საიდან ვიღებთ ინფორმაციას ეგოდან თუ შინაგანი „მე“- დან

2898021ვინც ხშირად სტუმრობს მოცემულ ბლოგს, თემებში ხშირად შეხვდებოდა სიტყვებს: მოუსმინე შინაგან ხმას, ჩაიხედე შიგით, პასუხები მიიღე ქვეცნობიერეიდან.

გუშინ ქოუჩ-სესიაზე კლიენტამა მთხოვა მეთქვა – როგორ უნდა გაარჩიოს, ხმა რომელიც შიგნიდან მოდის არის ეგოდან თუ შინაგანი „მე“-დან. სესიაზე გავაკეთეთ ტექნიკა რომლის დახმარებითაც ნათელი გადა, როგორ იქცევა ეგო და რა ხდება შინაგანი „მე“-სგან კავშირის დროს.

მართალია, ტექნიკა ღრმაა და აქ მას ვერ შემოგთავაზებთ. ამიტომ, გადავწყვიტე დამეწერა თემა, რადგან ვიცი ეს კითხვა აწუხებს ძალიან ბევრს.

კითხვა ისმის შემდეგნაირად:

როგორ გავარკვიო, საიდან ვიღებ ინფორმაციას ეგოდან თუ შინაგანი „მე“-დან?

განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს თითოეული. energiebi

ეგო – მექანიზმია და ადამიანის დაბალი ენერგიულ განვითარების მაჩვენებელია. მის ფუნქციაა მბრძანებლობა და მასზე აყოლით ადამიანი იძენს გამოცდილებას. თუ ეგო მეგობრობს  გონებასთან, ერთობლივად მუშაობენ ნაყოფიერად.

(სრულას აქ იხ. ენერგერიკული ვიბრაციების დონეების ცხრილი)

ეგო ამბობს: მე მჭირდება, მე მინდა, მე უნდა….

იმ წუთშივე ირთვება გონება და „მინდას“ მისაღებად იწყებს უამრავი ვარიანტების გადარჩევას. გადარჩევის პროცესის დროს, ეყრდნობა ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სხვების აზრს, სადღაც გაუგია, წაუკითხავს, მეცნიერულ ფაქტებს და ა.შ.

„მე მინდა“-ზე შეთავაზებული უამრავი ვარიანტიდან ადამიანი ირჩევს მისთვის მისაღებს. თანაც, ეგო მშიშარაა. ეშინია შეცდომის დაშვების და მუდმივად ეძებს ასარჩევ ვარიანტებში გარანტიებს, იზღვევს თავს და გათვლას აკეთებს წვრილმანებადე.

როცა, ეგო და გონება შეთანხმებულად მუშაობენ, ადამიანი ცდილობს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. ისინი აწვდიან ისეთ აზრებს  და აკეთებნებენ ისეთ საქმეებს, რომელიც სოციუმში ნებადართული, მისაღები და მოწონებულია. გამოდის რომ ეგოსთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მასზე სხვები, როგორ შეაფასებენ და ა.შ. გარდა ამაისა, ის ადვილად ღიზიანდება, ემოციურია, აკრიტიკებს, მსხვერპლის როლშია და მუდმივად იცავს თავს ვიღაცისგან და რაღაცისგან,  განუწყვეტლივ რაღაცას ამტკიცებს, კამათობს, აქვს სხვებზე უპირატესობის მიღების სურვილი, დაობს, ეპარება ეჭვი….

თუ კი ადამიანი  გრძნობს თავს შესაბამისად – ჯერჯერობით ცხოვრობს ეგოში (დაბალ ენერგეტიკულ სიხშირეზე).

შევადაროთ ეგო შინაგან ხმას (იგივე ინტუიციას, მეორე „მე“), გულთან და სულთან კავშირი. როდესაც აქტიურდება ინტუიცია, გონება დუმს. ამ დროს, ადამიანს აქვს სრული მიმღებლობა. არის მშვიდი, გაწონასწორებული, იმყოფება ბატონ-პატრონის როლში, არ ითხოვს არანარ გარატიას, იმიტომ, რომ აქვს მიმღებლობა და ნდობა… ეგოსგან გასხვავებით, ინფორმაციას აღიქვამს სხვა გზით, სხვა კუთხით . მას აქვს წვდომა უმაღლეს გონთან (რომელიც გაცილებით დიდი ხნის არის ვიდრე, თავად ადამიანის ერთი სიცოცხლე) თავისი შინაგანი „მე“-თი. იცის მასთან ურთიერთობა და პასუხების იღებს გრძნობების და ხედვების მეშვეობით.

