმე წიგნს, შევქმნი რამე ახალს და ა. შ.  მივიღე გადაწყვეტილება:

 – მოვა დრო შინაგანად მომინდება ამის გაკეთება, მე ამას გავაკეთებ ბუნებრივად…

 – როგორც შევძლებ ისე შევძლებ. მე არ მინდა  მონდომების ზღვარზე ყოფნა და უდიდესი ძალისხმევის შდეგად მიღებული შედეგი.

შევწყვიტე, მოლოდინი მეუღლისგან და  ფიქრი იმაზე, რომ ვალდებულია გამოგის და გაიგოს, მომისმინოს… ბოლოს და ბოლოს გააკეთოს, რაც მინდა… მივიღე გადაწყვეტილება:

 მე ვარ მშვიდად – დაე იყოს ისე როგორც იქნება…

 – როგორც მოხდება, ისე მოხდება. დაე, ყველაფერი მოხდეს ისე, როგორც არის ჩემთვის უკეთესი…

შევწყვიტე მოლოდინი უცხოებისგან, რომ ისინი შემაქებენ, შემიყვარებენ როცა ნახავენ როგორი კარგი და მოწესრიგებული ვარ… მივიღე გადაწყვეტილება:

– მე გავაკეთებ არა იდეალურად ან როგორც წესია, არამედ როგორც მინდა და არ ვიფიქრებ ვინმეს მოვეწონები თუ არ მოვეწონები, ამ დროს…

 – როგროც გამოვა, ისე გამოვა…

მე შევწყვიტე ფულის ლოდინი და მივიღე მადლიერებით ის თანხები, რომელიც მაქვს. შევწყვიტე იმაზე წუხილი თუ როგორ გავიუმჯობესო ჩემი ფინანსური მდგომარეობა. უბრალოდ გამოვთქვი განზრახვა:

– მე მთელი გულით გავაკეთებ საყვარელ საქმეს და როცა ვიქნები მზად მეტის მისაღებად, თანხებიც მოვა  და დავინახავ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს.  ეს მოხდება საჭირო დროს და საჭირო ადგილას, ჩემთვის ხელსაყრელი ფორმით…  

Kaçırılan Fırsatlar

შევწყვიტე,  ცხოვრებაში ჩემთვის გაუგებარ საკითხებზე ნერვიულობა, წუწუნი, ცხოვრებისგან გარანტიების აღება, პრეტენზიები და მოთხოვნები. ჩემ შიგნით იჯდა გარკვეული უსამართლობის განცდა: რამდენს ვაკეთებ, ვიღაცა კი არაფერს აკეთებს და იოლად მისდის ცხოვრებაში ყველაფერი – მე ეს გავუშვი. კიდევ, შევწყვიტე იმის მოლოდინი, რომ ხვალ ყველაფრი იქნება კარგად და პრობლემები არ იქნება. ჩემს მიამიტ  ბავშვურ ბუნებას, ძალიან სურდა სიმშვიდე და ჩემი გაზრდილი ბუნება კი მიხვდა, რომ სიმშვიდე არის შიგნით და არა გაერთ – სტრესული საკითხების და პრობლემების არარსებობაში. ამიტომ გამოვთქვი განზრახვა:

– რაც მოსახდენია ჩემს ცხოვრებაში მოხდება…

 – მოსახდენი დაე მოხდეს, პროცესში გადავწყვიტავ რას და როგორ გავაკეთებ…

საერთოდ შევწყვიტე რამის მოლოდინი.. გავხდი გულგრილი იმის მიმართ რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება და რაც მოხდება. ადრე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო მხოლოდ კარგი და ყველა ყოფილიყო კეთილი….

გავაანალიზე და ჩემში ჩაბუდებული შიში აღმოვაჩინე – ვაი, თუ ისეთი რამ მოხდეს, რასაც ვერ გადავიტან… არ გეგონოთ ყველაფერი „მკიდია გავხდი“, უბრალოდ ვისწავლე  მოლოდინის გაშვება, ნდობა და ვუთხარი თავს:

– რაც იქნება ის იქნება. ყველაფერი მოხდება ჩემთვის საუკეთესოდ. 

ვაუ, როგორ გავნთავისუფლდი ამ დროს  – „დავიკეიდე „როგორ“ და გახდა სულერთი…

gashvebრა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული გეგმები, პროექტები… მაგრამ რასაც მე ვფიქრობ,  იმდენად სასაცილოა იმასთან შედარებით, რა შესაძლებლობებიც მომიმზადა ცხოვრებამ.

მან დამანახა (ყოველ შემთხვევაში ჩემთან ასე მოხდა) – ყვეალაზე დიდი ცვლილებები და მიღწევები იწყება იმედგაცრუებით, ტკივილით, სასტიკი რეალობით და უსუსურობის შეგრძნებით.

