რა კანონებით ცხოვრობს სამყარო

i (3)

1. სიცარიელის კანონი.

თუ გინდათ ახალი ფეხსაცმელი, მოიცილეთ ძველი. თუ გინდათ ახალი ჩასაცმელი, გამოანთავისუფლეთ კარადა.

ნებაყოფილებით უნდა მოიცილოთ ძველი სტერეოტიპები.

2. ცირკულაციის კანონი.

იყავით მზად გაუშვათ „რაღაცა“ რასაც ფლობთ, რომ მიიღოთ ის, რაც გინდათ.

3. წარმოსახვის კანონი.

საწყის ეტაპზე, უნდა წარმოიდგინოთ თქვენი სასურველი, გონებაში. დაწერეთ – ჩემი ბედნიერი ცხოვრება და არ აჩვენოთ არავის, გარადა ქოუჩისა 🙂 ან ვისაც სრულად ენდობით. შეინახეთ, ხელმისაწვდომ ადგილას, რომ თავისუფალ დროს შეძლოთ გადაკითხვა.

4. შემოქმედების კანონი.

ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სასურველ ცხოვრებას ენერგიების წყალობით – აზრები, ინტუიცია და
წარმოსახვა… გამოიყენეთ და ჩართეთ მისი ძალა თქვენს ყოველდღიურობაში.

5. გაცემა და მიღების კანონი.

თუ გასცემთ რამეს, ის გიბრუნდებათ გაათმაგებულად. როდესაც ფლობთ კეთილდღეობას, მნიშვნელოვანია გაუზიაროთ ის გარშემო ადამიანებს. თუ კი თქვენ გაქვთ ნიჭი და არ იყენებთ, მაშინ  შეურაცყოფთ თქვენში ღვთიურს. იმისათვის, რომ პატივისცემით მოექცეთ თქვენს უნარებს, უნდა ხარობდეთ ნიჭით და აუცილებლად გაუზიაროთ ის სხვებს. ამის კეთებით ცხოვრებაში მოიზიდავთ უფრო მეტ სიკეთეს. sky_and_face_outline_32127544

6. მეათედის კანონი.

სამყარო ყოველთვის აიღებს თავის კუთვნილ მეათედს. ეს არის მადლიერების კანონი, მხარდაჭერის წყარო – 10% იმ ყველაფრის რაც გაგაჩნიათ. თქვენ არასდროს არ იცით ეს მეათედი, რა სახით დაგიბრუნდებათ ცხოვრებაში. ფული ჩვეულებრივი მოვლენაა, ენერგიაა და მას შეუძლია მოვიდეს სახვა ენერგიის სახითაც. მაგალითად: ახალ ნაცნობობაში, ძველთან შერიგებაში, გამოჯანმრთელების სახით და ა.შ…

7. პატიების კანონი.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ აპატიოთ ადამიანებს, მაშინ არ შეგიძლიათ მიიღოთ  სიმდიდრე. თუ კი გული სავსე გაქვთ ღვარძლიათ და ბოღმით, სიყვარული ვერ იპოვის იქ გასაჩერებელ ადგილს. თქვენ უნდა მოიცილოთ ნეგატიური გრძნობები, რომლებიც გჭამენ შიგნიდან და არ გაძლევენ მოსვენებას.

ეს სია შედგენილია, ცნობილი ფსიქოლოგი რენდი გეიჯის მიერ.

თარგმნა თამარ კვარაცხელიამ

5 thoughts on “რა კანონებით ცხოვრობს სამყარო

  1. თუ მინდა ახალი ტანსაცმელი, გამოვანთავისუფლო კარადა …. საფულე მქონდა…. დავაცარიელე საფულე, სა არათუ ამევსო, ცარიელმაც ატ ივარგა !

    1. 🙂 კარგია პრობლემა ნარევი იუმორი. ამისთვის არსებობს პიროვნული ზრდის ტრენინგები, ქოუჩ-სესიები, იქ ხედბა წარმატებული ცნობიერის ჩამოყალიბება, რასაც სამწუხაროდ არც სკოლებში, არც უმაღლესში ასწავლიან. მხოლოდ ცხოვრებაა უდიდესი მასწავლებელი და პირ. ზრდის ტრენინგები და ქოუჩინგი სწორი გზის მაჩვენებელია. წარმატებებს გისურვებთ და მადლობა კომენტარისთვის.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.