Sony Corporation დამფუძნებლის აკიტა მორიტას წარმატების ისტორია

Акио Морита - японский предпринимательალბათ არ მოიძებნება ადამიანი რომელმაც არ იცოდეს  «Sony» ბრენდის შესახებ. ის არის ტრანსნაციონალური კორპირაცია, რომელიც აწარმოებს ტელრვიზორებს, ფოტო და ვიდეო კამერებს, მაგნიტოლებს, სმარტფონებს, სათამაშო მოწყობილობას PlayStation და ბევრ მაღალტექნოლოგიურ საქონელს, ელქტრონიკის განხრით.

დღეს ვისუბრებთ ადამიანზე, რომელმაც მსოფლიოში სავაჭრო მარკას «Sony» გაუთქვა სახელი. ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირია  – იაპონელი აკიტა მორიტა.

გარდა იმისა, რომ ის იყო კარგი მენეჯერი, ის იყო გამოჩენილი ფიზიკოსი, მოწოდებით გახლდათ დიპლომატი და მწერალი. იყო  იაპონიის ეკონომიკური ორგანიზაციების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი… აქვს მიღებული უამრავი აღიარება და ჯილდო.

მაგრამ ყველაზე დიდ დამსახურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ წარწერა „დამზადებულია იაპონიაში“ გახადა მსოფლიოში მაღალი ხარისხის გარანტი.

მან ამომავალი მზის ქვეყანა იმდენად დააკავშირა აშშ-ს, რომ  ამერიკაში გამოკითხვით კომპანია «Sony»-ს პროდუქცია გახდა ლიდერი «General Electric»-ზე და  «coca-cola»- ზე მეტად.

გამოკითხვის შედეგების გაცნობისას, აკიო მარიტამ გააკეთა შემდეგი კომენტარი:

« ასეც ვიცოდი, რომ «Sony» ბოლოს და ბოლოს გახდებოდა ამერიკული მარკა».

და ეს სიტყვები თქვა ადამიანმა, რომელმაც  პირველად აშშ-ს ჩასვლისას მაშტაბებით მოიხიბლულმა, იგრძნო შიში, რადგანაც შეუძლებლად მოეჩვენა ამერიკული ბაზრის ათვისება, თავისი პროდუქციით.

Sony

სწორეად, რომ ამაში იმალება მისი წარმატება – გაქონდეს დიდი მიზნების დასახვის, მიღწევის უნარი და ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის.

ყველაფერი დაიწყო…

აკიტო მორიტა დაიბადა 1921 წლის 26 იანვარს ქ. ნოგოიაში. ის იყო შეძლებული ოჯახის პირველი შვილი. მისი ოჯახი 15 თაობის მანძილზე იყო საკის საოჯახო წარმოებით დაკავებული.

Акио Морита в детстве

ეს საქმიანობა წარმოადგენს იაპონური კულტურის განუყოფელ ნაწლს. მათი ოჯახი მიღებული და დაფასებული იყო  საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე მას ქონდა უზრუნველი და ნათელი ბავშვობა.

Акио Морита в детствеოჯახის ფინანსური მდგომარეობა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეცხოვრათ ქალაქის ყველაზე დიდ, ლამაზ სახლში, „მდიდერების ქუჩაზე“.

აკიო თავის უპირატესობას გრძნობდა ბავშვობიდან. ხვდებოდა,  რომ იყვნენ მდიდრები და მას როგორც უფროს ვაჟს, მემკვიდრეობით უნდა ემართა ოჯახის ბიზნესი.

აკიოს მამას, როგორც არავის, კარგად ესმოდა ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა. სწორედ მას მოუწია, თავის დროზე, უნივერსიტეტში სწავლის მიტოვება და ოჯახის ბიზნესის გადარჩენა.

ოჯახს ფინანსური პრობლემები გაჩნდა იმის გამო, რომ ბაბუა და დიდი ბაბუა იყვენენ დიდი ესტეტები. საქმეზე არ ზრუნავდნენ და დაკავებული იყვნენა ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შექმნით .

აიკიოს მამამ, თითქმის გაკოტრებული საოჯახო ბიზნესი იხსნა ბანკროტობისგან და ცდილობდა, თვის შვილსაც გაეაზრებინა ოჯახის წინაშე ვადებულება. ამიტომ, ბავშვობიდან ასწავლიდა მემკვიდრეობითი ტვირთის ზიდვას.

მთელი ბავშვობა გაატერა პრინციპით «საქმე, საქმე და ისევ საქმე».  მამა ასწავლიდა, რომ საწინაღმდეგო აზრი ან პრეტენზია, უნდა ჩამოეყალიბებინა ლოგიკურად და არგუმენტირებულად. თვალი რომ გადაავლოთ წარმატებული ადამიანების ისტორიებს უმრავლესობა მათგანი მუშაობდა ბავშვობიდან, თუ არ მუშაობდნენ მათი მშობლები ასწავლიდნენ ფინანსებთან სწორ დამოკიდებულებას, რომელიც მყარ ფუნდამენტს ქმნიდა მათვის.

