ინდური იგავი: ნატვრის ხე

 

baერთი კაცი მოგზაურობდა და შემთხვევით მოხვდა სამოთხეში. სეირნობდა, ათვალიერებდა და ტკბებოდა გარემოთი. ბოლოს დაიღალა და მიწვა ხის ქვეშ. ხე იყო ნატვრის და შეეძლო ნებისმიერი ნატვრის ახდენა. საკმარისი იყო ადამიანს გაეფიქრებინა რამე – წამში ასრულებდა ყველაფერს. მან არ იცოდა, რომ ხე ნატვრას და სურვილებს ასრულებდა.

ჩათვლიმა. მოგვიანებით,  შიმშილმა გააღვიძა და გაიფიქრა:

– როგორ მშია. სიამოვნებით შევჭამდი რამეს.

უცებ, არსაიდან გაჩნდა საჭმელი. პირდაპირი მნიშვნელობით, ჰაერში გაჩნდა და მიცურდა მასთან. ისე შიოდა, არც კი დაფიქრებულა საიდან შეიძლებოდა ასე უცნაურად გაჩენილიყო საჭმელი, ამიტომ დანახვისთანავე შეუდგა ჭამას, თანაც საჭმელი უგემრიელესი აღმოჩნდა…

მოგვიანებით, როდესაც შიმშილმა გაუარა მიმოიხედა და რადგან უკვე დაკმაყოფილებული იყო საჭმელით, თავში გაუჩნდა შემდეგი აზრი:

– ეჰ, სადმე დასალევი რომ იყოს…

სამოთხეში ყველა ნატვრა სრულდება და უცებ, საიდანღაც გაჩნდა ღვინო.

ჩრდილში, ხის ძირას მიწოლოლი მშვიდად ღვინოს შეექცეოდა. სამოთხის გრილი სიო ქროდა. უცებ, დაიწყო ფიქრი, თან გაკვირვებას ვერ მალავდა:

– რა ხდება, ჰაა? ეს როგორ შეიძლება ხდებოდეს? იქნებ მძინავს? ან შეიძლება, ბორიტად მეხუმრებიან და ჩასაფრებული თვალს მდევნებენ მოჩვენებები?

… და მოჩვენებები გამოჩნდნენ – საზიზღარი და ავები. ზუსტად, ისეთები როგორიც წარმოედგენა. კაცს შეეშინდა, აძაგძაგდა და გაიფიქრა:

– ახლა ნამდვილად მომკლავენ…

… და კაცი მოკლეს.

ეს ძველი ინდური იგავია, რომელშიც დევს უდიდესი აზრი.

 

თქვენი გონება – ეს არის საოცარი ნატვრის ხე, რომელიც სურვილებს ასრულებს.

რაც არ უნდა გაიფიქროთ ადრე თუ გვიან, აგისრულდებათ. ზოგჯერ, გაფიქრებას და ახდენას შორის მანძილი იმდენად მცირეა, რომ საერთოდ გავიწყდებათ რა გინდოდათ. არ შეგიძლიათ იპოვო პირვლად როდის რა გაიფიქრეთ და საერთოდ, გიფიქრიათ თუ არა.

ცოტა ღრმად თუ დაუკვირდებით აღმოაჩენთ:

აზრები ქმნიან ადამიანს და მის ცხოვრებას.

აზრები ქმნიან თქვენ სამოთხეს და თქვენ ჯოჯოხეთს.

აზრები ქმნიან თქვენ ტანჯვას და თქვენ სიხარულს.spiderwebwoman

აზრები ქმნიან ცუდს და კარგას..

თითოეული ადამიანი –  ჯადოქარია!

თითოეული ადამიანი –  თავისი ცხოვრების შემოქმედია! 

თითოეული ქსოვს საკუთარ, ჯადოსნურ სამყაროს თვის გარშემო და აღმოჩნდება ხოლმე, მასში გახლართული. ობობა თავად ებმება ხოლმე, თავისავე ქსელში. არავინ არ გაწვალებთ, საკუთარი თავის გარდა. როგორც კი შეძლებთ ამის გააზრებას,  გარშემო დაიწყება ცვლილებები – თქვენ შეგწევთ უნარი, თქვენი ჯოჯოხეთი აქციოთ სამოთხედ. ყველაფერი თქვენს პასუხისმგებლობაზეა.

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია:  http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

One thought on “ინდური იგავი: ნატვრის ხე

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.