დილის მადლის მიღება, ქოუჩინგ ტექნიკა «GEBY» დახმარებით

7YHDdJ0nskgდილის მადლზე და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრე თემაში: შეიგრძენით დილის მადლი  (შეგიძლიათ იხილოთ)

მინდა შემოგთავაზოთ, ქოუჩინგის ერთ-ერთი ტექნიკა «GEBY», როგორც დილით ადგომის ჩვევის განსავითარებლად, ერთ-ერთი ვარიანტი.

G ( GRATITUDE-ინგ.) – მადლიერება

როგორც კი გაიღვიძებთ დილით, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ყურადღება მიმართეთ და გაიხსენეთ ამ ქვეყნად ვისი, რისთვის და რატომ ხართ მადლიერი. ცხოვრების რომელ სფეროებში გრძნობთ მადლიერებას, ბარაქას და სიუხვეს. საბოლოო ჯამში, ეს ჩვევაში გადაგივათ და ამით ბევრ სამადლობელ მიზეზს მოიზიდავთ. ისწავლით, გაცილებით მეტის დანახვას, ვიდრე ხედავდით აქამდე.

E (EXERCISE-ინგ.) – ვარჯიში.

10390178_287255814732179_3727977265778066836_n

არ დაგეზაროთ, დილის ვარჯიში 15-30 წუთი გახდის დღეს  ეფექტურს. ამ დროს, ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებს და ბიოქიმიურ მოვლენებს მიჰყავხართ ემიციების, აზრების და მოქმედებების ცვლილებამდე. ხდებით, მთელი დღის მანძილზე მობილიზირებული, ენერგიული და ფოკუსირებული.

B (BREAKFAST-ინგ.) – საუზმე

არ გამოტოვოთ საუზმე. ის წარმოადგენს საჭმლის მიღების ისეთ დროს, რომელიც აგავსებთ მთელი დღის ენერგიით და აგაცილებთ თავიდან ძილის წინ ჭამის საკითხს. შესაბამისად, მწყობრში ჩადგება ფიზიკური და ემოციური მდგომარეობაც.

Y (YOU-ინგ.) – თქვენ 

ადამიანი — განსაკუთრებულია სხვა, ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ჩვენ ყველას გვჭირდება პირადი დრო, გამნარტოებით ყოფნა. ამ დროს მნიშვნელოვანია მოიწესრიგო ფიქრები, აზრები10405444_748368638550564_843421805953658997_n, რათა იგრძნო თავი დაბალნსებულად. რა გზას აირჩევთ ამისათვის, გადაწყვიტეთ თავად. ეს შეიძლება იყოს 15 წუთი ლოცვის, მედიტაციის, წიგნის კითხვის, დილის ხედით ტკბობის ფინჯან ჩაისთან ერთად, რომელსაც მიირთმევთ სიამოვნებით…

თუ ამ ტექნიკას გამოიყენებთ და დანერგავთ ცხოვრებაში გაოცდებით, რამდენად მშვიდი, მობილიზებული იქნებით და რამდენად დროულად, გონივრულად მოახდენთ დღის გამოწვევებზე რეაგირებას.

გისურვებთ წარმატებებს!

http://kvaratskhelia.pro/

7 thoughts on “დილის მადლის მიღება, ქოუჩინგ ტექნიკა «GEBY» დახმარებით

  1. გაიხარე მადლიანო უსაყვარლესო და უმშვენიერესო

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.