როგორ ქმნის გონება ჩვენს რეალობას ანუ …

33

ანუ რატომ ამოვშალე დიდი ხნის ზოგიერთი fb მეგობრები და ძალიან ახლობლები სიიდან და არა მარტო ეს.

გონება, თუ როგორ მონაწილეობს რელობის შექმნაში შესაძლებლობის ფარგლებში უკვე ვისაუბრე თემაში :  თქვენი ორი სამყარო

ბლოგის მკითხველს აუცილებლად ეცოდინება :

ჩვენი აზრები ქმნის ჩვენს რეალობას!

საინტერესოა, როგორ?

არსი ძალიან მარტივია –  როგორც ფიზიკური სხეული საჭიროებს საკვებს სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად, ასევე, გონება საჭიროებს ჩვენი რეალობის შესაქმნელად, საშენ მასალად – აზრებს. 

ყველაფერი რაც შედის გონებაში, გადამუშავდება და გარკვეული დროის შემდგომ განხორციელებას ჰპოვებს ცხოვრებაში.

რაც მეტ ყურადღებას აქცევთ ცხოვრების რომელიმე სფეროს ან რამე საგანს ან მოვლენას, მით მეტად იწყებს ტვინი მასზე ფიქრს (ასე ვთქვათ ავარჯიშებთ) და იმ აზრებით რაც ამ დროს თავში ტრიალებს, ქმნის რეალობას.

ჩვენ ვიზიდავთ იმას რაზეც ხშირად ვფიქრობთ!

ფილმი „საიდუმლო“ ალბათ ყველას ნანახი გაქვთ? თუ არა გინახავთ აუცილებლად ნახეთ, რადგან იქ გაეცნობით, გონების საშუალებით თქვენი რეალობის შექმნის საიდუმლოს.  სასიამოვნო ყურებას გისურვებთ! ❤ VBEJRDJetfs

დავუბრუნდეთ თემას და ავიღოთ თვალსაჩინოებისთვის მაგალითი:

გინდათ გახდეთ მხატვარი. დადიხართ გამოფენებზე, ათვალიერებთ სურათებს და სწავლობთ მუშაობის ტექნიკებს ინტერნეტიდან ან დადიხართ ხატვის მასწავლებელთან, გაქვთ ურთიერთობები თქვენთვის მოსაწონ მხატვრებთან… ერთი სიტყვით, იწყებთ სწავლას… აზრებმა დაიწყეს შენების პროცესი…  თქვენი გონება ღრუბელივით ისრუტავს ყველა ინფორმაციას, „გადახარშავს“ მას, გამოიტანს დასკვნებს, მოახდენს სურვილების გენერირებას, მოგაფიქრებთ სამოქმედო გეგმას და დაიწყებს სურვილის რეალიზებას. რაც მეტდ იქნებით პროცესში, მით მეტად ჩაიძირება ტვინი სრულყოფილებაში და მით მეტად მიგაახლოებთ სასურველს.

გაგიგიათ ქართული ანდაზა:

„ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“.

ამიტომ ბრძენი ადამიანი აკონტროლებს თვის ურთიერთობებს. ის გაურბის არასასიამოვნო ხალხთან კონტაქტს. ცდილობს შეამციროს თავზე „ტოქსიკური“ გარემოს ზემოქმედება. მან ზუსტად იცის რა თემა აინტერესებს და რაზე უნდა საუბრი. ასევე კარგად იცის თუ მის თავში ჩავა (ნებსით თუ უნებლიედ) ნეგატიურ ემოციები, ეს მას შეაფერხებს და უკან დასწევს…

ახლა მიპასუხეთ, რაში სჭირდება ჭკვიან ადამიანს ნეგატივი თუ ის პირადად მას არ ეხება?

კიდევ ერთხელ განვმეორდები:

12248გონება ქმნის რეალობას იმ მასალისგან, რომელიც  მიეწოდება გარედან!

ეს მასალა მიეწოდება გრძნობის ორგანოებით. განსაკუთრებით დიდი როლი ეთმობა – მხედველობას და სმენას. სხვა გრძნობითი აღქმები – ყნოსვა, გემო, შეხება – ასევე მოქმედებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად.

ახლა გაგიმხელთ საიდუმლოს:

როდესაც აკონტროლებთ გონებაში „შემავალს“, თქვენ აკონტროლებთ „გამავალსაც“ ე.ი შედეგს, ჯამში კი თქვენ ცხოვრებას.