Акио Морита в юности

ვინ წარმოიდგენდა რომ სწორედ მორიტა წავიდოდა იაპონური ტრადიციების წინააღმდეგ და უარს იტყოდა ოჯახური ბიზნესის მართვაზე?

აკიოს დედა იყო დიასახლისი. ბრძენი ქალი გახსნილი იყო სიახლეებისთვის. სწორედ,  დედამ შეუწყო მისი ტალანტების განვითარებას ხელი. სკოლის პერიოდში აკიო იყო ფიზიკით და მათემატიკით გატაცებული. მისი ინტრერესი ტექნიკური საგნებით გააღვივა, იმან რომ მამამ უყიდა ფონოგრაფის ტექნიკა, რომელიც ღირდა თითქმის იაპონური მაქანის ფასი. ბავშვი იმდენად გატაცა საყვარელმა საქმემ, რომ კინაღამ გარიცხულ იქნა სკოლიდან!

აკიო ხვდებოდა რომ მისი მომავალი  ელექტრონიკასთან იყო დაკავშირებული, რაც მოითხოვდა სერიოზულ განათლებას. შეუპოვარი მეცადინეობის შემდეგ ის ჩაირიცხა უმაღლეს სკოლაში.  სკოლის მერე, მარიტა აბარებს ფიზიკა ტექნიკურ ფაკულტეტს უნივერსიტეტში. Хиросима после ядерной бомбардировки
ხიროსიმის დაბომბვამ ძალიან იმიქმედა მასზე. ის აშშ-ს მიღწევებმა ტექნოლოგურ დარგში დააფიქრა და სწორედ მაშინ მიიღო გადწყვეტილება, რომ მისი ქვეყანა გაეხადა ახალ აღმშენებლურ მსოფლიოში,  ერთ-ერთი მოწინავე.

მიუხედავად იმისა, რომ აკიო მორიტა უარს ამბობს მამაპაპისეული საქმის გაგრძელებაზე და ოჯახს ფინანსურადაც ნელ-ნელა გაუჭირს, მამა გადაწყვიტავს, შვილს გამოუყოს სოლიდურ თანხას საკუთარი კომპანიის დასაარსებლად. ასე,რომ 25 წლის აკიო მორიტა 38 წლის მასარუ იბუკასთან (რომელიც გაიცნო უნივერსიტეტში) ერთად 1946 წელს აარსებს Sony კომპანიას.

Акио Морита и Масару Ибука

ეს ორი ადამიანი იყო არა მარტო ბიზნეს პარტნიორები, არამედ კარგი მეგობრებიც. ამ საქმიან დუეტში, ორვე ფიზიკოსმა მოახერხა გაეხსნათ თავიანთი პოტეციალი და ნიჭი. მათი როლი იყო გადანაწილებული: მორიტა იყო დაკავებული მართვით, იბუკა – ტექნიკით.

Первый магнитофон Sonyკომპანიას თავიდან რამე გეზი არ ჰქონდა აღებული, მაგრამ რაღაც ახალის შექმნა სურდათ. პირველ გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს 1949 წლი, როდესაც შემუშავებულ იქნა ჩასაწერი მაგნიტური  ფირი, რომელსაც ერთ წელიწადში მოჰყვა პირველი მაგნიტაფონების გაყიდვა იაპონიაში.

შემდეგი ნაბიჯი გახდა, ტელევიზორების პატენტის შეძენა და ამ გარიგებისთვის ის ჩავიდა ნიუ-იორკში. აკიოს გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვი, რომ იაპონური და ამერიკული ბაზარი დაეახლოვებინა ერთმანეთისთვის.

Walkman от Sony«Walkman»-ი ერქვა პირველ კასეტის აუდიოპლეერს. ის ეტეოდა ჯიბეში და კომპლექტში მოჰყვებოდა ყურსასმენები. თუმცა ეს უკანასკნელი, არ წარმოადგენდა აკიო მორიტას გამოგონებას, მარამ სწორედ მისი დაჟინებით შემუშავდა აუდიოპლეერის შექმნა, მიუხედავად სხვების პესიმისტური პროგნოზებისა.

«წარმატებისკენ მიდიან გაუკვალავი ბილიკებით» — ეს წარმოადგენდა Sony Corporation კრედოს და 100% განახორციელა კიდეც ცხოვრებაში.

აკიო მორიტა იყო დიდი ნოვატორი. მან დაარღვია სამსახირში აყვანის ტრეადიცია.  ის თანამშრომლად იყვანდა ადამიანებს არა მათი დიპლომის მონაცემებით, არამედ გასაუბრება-კონკურსით. თავისი გამოცდილება გამოსცა წიგნად „არაფრის მანიშნებელი სასკოლო მიღწევები“ .

«კომპანია ვერაფერს მიღწევს თუ იფიქრებს მხოლოდ ხელმძღვანელობა», — დარწმუნებული იყო მორიტა.

