შეიგრძენი დილის მადლი

d181d187d0b0d181d182d0bbd0b8d0b2d18bd0b9-d187d0b5d0bbd0bed0b2d0b5d0ba-2დილის მადლი!

რატომ დგებიან, ყველაზე წარმატებული ადამიანები დილით ადრე?

როცა, საყვარელი საქმით ხარ გატაცებული გეჩვენება, რომ დრო არ გყოფნის და კიდევ დამატებით დღეში რამდენიმე საათი  არ გაწყენდა. იმის ცოდნა, თუ როგორ სწორად გამოიყენო დილის ძალა, შეიძლება გახდეს დღის სასარგებლოდ გამოყენების და დროის გაზრდის გასაღები.

4 წელია რაც დილით ადრე ადგომა დავიწყე, მაშინ როცა, პირადად ჩემთვის 12.00 ან 2.00 სთ ზე ადგომა ჩვეულებრივი მბავი იყო (როდესაც კი ამის საშუალება მქონდა). მაშინ, როცა ადრიანი ადგომა ჩვევაში გადამივიდა, კარგად მახსოვს, ახლობელმა რომ გაიგო ადგომის დრო, შეშფოთებულს წამოცდა: რა ამბავია, ასე ადრიანად ყანაში ხომ არ მიდიხარო… 🙂

ამ დროს უბრალოდ ვიღიმები და  მსგავსი ფორმით ვპასუხობ – ბლოგიდან.

დილაადრიან ადგომა!

გჭირდებათ კი? – დაუსვით თავს კითხვა.1 (1)

... რომც, ადგეთ დილით ადრე, რაღაც ხომ უნდა აკეთოთ?

მე პირადად,  მჭირდება!

დაგანახებთ, დილაადრიან ადგომის რამდენიმე უპირატესობას, დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ.

თუ გნებავთ გაითვალისწინეთ… 🙂

– დილაადრიან ნაკლებად შეგიშლით ვინმე ხელს .

– საქმიანი ადამიანის დღე გარბის მალე და თუ თქვენ, დღის მეორე ნახევარში ან საღამოს დაგეგმავთ თქვენთის აუცილებელის გაკეთებას (მაგალითად, წიგნის წაკითხვა ან ვარჯიში), ნაკლებად შესაძლებელია, ეს მოახერხოთ. ყოველი შემთხვევისთვის, არ მიანიჭებთ მას არსებით მნიშვნელობას. იპოვით უამრავ მიზეზს, რატომ არ უნდა გააკეთოთ. მიზეზების მოძიება, დილით ნაკლებად არის შესაძლებელი.

– დილით, ყოველთვის გაქვთ დრო, საკუთარი თავისთვის (მადლიერებისთვის, ცხოვრებით ტკბობისთვის).
– გაცილები მეტი შემართება გაქვთ დღის დასაწყისში.

– მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ „დილით ადგომის მოყვარული“, თუ მაინც გადაწყვიტავთ, იგრძნობთ, რომ გაღვიძების პირველივე წუთებიდან, გექნებათ ენერგია. როდესაც მთელი დღის განმავლობაში ხვდებით უამრავ ადამიანს, დღის ბოლოსკენ სასიცოცხლო ძალები იწურება.
დილა კი მთელი დღის მანძილზე დაგმუხტავთ. 🙂

– დილა აძლევს დარჩენილ დღეს, პოზიტიურ განწყობას. გაიხსენეთ, როცა დილა ცუდი განწყობით დაგიწყიათ, რა ხდებოდა დარჩენილი დღის მანძილზე?

… 😦

სწორედაც, მეც მაგას ვამბობ…

– წარმატებული და პოზიტიური დღის დასაწყისი  დადებითად მოქმედებს თქვენს მუშაობაზე და საქმის შედეგზე. ადრე გაიღვიძო ნიშნავს – გამარჯვებით დაიწო, ბედნიერების და პროდუქტიულობის ელფერი გასდევდეს მთელ დღეს!