მაგალითად: ადამიანმა მიიღო გარკვეული ინფორმაცია გარემოდან (კერძოდ, დაინახა კაცი, რომელსაც აქვს ჩალურჯებული თვალი და ეუბნება, რომ მოჰყვა არვარიაში), მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას აწვდიან გარედან, ინტუიცია აქტიურდება დამოუკიდებლად. ის, მოდის უმაღლესი გონის გამოცდილებასთან  შესაბამისობაში და წამის გაელვებაში – შეგრძნებების და აზრების ნაკადის სახით იღებს ინფორმაციას. ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ გონება ვერ ასწრებს პროცესში ჩართვას (ვერ უკეთებს ანალიზს, არ ეძებს ვარიანტებს). გონებას სხვა როლი აქვს ამ ეტაპზე. ის დაკავებულია ნაკადში შემომავალი წამიერი გასხივოს13040602eნების გაშიფრვით, შეგრძნებების აღქმით. აქ არის ერთი მაგრამ, თუ კი მას სთხოვთ და მისცემთ ნებართვას, შეგიძლიათ გონება ჩართოთ პროცესში და დამხმარე როლში, მაგრამ ძირითადად, გონება ამ დროს დუმს. ეს მხოლოდ პრაქტიკით მიიღწევა.

აღწერილი მდგომარეობაზე გასვლა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ მის მერე, რაც ადამიანი შინაგანად გახდება კრისტალურად სუფთა (განთავისუფლდება ყველა  დაბალი ვიბრაციების დონეებისგან – დედამიწის და კოსმოსის კუნდალინი).

თუ კი ადამიანი თავს გრძნობს ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი – მიჰყვება გულის კარნახს, ცხოვრობს ინტუიციის შესაბამისად, ჰარმონიაშია და ინფორმაციას იღებს უმაღლესი „მე“-დან.

ალბათ, ყველას გქონიათ შემთხვევა, პირველად მოსული აზრი განგიგდიათ და მერე გინანიათ. დაბადებიდან ყველას აქვს კავშირი უმაღლეს „მე“-სთან და ეს ფუნქცია კი არ იკარგება დროთა განმავლობაში არამედ, „ჩლუნგდება“. ამას ხელს უწყობს სოციუმი თავსმოხვეული სტერეოტიპებით და მოგვიანებით კი ადამიანში ჩამოყალიბებული შეხედულებები, მტკიცებულებები, რწმუნობულებები.

რის შედეგად, ინტუიცია დუნდება და ატროფირდება.

კარგი ამბავი არის ის, რომ ნებიმიერ ასაკში შესაძლებელია დაუბრულდე პირველწყაროს. ისწავლო საკუთარ თვთან ურთიერთობა, ჩაიხედო შინაგან სამყაროში, ყური უგდო ინტუიციას.

რა არის ამისთვის საჭრო?

აუცილებელია მაღალ ვიბრაციულ ველზე დაგასვლა – მიმღებლობა!

– პირველ რიგში საკუთარი თავის მიმღებლობა.

– შემდეგ გამოუცხადოთ თავს ნდობა (პირველი აზრი კარნახია ზემოდან, ის იმწუთშივე უნდა დაიჭირო. ყველა შემდგომი აზრები უკვე გაანალიზებული და დეტალური განხილვის შედეგია).

– გქონდეს ყოველდღიური ურთიერთობა მასთან.

როდესაც საკუთარ თავზე გამოცდის ადამიანი ორივეს ძალას, მიხვდება სად გადის ზღვარი ინტუიციას და ეგოს შორის.

იმედია თემაში მოცემული ინფორმაცია იქნება სასარგებლო.

მადლობთ, რომ სტუმრობთ ბლოგს, აქტიურად ეცნობით ინფორმაციას.

თუ გსურთ, დატოვეთ კომენტარები სიამოვნებით გავეცნობი მას და მოწონების შემთხვევაში გაუზიარეთ თემა მეგობრებს.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

9 thoughts on “საიდან ვიღებთ ინფორმაციას ეგოდან თუ შინაგანი „მე“- დან

  1. gamarjoba..dzalian emociuri adamiani varda ukve emociebs vegar vakontroleb…..gavipiqreb vaime cudat ar gavxde da martlac es zedmetad mozgvavebuli emociaa tu panikuri shishi,titqos guli unda camivides…..arada yvelanairad janmrteli var…..anu me vicvev cuds,cru gangashss,magram es me xom ar minda es tvinidan modis…amas ra ushvelo,ra aris amis mizezi…..

