იგავი ბაყაყზე და მაღალ კოშკზე

9ერთხელაც ბაყაყმა გადაწყვიტა მოეწყო შეჯიბრი – ვინ დაიპყრობდა პირველი კოშკს.

შეჯიბრის დღეს, სეირის საყურებლად შეგროვდა ძალიან ბევრი მაყურებელი. ყველას უნდოდა ენახა  ბაყაყებიის ხტუნვა და ბევრი ეცინა მონაწილეებზე. რა თქმა უნდა, არც ერთ მაყურებელს არ სჯეროდა, რომ რომელიმე ბაყაყი შეძლებდა სიმაღლეზე ბოლომდე ასვლას.
შეჯიბრი დაიწყო. ყველა მხრიდან გაისმა შეძახილები:
– არაფერი გამოუვათ! ეს ძალიან რთული გასაკეთებელია!
– შანსი არ გაქვთ!  კოშკი ძალიან მაღალია!
ბაყაყები ერთი მეორეზე მოყოლებით ცვიოდნენ, მაგრამ ზოგიერთი ჯერ კიდევ მიხტოდა.

ბრბო ხმამაღლა გასძახოდა დარჩენილ მონაწილეებს:
– ძალიან რთულია!!! ვერც ერთი ვერ შეძლებთ ამას!
მალე, ყველა ბაყაყი დაიღალა და ჩამოვარდა.  გარდა ერთისა. რომელიც სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა… ის იყო ერთადერთი ვინ მიაღწია კოშკის წვეროს.
დაუწყეს გამოკითხვა გამარჯვებულს – როგორ მოახერხა ეპოვა თავში ძალები.

აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული იყო ყრუ.
* * *
იქნებ,ზოგჯერ ჩვენთვისაც ჯობდეს სხვების ეჭვების, აზრების, შეხედულებების და ზოგჯერ შექებების მიმართაც, დავრჩეთ ყრუდ?

თქვენ რას ფიქრობთ, ამის შესახებ?

შეგიძლიათ დატოვოთ აზრი კომენტარებში. მადლობა, რომ სტუმრობთ ბლოგს.

12 thoughts on “იგავი ბაყაყზე და მაღალ კოშკზე

  1. არაჩვეულებრივი ბლოგი გაქვთ ქალბატონო თამარ. გმადლობთ ასეთი საინტერესო სტატიებისთვის.

  2. es ra saintereso midgomaa, iyo yru yvelas gamotqmebis mimart. mgoni ase martlac ipovi sakutar tavsac da sakut simagkesac daipyrob. gmadlobt tamar. 🙂

  3. ძალიან მომწონს აქაურობა!
    რაც შეეხება იგავს, არსებობს ძველი ანდაზა: “შეძახილმა ხე გაახმოო”…
    სწორედაც ეს თემაა ამ იგავშიც, მე მეშინია ყოველი ნეგატიური შეძახილისა, მაგრამ არ ვიცი როგორ დავაღწიო ხოლმე ამას თავი, როც წავუყრუო, ფიქრში მაინც ილექება ხოლმე და შენდაუნებურად გახსენებს თავს….

    1. ინგა, მახარებს ის ამბავი რომ მოგწონთ აქაურობა. მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის.
      რაც შეეხება ნეგატივისგან თავის დარწევა… თუ კი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ადამიანი, ქოუჩინგია მისთვის გამოსავალი. 🙂
      ასე რომ გადაწყვიტეთ და დამიკავშირდით 🙂 ❤

  4. გააჩნია სიტვაციას. მიზნისკენ საკუთარი გზით უნდა იარო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდე შეიძლება მოისმინო სხვისი აზრი აიღო მისგან რაიმე სასარგებლო რჩევა და შენს მიზანს მოარგო მაგრამ ბოლომდე არავის იდეას და არავის განვლილ გზას არ უნდა ენდო! 🙂 თუ ატყობ რომ სხვისი აზრი დომინანტია მაშინ ჯობია იყო ყრუ 🙂

    1. Me mainteresebs mosaubris azri im temaze ,razez vsaubrobt,gamomaq iqedan shemtvis gamosadegi da sasurveli azri..tu ar mogewoneba an ar mogewoneba,imisda mixedvit an shevizvli azrs an shemsas vinarshuneb

  5. დასცინიან იმას ვინც ნამდვილად ყრვ არარის

  6. პირველ რიგში დიდი მადლობა, ქალბატონო თამარ,ასეთი ბლოგისთვის… ჩემი აზრით მთლად “ყრუს” პოზიციაში ყოფნა არ ივარგებს,რადგან იმ უმრავლესობის ფონზე ვინმე მაინც იქნება გულშემატკივარი, რომელიც ამოგვძახებს რომ “ჩვენ შეგვიძლია” და სწორედ ეს ამოძახილი შეიძლება გახდეს წარმატებისკენ მნიშვნელოვანი ბიძგი. თუმცა, მაინც ჩვენი საკუთარი დამოკიდებულებაა გადამწყვეტი 🙂

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.