უმწეობამ მასწავლა გამეშვა  – კონტროლი, ლოდინი და  საკუთარ თავზე ძალადობა.

მოლოდინი ბლოკავს ენერგიას.

მიზნის რაღაც ერთ ან რამოდენიმე ვარიანტს შეიმუშავებ, იწყებ მოქმედებას და ელოდები, რომ აგერ-აგერ მიაღწევ მიაზნს. მაგრამ სანამ  არ გაუშვებ, არ ანდობ სამყაროს, მის ყველაზე საუკეთესო ვარიანტში განხორციელბას – აჩერებ და ბლოკავ მას!  დაგეგმილის მიღების მოლოდინის გამო ვერც ამჩნევ ახალ შესაძლებლობებს, რადგან საუკეთესო ვარიანტი, ძალიან ხშირად, მოდის მოულოდნელი მხრიდან.

რა ვქნათ, რომ ჩიხში არ აღმოვჩნდეთ და გამუდმებით ნაკადში ვიყოთ?

როდესაც ძალინ დავიღალე ცხოვრებასთან ჭიდილში, მივხვდი რომ ტყუილად დავკარგე ამდენი სასიცოცხლო ენერგია ამიტომ ვისწავლე:gaShveba

 – შეუჩერებლივ ვიმუშაო საკურთარ აზრებზე, ემოციებზე (თავზე)

 – გამოვთქვა ჩემი განზრახვა (მიზანი)

 – ვაკეთო საყვარელი საქმე (დანიშნულება) მშვიდად და მადლიერებით

 – ამ კეთებაში, გავუშვა მოლოდინები და მივენდო სამყაროს სრულიად!

 

ამის მერე ჩემს ცხოვრებაში დაიწყო საოცრებები:

  •  მე უკეთ მესმის საკუთარი თავის.  დაიწყო იდეებმა დინება (ალბათ ადრეც იყვნენ, მაგრამ ისინი მას მერე აღვიქვი, როგორც კი მოვიცილე დაძაბულობა). ვისწავლე მოზიდვა და იმასაც მივხვდი, როგორ უნდა განვახორციელო. მართალია, დასაწყისში არ მესმის როგორ განვახორციელებ, მაგრამ საყვარელი საქმის კეთებაში, ნელ-ნელა მე ვხედავ და ვგრძნობ, როგორ ბუნებრივად და ძალდაუტანებლად მიახლოვდებიან მიზნები.
  •  მე გადავედი მეტ ქმედებებზე. ადრე ძალიან დიდი დროს ვანდომებდი ფიქრს, დაგეგმვას. მერე, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა მიპყრობდა შეშები – „ვაი თუ?“  და ვანებებდი თავს. დავაკვირდი, როცა ვდგამ პირველ ნაბიჯს, ჩნდება მეორის გადასადგმელი… ამასობაში საქმეც გამოდის, სულ უფრო და უფრო უკეთესად.
  • მე დავიწყე, საჭირო დროს იმის თხოვნა რაც მჭიდრება (ადრე მერიდებოდა) და უარი ვთქვი იმაზე რაც, არ მჭირდება. თანაც, ამ დროს არ ველოდები ვინმე გამიგებს ან ვერ გამიგებს.. გავხდი ანთებული, შთაგონებული და შესაბამისად, თამამი.
  • გარემოები ისე ლაგდება ზოგჯერ ვერ ვასწრებ  გასაკეთებელს (მიუხედავად იმისა, რომ ვდგები 5 -6 სთ-ზე). მე მაინც ვარ მშვიდად და ვაკეთებ საქმეს სიამოვნებით, სიყვარულით და მინიმალური ძალისხმევით. თვალნათლივ ხედავ პროგრესს.  ადრე თუ რეაგირებას ვახდენდი მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა შევამჩნიე, რომ თავად შემიძლია რაღაც მოვლენების ფორმირება.
  • რამდენი საინტერესო ნაცნობობა შედგა ამ ხნის მანძილზე! მე გაოცებული ვარ იმით, რომ ადამიანებს ვეცნობი (ზოგი მცნობს) ქუჩაში, გამოფენებზე, მაღაზიებში, ლიფტში, სოციალურ ქსელებში და სადაც კი ეს შესაძლებელია. როცა თავს ვთვლიდი სოციოფობად, ახალა არ მაქვს კომუნიკაციის პრობლემა.
  • ვარ ნაკადში. ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ადრე, რა სურვილიც არ უნდა გამომეთქვა და მიზანი დამესახა არაფერში მიმართლებდა ან მჭირდებოდა მისაღწევად დიდი ძალისხმევა. როცა გავიაზრე სამყაროს ერთ-ერთი კანონი მიზიდულობაზე, თანაც   წავიკითხე:  პასუხისმგებლობა – ეს არის გამოეხმაურო იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობს სწორედ ახლა (responsibility = ability to respond) და ეს მივიღე… ადრე, ნამდვილად არ მესმოდა რას ნიშნავს, როცა ცხოვრება რაღაცას გთავაზობს ახლა და ამ წუთას. ვამბობდი, რომ ცხოვრება არაფერსაც არ მთავაზობს და საერთოდ, სისულელეა ეს ყველაფერი…

აღმოჩნდა, ყველაფერი გაცილებით მარტივია – კონტროლის გაშვება და წინასწარ შედეგის ცოდნისგან განთავისუფლება. ვუშვებ მოლოდინებს, რადგან მას მიაქვს ჩემი სასიცოცხლო ენერგია და ბლოკავს უკეთეს შესაძლებლობებს.