  2. ხატია, მადლობთ კომენტარისთვის. ყველა პასუხი არის თქვენში.
    გააკეთეთ შემდეგი ტექნიკა:
    აიღეთ ცარიელი ფურცელი და კალამი. თავში სათაურად დააწერეთ – ….. (პრობლემა) რა ვუშველო? დადაიყვანეთ პრობლემა, დადებით ფორმატში (ეს პრობლემა რომ არ იყოს, როგორი იქნებოდით? თქვენ რა გინდათ). დაწერეღ კითხვა როგორ მივაღწიო ამას(რაც გინდათ)?
    და ამის მერე მიენდეთ კალამს და ფურცელს. ჩამოწერეთ ვარიანტები სანამ არ ამოგეწურებათ. დაახლოებით 15-20 ვარიანტი. მანამდე არც წაიკითხოთ და ცნობიერი არ ჩართოთ, უბრალოდ წერეთ. 15 წთ-ის მერე გადახედეთ ამოარჩიეთ რომელიც მოგეწონებათ და განახორციელეთ.
    ან აიყანეთ ქოუჩი (და თუ ღრმად წასული პროცესებია ფსიქოლოგი) მასთან ერთად ისწავლეთ თქვენი აზრების მართვა და იმის მიღება რაც გინდათ.
    იმედია პასუხი დაგაკმაყოფილებთ. პატივისცემით!

  3. ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა. მაინტერესებს, რა არის უმაღლესი გონი? როგორ განიმარტება?

  4. თუ შეიძლება სუბპიროვნებაზეც დაწეროთ ცოტა რამ.რა არის ეს და როგორ ვაკონტროლოთ?

  5. გამარჯობათ.. მაინტერესებს წინათგრძნობა კონკრეტულად რას ნიშნავს? ანუ შეიძკება წინათგრძნობამ გიკარნახოს რაიმე ისეთი აზრი? მაგალითად : რაღაც კონკრეტული ცუდი დაგემართება ? ეეს ხო წინასწარმეტყველება გამოდის ვინაიდან დროს უსწრებს და მოვლენებს..

    1. აზრი შეიძლება ერთი შეხედვით ჩაითვალოს წინათგრძნობად, მაგრამ აუცილებელია არების მართვის სწავლა და მიმართვა. აზრი რომელიც გაფორიაქებს უნდა მიიღო როგორც ფაქტი, შემდეგ გააცნობიეროთ რისგან არის გამოწველული, შეიძლება ის თქვენი ილუზიაა, ან გარედან შემოსულია (წიგნები, ფილმები ისტორიები, ტელევიზია, გამცოცდილება…) ნაკარნახევია და რეალობასთან არ აქვს კავშირი. თუ ასეა ისწავლოთ მისი მართვა და გაიხადოთ ეს ჩვევად. მობრძანდით 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და აზრების მართვას ისწავლით ერთ ერთ ოდულში.
      სრული ინფორმაცია იხილეთ აქ: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

  6. მადლობა. მაინტერესებდა.ხშიად მკარნახობს ინტუიცია, მაგრამ ზოგერ ვუჯერებ, ზოგჯერ არა. ეხლა ვარ ესეთ სიტუაციაში: რეალობა სხვანაირია, და ინტუიცია მკარნახობს, რომ უნდა მოვითმინო და დალაგდება, არადა გონება მეუბნება რომ დრო არ დაკარგო, თავი არ მოიტყუო, და ამ აზრებს რომ ყვები მეწყება ხელფეხის დაბუჟება მოძრაობის შეღუდვა და სუნთქვა მეკვრის. ორგანიზმი მიწევს წინაარმდეგობას. ვერ მიმიღია გადაწყვეტილება

    1. მოუსმინე გულს კატო. იგრძენი – რასაც გეუბნება იმ დროს რას განიცდი, თუ სიმშვიდე ისადგრებს, დაუჯერე ყველაზე დიდი ბრძენი გყავს შიგნით და დაუმეგობრდი მას. მადლობთ კომენტარისთვის.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.