როგორ მივხვდე, რომ ვაკეთებ „ჩემ“ საქმეს

successful-womanამ თემის დაწერა განაპირობა, მეგობრის ზარმა.

– რას აკეთებ, ახალი რა არის?

– განსაკუთრებულს არაფერს! როგორც ყოველთვის „ჩემი საქმით“ ვარ დაკავებული…

– კარგია, შენ ხომ გიყვარს რასაც აკეთებ?

– მიყვარს და თანაც, ძალიან…

რა ვიგულისხმე განსაკუთრებულად არაფერში, „ჩემს საქმეში“ და სიყვარულში?

როგორც დანიშნულების ქოუჩმა, მინდა წარმოგიდგინოთ ის მინიშნებები, რომელთა მიხედვით მიხვდებით რას ნიშნავს აკეთოთ „თქვენი“ საქმე. ყველაფერი რასაც დავწერ, პირადად ჩემს გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, მაგრამ დამერწმუნეთ, არაფრით განსხვავდება საერთო შეხედულებიდან, დანიშნულებასთან დაკავშირებით.

მაშ ასე, როგორ მივხვდე, რომ ვაკეთებ „ჩემ“ საქმესoriginal23225360_0

 – საქმე რომელსაც აკეთებთ არ იცის, რა არის დღის განრიგი. შეგიძლიათ დაუღალავად აკეთოთ.

იწყებთ თუ არა საქმეს – დრო ჩერდება, თითქოს გადახვედით მედიტაციურ პროცესში და რაც გარშემო ხდება, რჩება თქვენი აღქმის მიღმა! მთელი არსით, ჩართული ხართ პროცესში.

– განიცდით მენტალურ შიმშილს.

გრძნობთ პროფესიონალური ზრდის და ახალი ცხოდნის მიღების, გამუდმებულ ლტოლვას. ეცნობით მაღალი კლასის პროფესიონალებს, უხდით ნებისმიერ თანხას (ლაპარაკია ათასებზე) და აგყავთ წინამძღოლად. შედიხართ, საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან კონტაქტში სოციალური ქსელით,  ერთიანდებით ჯგუფებში და ტრიალებთ ინტერსის გარემოში.

– უანგაროდ გასცემთ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.

ცოდნა მოდის თქვენთან, ამიტომაც გასცემთ. ეს არის პროცესი, როდესაც არ გაწუხებს აზრი – ვიღაცა გამოიყენებს ჩემს ცოდნას და გახდება უკეთესი. კომენტარებში და პირად წერილებში მწერენ, რომ ბლოგმა რთულ და საჭირო დროს მიუსწრო მათ და ამ თემების შედეგად, დაძლიეს ესა თუ ის პრობლემა. მე ეს მახარებს! 🙂

 – გახსნილი ხართ ყველაფერი ახალისთვის.

საყვარელი საქმე გაძლევთ დიდ მუხტს, რომელიც გინდათ და მზად ხართ სხვებს გაუზიაროთ. ხართ გახსნილი ახალი ნაცნობობისთვის, მოგზაურობისთვის, თავგადასავლებისთვის და ექსპერიმენტებისთვის.

– ფული არ წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორს.

თუ თქვენ მთლიანად ჩართული ხართ საყვარელ საქმეში, ახალი ცოდნის მისაღებად ადვილად ხარჯავთ, ხელთ არსებულ თუ არარსებულ სოლიდურ თანხებს. გარკვეული დროის შემდეგ კი საყვარელ საქმეს მოაქვს შემოსავლები.

– ნელ-ნელა ამჩნევთ, რომ სასურველი მოვლენები, იწყებს გარშემო ფორმირებას.creative-thinking-319633

ასეთ დროს, ვამბობთ ხოლმე „გამიმართლა“, მარამ უფრო საწორი იქნება თუ ვიტყვი: თქვენმა აზრებმა,
ემოციებმა, ქმედებებმა მოიზიდა საჭირო გარემოებები, მოვლენები და ადამიანები თქვენს ცხოვრებაში. ახალი ნაცნობები, შემოქმედებითი იდეები მოედინება… ხვდებით წარმატების ნაკადში. ამ დროს, მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, მიაქციოთ ყრადღება სიტუაციის იღბლიან განლაგებას და აჰყვეთ მას!

რას აკეთებს ფუტკარი?

განსაკუთრებულს არაფერს.

ყვავილიდან ყვავილზე გადაფრინდება და აგროვებს ნექტარს, მაგრამ აკეთებს სიყვარულით.

ეს არის მისი „საქმე“ და დანიშნულება!

თქვენ იცით, რა არის თქვენი საქმე ?

ემთხვევა თუ არა მოცემული მანიშნებლები, თქვენს მოცემულ საქმიანობას?

 

მადლობა ბლოგზე სტუმრობისთვის.

გისურვებთ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას და უსაზღვრო ბედნიერების განცდას!

 

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით,

პერსონალური ქოუჩი და ტრენერი წარმატების საკითხებში

თამარ კვარაცხელია

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.