ხედავთ რა მარტივია მომავლის შექმნის საიდუმლო? ძალიან გთხოვთ, არ გაართულოთ თქვენი შეხედულებებით 🙂

მაშ, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ შექმნათ პოზიტიური და სასურველი მომავალი?0_12992425-740x513

  დაიცვათ  ტვინი ნეგატიური ინფორმაციებისგან (რომელიც არ არის პირდაპირ კავშირში) – ჭორები, ბოროტი სიტყვები, უაზრო საუბრები, პოლიტიკა,  მიზანთან შორს მდგარი გადაცემები (შოუები, საპნის ოპერები), გინება და მსგავსი უმსგავსობები, ნაგავიიიი…..

 + მიეცით გონებას პოზიტიური საშენი მასალა (ინტერესის სფეროდან) და ცოტა ხანში შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.  დაინახავთ, ბუნებრივად და უმტკივნეულოდ როგორ გაქრება თქვენი ყოველდღიურობიდან არასაჭირო, ნეგატიური ურთიერთობები, უაზრო მოქმედებები და მავნე ჩვევები. ამ დროს გონებაში ისადგურებს სიმშვიდე. ცხოვრებაც ხდება  მარტივი და ხალიანი.

კარგია თუ პასიურად დააკვიდებით სხვა ადამიანების (ნაცნობების, უცნობების) ცხოვრების ხარისხს და გაანალიზებთ, თუ მათი გონება როგორ ქმნის იმ რეალობას რომელშიც იმყოფებიან. ეს დაკვირვება მოგცემთ ძლიერ თერაპიულ ეფექტს და  გაგიმარტივებთ, პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას.

ერთი სიტყვით, ძალიან სასარგებლოა საკუთარ თავზე და სკუთრ გონებაზე დაკვირვება.

-პირადად უკვე 2 წელია ვხელმძღვანელობ ამ მეთოდით. უბრალოდ, თუ ის ადამიანები კითხულობენ ამ თემას ვინც ამოვშალე პირადი მეგობრებიდან, მინდა იცოდეთ, ეს გავაკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ მოდიოდა მუდმივი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც არანაირად არ მეხებოდა და არნაირად არ შემეძლო მათზე ზემოქმედება. ასვე მინიმუმზეა (თითქმია ნულამდე) დაყვანილი ტელევიზორის, ჩემთვის უინტერესო ლიტრატურის, საპნის ოპერები, ინფორმაციები და ზოგიერთი ცოცხალი კონტაქტებიც…

თუ კი შეიმეცნებთ გონების აღმშენებლური ეფქტის პროცესს, თქვენ შეიძლება „იწინასწარმეტყველოთ“ კიდეც ადამიანის მომავალი, 🙂  იმაზე დაკვირვებით თუ რა აინტერესებს ახლა, რაზე საუბრობს, ძალიან ხშირად რას უსმენს, რას კითხულობს, რას უყურებს, სად და რითი იკვებება, ვის წრეში ტრიალებს, ვინ არის მისთვის ავტორიტეტი და ა. შ.

მაშ ასე,  რას გადაწყვიტავთ, არჩევანი თქვენთვის მომინდია ჩემო ძვირფასო ბლოგის სტუმრებო!

მოგეწონათ თემა და თვლი მას აქტუალურად, გაუზიარეთ მეგობრებს ❤

 

მადლიერებით

ქოუჩი თამარ კვარაცხელია

7 thoughts on “როგორ ქმნის გონება ჩვენს რეალობას ანუ …

  1. chemi atinati xar tamar da sicocxlis wyaro ,rogor iset dros gamochdi chem cxovrebashi roca yvela dale amomewura da vnadgurdebodi ,me tqven momevlined sicocxlis wyarod saidanac wvet wvetad daiwo chemi gamokveba da fexze vdgebi ,,turme rogor vcdebodi ,,,,madloba rom myavaxart chem samyaroshi da qvecnobiershii ,,da ratqmaunda realurad ,,,miyvarxart,,,,,nina,,,,

  2. მადლობა ავტორს ძალიან საინტერესო პოსტია . ერთი კვირის წინ ამოვშალე მეგობრები ფეისბუქიდან ზუსტად იმ მიზეზებით რაც აქაა მოყვანილი, ამ ბოლო დროს ვოცდები ხოლმე მსგავს დამთხვევებზე. 🙂

  3. გიორგი, ეტყობა ნაკადში ხართ – სწორად აზროვნებთ და შესაბამისად მოქმედებთ კიდეც!
    ამიტომ სამყარო გიგზავნით მინიშნებებს.
    ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა ამ ყოფიერებაში.
    მადლობა კომენტარისთვის 🙂

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.