იგავი წყაროზე

wyaroცხოვრობდა ერთი პატარა წყარო, რაკრაკებდა თავისთვის. ასე რაკრაკ-რაკრაკში მიაღწია უზარმაზრი უდაბნოს საზღვარს და შეყოვნდა. შეეშინდა…

ამ დროს მოესმა: „ნუ გეშინია გააგრძელე სვლა“
წყაროს ძალიან ეშინოდა ახალ და უცხო მიწაზე გადასვლის. მას ეშინოდა ცვლილებების, რა თქმა უნდა, კი უნდოდა გამხდარიყო მეტად წყალუხვი და ეცხოვრა საინტერესო ცხოვრბით, მაგრამ აი, რისკზე წასვა და რამის შეცვა შიშს გვრიდა. ხმა კი დაჟინებით ეუბნებოდა: „თუ შენ ამ ნაბიჯს არ გადადგამ, მაშინ ვერასოდეს გაიგებ რა შეგეძლო! უბრალოდ დაიჯერე, რომ ახალ ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად გექნება. დამშვიდდი და წადი, იარე“.

წყარომ დაუჯერა და გადაწყვიტა გზის გაგრძელება. არ გამოდგა მარტივი. უდაბნოში რაც უფრო ღრმად შედიოდა, მით მეტად ცხელოდა. ბოლოს და ბოლოს, წყარო აორთქლდა.

წყლის წვეთები აიჭრა ჰაერში და ცას გამოეკრა რღუბლებად.

ამ დროს, დაუბერა ქარმა და გაანავარდა ღრუბლები. რამდენიმე დღე ინავადრეს ცაში და მიაღწიეს ზღვას. აქ კი ღრუბელი დაეშვა წვიმად.

წყარომ დაიწო კიდევ ერთხელ, ახალი ცხოვრება.

ახლა წყაროს ცხოვრება  გახდა იმაზე მშვენიერი, ვიდრე ეს საერთოდ წარმოედგინა ან ოდესმე უოცნებია. ზღვის ტალღებზე ნავარდისას ღიმილით ფიქრობდა: „ჩემ ცხოვრებაში რა არ გადამხდენია, რამდენჯერ დამიწყია თავიდან და არა ერთხელ შევცვლილვარ, მაგრამ მხოლოდ ახლა ვგრძნობ – ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ვარ ის, ვინც უნდა ვიყო“.

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

One thought on “იგავი წყაროზე

  1. ყოველთვის ძნელია კომფრტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ პიროვნული ზრდისთვის ასუცივლებელი.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.