მას ჰქონდა კადრების მართვის თავისებური ხედვა, რომელიც ცალკე საკითხად შეიძლება განიხილოს. ის თვლიდა რომ მთავარია კომპანიის მართვაში არა ვინმეს დადანაშაულება შეცდომების გამო, არამედ დროულად გაირკვეს რამ გამოიწვია შეცდომა და არ განმეორდეს.

Акио Морита и Масару Ибука

აკოი მარიტა შეყვარებული იყო თავის საქმეზე და და სხვებისგანაც მოითხოვდა მსგავს დამოკიდებულებას.

ის ზრუნავდა ყველა თანამშრომელზე, რომ მათ თავი ეგრძნოთ ბედნიერად. იაპონელი მენეჯერისთვის კომპანია ეს არ არის პასიური ობიექტი, არამედ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც უნდა გაფრთხილება. მარიტა იცნობდა ყველა თანამშრომელს პირადად, რადგან თვლიდა რომ ოჯახური გრძნობები წარმოადგენდა კომპანიის წარმატების საფუძველს.

ერთ-ერთ მის გამოსვლაში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების წინაშე, რომლებიც ემზადებოდნენ Sonyკომპანიაში მუშაობის დასაწყებად, მან ხაზი გაუსვა, რომ ის არ ისურვებდა „ 30 წლის შემდეგ, როდესაც თქვენ დატოვებთ ჩვენი კომპანიის შენობას, ინანოთ აქ გატარებული წლები. მიუხედავად იმისა, რომ აგიყვანეთ სამუშაოდ , ჩვენ ვერ გაგხდით ბედნიერს, ბედნიერება უნდა შექმნათ თქვენ თავად“.

ამ დროისთვის  Sony უკვე გადის საზღვარგარეთ და მორიტა იღებს გადაწყვეტილებას, დაარსოს კომპანია სახელწოდებით «Sony Corporation of America» . ის ხსნის მაღაზიას ნიუ-იორკის ყელაზე რესპექტაბელურ ქუჩაზე,  მანჰეტენზე «Tiffany», «Prada», «Hugo Boss» და ა.შ. გვერდით.

1962 წელს და გადადის საცხოვრებლად მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ნიუ-იორკში. ადვილი არ ყოფილა მისთვის ახალი ცხოვრების დაწყება. ის იხსენებს თავის წიგნში „დამზადებულია იაპონიაში“ – რამდენი რამის გადალახვა მოუხდა მას, ცოლს და შვილებს. ის მიხვდა, რომ იაპონელები დედამიწაზე არიან მცირე რაოდენობით, ამიტომ იაპონელებმა უნდა შეძლონ მსოფლიოსთან შეგუება და არა პირიქით.

(სხვათაშორის, წიგნი რომელიც მსოფლიოში  ასე ცნობილია „სამის მერე Акио Морита на работеუკვე გვიანია“  დაწერა იბუკამ. მოგვიანებით ის გახდა იაპონიაში აღიარებული ექსპერტი, ბავშვების ადრინდელი ასაკის აღზრდის საკითხებში).
მორიტა ცდილობდა გაეგო ამერიკის ბიზნესისი სპეციფიკა. ეს იყო ხედვა „შიგნიდან“, რაც დაეხმარა მას შეერწყა ერთმანეთისთვის აღმოსავლური და დასავლური და ეპოვა ოქროს შუალედი.

ის მიხვდა რა არ ყოფნიდა იაპონურ ბიზნესს – გამჭვირვალობა.

1990 წელს  Sony Corporation დამფუძვნებელი მოხვდა „25 მომხიბვლელ ადამიანების სიაში“ «Fortune» ჟურნალის მონაცემებით.

Sony Corporation მიღწევები და დამსახურება ძალიან დიდია.  ავღნიშნავ მხოლოდ იმას, რომ  1962 წელს Sony Corporation უშვებს პირველ თხევად კრისტალურ ტელევიზორებს, ხოლო 64-ში – ბაზარზე გამოდის ვიდეო მაგნიტაფონები.

ის იყო არა მხოლო დაუოკებელი ბიზნესმენი,  მართველი და კარგი ინჟინერი, არამედ სპორტცმენიც.

ასევე ძალიან უყვარდა მუსიკა. განსაკუთრებით ბეთჰოვენი, რის გამოც ხშირად მოგზაურობდა ევროპაში.

1994 წელს მორიტა მიდის Sony-ს ხელმძღვანელობიდან ჯანმრთელობის გამო. 1999 წლის 3 ოქტომბერს აკიტო მორიტა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო გამოჩენილი მოღვაწე არა მარტო იაპონიის, არამედ მსოფლიო მაშტაბით. მისი ძალისხმევით  ყველას კარგად ესმოდა, რომ წარწერა „დამზადებულის იაპონიაში “ – იყო უმაღალესი ხარისხის მაჩვენებელი.

 

თემა მოამზადა თ.კვარაცხელიამ

 

 

 

 

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.