45590439e7feda55ba2f4f480c13ac27ერთი წუთით წარმოიდგინეთ – ადექით დილით ადრე!

თუ კი ამ დროს „ცხვირ-პირი დამანჭეთ“, წარმოდგენაც კი გიჭირთ, მაგრამ რაც მთავარია, გინდათ დილით ადრე ადგომა – როგორც ქოუჩი და ადრე ადგომის ექსპერტი 🙂 გთავაზობთ, შემდეგ 4 ნაბიჯს, რომელიც „ბუსაც“ კი გადააქცევს „ტოროლად“.

1. შემოიღეთ, დროზე დაკვირვების დღოიური.

ერთი კვირის განმავლობაში აწარმოეთ დღიური, რათა თავლყური მიადევნოთ როგორ და სად ხარჯავთ დროს არაეფექტურად. ქოუჩ-სესიებზე მიღებული გამოცდილებიდან ვიცი – ის ვინც ეძახდა თავს ღამურას, მოცემული ჟურნალის წარმოებით აღმოაჩინა, რომ დღის საათებს იყენებდა არაეფექტურად და საღამოსაც არ აკეთებდა არაფერს განსაკუთრებულს ან სასიამოვნო ან სასარგებლოს.

2. წარმოიდგინეთ, როგორია თქვენი იდეალური დილა.

წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდით დილით ადრე, რომ შეგეძლოთ ადგომა? რა ქმედებებია ესენი? შეიძლება – ლოცვა, წაიკითხოთ, წეროთ, ივარჯიშოთ?.. კიდევ რა? ადრე ადგე – არ ნიშნავს,  დასაჯო საკუთარი თავი! თქვენ, არ ადგებით თბილი ლოგინიდან დილაუთენია, თუ არ გექნებათ ამისათვის, თუნდაც ერთი მიზეზი – რატომ უნდა გააკეთოთ ეს?

3. დაგეგმეთ დილა.

როგროც კი მიიღებთ გადაწყვეტილებას, დილის ხარჯზე გაზარდოთ დღე – შეგიძლიათ, წინა საღამოს დაგეგმოთ მომდევნო დღე. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ დილით ადრე ადგომა იმიტომ, რომ ივარჯიშოთ – მოამზადეთ სპორტული სამოსი წინასწარ.

4. განავითარეთ ჩვევა „ნელ-ნელა“.

დარწმუნებული ვარ, თავიდან როდესაც მაღვიძარა დარეკვს,  თქვენ გათიშავთ და განაგრძნობთ ძილს.  ამიტომ, მკვეთრი ცვლილება არ გამოგადგებათ. გააკეთეთ შემდეგი: თუ თქვენ ჩვეულებრივ დგებით 8:00 სთ-ზე, მაგრამ გინდათ ადგომა 6:00 სთ-ზე, ნუ მოინდომებთ ყველაფერს უცებ! დაიწყეთ 10 წუთის პრინციპით. დააყენეთ საათი 7:50 წთ-ზე, საღამოს კი დაიძინეთ 10 წთ-ით ადრე (რათა მოასწროთ გამოძინება). ასე 10-10 წუთით, უმტკივნეულოდ გამოიმუშავეთ ადრე ადგომის ჩვევა.

მხედველობაში იქონიეთ: ზღვა, წვეთ-წვეთად დაილიაო…

აქვე მინდა შემოგთავაზოთ, ქოუჩინგის ტექნიკა «GEBY», როგორც დილის ადგომის ჩვევის განსავითარებლად ერთ-ერთი ვარიანტი.

გისურვებთ წარმატებებს!

 

თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარცხელია

 

3 thoughts on “შეიგრძენი დილის მადლი

  1. საინტერესო იყო. მადლობა! პირადად მე სულ დილას ადრიანად ვდგები და ძალიან მომწონს.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.