არ გაჩერდეთ ინდაურების გვერდით

 

0ერთმა კაცმა ტყეში იპოვა არწივის კვერცხი. წამოიღო სახლში და დაუდო ინდაურს გამოსაჩეკად.

ასე გამოიჩეკა მართვე ჭუკებთან ერთად და იზრდებოდა მათ გვერდით.

დროთა განმავლობაში მართვე ემსგავსებოდა ჭუკებს: კაკანებდა, იკიკნებოდა მიწაში ჭიების ძიებნაში, აბარტყუნებდა ფრთებს და ცდილობდა ფრენას.

ერთი სიტყვით ინდაურობდა..

გავიდა წლები.

ერთხელ, უკვე კარგად გაზრდილმა არწივმა, დაინახა ცაში მონავარდე მთის ფრინველი… რომელიც საოცარი გრაციოზულობით ლახავდა ქარის წინაღობებს, მხოლოდ იშვიათად თუ შეარხევდა ფრთებს.

მოხიბლულმა არწივმა იკითხა:

– ვინ არის?

– ეს არწივია, ფრინველთა მეფე – უპასუხა მეზობელმა – ის დაბადებულია ცისთვის, ჩვენ კი ინდაურები მიწისთვის.

რადგანაც სჯეროდა ინდაურული წარმოშობის –

აი, ასე ინდაურულად, ინდაურების გვერდით იცხოვრა და ინდაურად მოკვდა არწივი.

გინდათ თუ არა, გჯერათ თუ არა, გარემოცვა ზემოქმედებს თქვენზე  დღეში 24 საათი და კვირაში 7 დღე. გახსოვდეთ ეს!

ჯიმ რონმა თქვა:

„თქვენ წარმოადგენთ საშუალო არითმეტიკულს იმ ხუთი ადამიანისა, ვის გვერდითაც ატარებთ მთელ დღეს“.

ამავე დროს, გარემოცვის შემზღუდველი შეხედულებები და რწმუნობულობები არ წარმოადგენს, თქვენი წარმატების საზომს და ყოველთვის შეგიძლიათ შექმნათ სასურველი.

ამ იგავის მორალი არის შემდეგში:

არწივებთან რომ იფრინოთ, არ გაჩერდეთ ინდაურების გვერდით!

 

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

4 thoughts on “არ გაჩერდეთ ინდაურების გვერდით

  1. ძალიან მიყვარს თქვენი ბლოგების წაკითხვა მინდა რომ თქვენს ლექციებზე ვიარო გთხოვთ მომწერეთ როგორ მოვახერხო ეს?

  2. გამარჯობათ. მოხარული ვარ!
    შეგიძლიათ მომწეროთ თქვენი ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, დამიმატეთ ფბ გვერდზე მეგობრებში და უახლოესი ტრნინგების გრაფიკს გამოგიგზავნით. ამ ბმულზე მიპოვით ფეისბუკში:
    https://web.facebook.com/ktamari
    პატივისცემით თამარი

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.