– მოსახდენი მოხდება ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ფორმით.

– მე ვგრძნობ სიცოცხლის ნაკადის, მასში მიმდინარე გამუდმებული ცვლილებებით  და ვეხმიანები იმას, რასაც მთავაზობს ცხოვრება აქ და ამჟამად!

…და თუ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ უპირობო სიყვარულით!

 

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

ეფექტური აზროვნების ქოუჩი თამარ კვარაცხელია

P.S. მოგეწონათ თემა გაუზიარეთ ის მეგობრებს.

მე კი მადლობას გიხდით ბლოგზე სტუმრობისთვის.

თემა მომზადდა http://woman-universe.com მიხედვით

 

32 thoughts on “როგორ მასწავლა ცხოვრებამ მოლოდინის გაშვება და სამყაროს ნდობა

  1. ძალიან კარგია, ძალიან! ადამიანთა უმეტესობა ამაში გარკვევას მთელი ცხოვრება ვერ ახერხებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ გამოცდილებით თუ არ მოიპოვე, ეს მდგომარეობა ახსნას და სწავლებას არ ექვემდებარება. გილოცავთ, თამარ! გულით მიხარია!

  2. მადლობა ასეთი საინტერესო დაკარგი სტატიისთვის ❤️

    1. ადვილი ნამდვილად არ არის, გეთანხმებით.
      გაშვება პროცესია, შეიძლება ითქვას მთელ ცხოვრებაზე გათვლილი. და თუ მუდმივად დავუსამთ თავს სწორ კითხვებს ვიგრძნობთ შინაგან თავისუფლებას, შვებას და ხსნას.ყოველ შემთხვევისთვის ჩემთვის ასეა.
      მადლობთ კომენტარისთვის.

  3. საკითხის საკმაოდორიგინალური გადაწყვეტაა.

  4. მე ვიყავი ეგრე, მთელი ცხოვრება რაღაც საოცრების მოლოდინში,მეგონა სულ მეტს ვიმსახურებდი,ეხლაც მაქვს რაღაც მოლოდინები, მაგრამ შევძელი და გავუშვი ნაწილი ზუსტად ამ მიზეზით, დამღალა უკეთესის მოლოდინმა, აღარ ველოდები და თუ მოხდება ისედაც მოხდება. მე მომეწონა და სულ ვცდილობ ვიმუშავო საკუთარ თავზე მსგავს შედეგამდე რომ მივიდე.

  5. ase megona chems satqmels ambobdit,ra drouli da kargi shedzaxilia chemtvis,pirvel rigshi davmshviddi da martlac ragac tavisufleba vigrdzeni.sul dzalian didi madlobaaaaaaaaaaaa

  6. თამარ საყვარელოო.. ზუსტად ეს მჭირდებოდა ეს დღეები ასე ვგრძნობდი და ვფიქრობდი ველოდებოდი ,დავიღალე გამოვიფიტე და მივუშვი.. დაველოდები ცვლილებებს მინიმალური ძალისხმევით და ჩემთვის საუკეთესოდ მოხდება საჭირო დროს!!❤✌მადლობ !!

  7. zustad amas gvascavlis upali ieso qriste. am statiashimxolod ertiragacaa chemi azrit shesascorebeli . unda miendo samyaros ki ara aramed gmerts . gmertis imedi unda gqondes da unda tqva . iyos sheni neba . da martla iyos yvelaperi ise rogorc shen ginda upalo.

  8. რელური და სულში ჩამწვდომი სიტყვებია, ვკითხულობ და თვალები ამემღვრა, ზუსტად ეს სიტყვები მჭირდებოდა… დიდი მადლობა თქვენ ამისთვის…

  9. მადლობა ასეთი კარგი და საინტერესო სტატიის გაზიარებისთვვის!

  10. გიპოვეთ და მიხარია. ვკითხულობ თქვენს სტატიებს და თითქოს ცხოვრებაც მიადვილდება, ცხოვრება, რომელსაც ხშირად დაუსრულებელ ტანჯვად მივიჩნევ და რომლის გაძლების ძალაც ხშირად მელევა…

  11. მადლობა სტატიისთვის. ყველასათვის საჭირო თემაა და მეც საჭირო დროს წავიკითხე.დიდი მადლობა.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.