ორი ანგელოზის საუბარი

angeles-del-cieloუფროსმა ანგელოზმა, მკაცრად შეხედა დაქვემდებარებაში მყოფ ანგელოზს.

– ორი-სამ წინადადებაში ჩამაბარე ანგარიში. .
– ცოცხალია. სამსახურში დადის. რაღაცის იმედი აქვს.
– რისი?
– ძნელი სათქმელია. ორჯერ დავასიზმრე ბედნიერი მომავალი – ვერ ხედავს. ამბობს, სამსახურში ძალიან იღლება და არაფრის თავი არ აქვს.

– სამსახურში რა ხდება?


– როგორც ყოველთვის. უფროსი. ფორიაქი. სიგარეტი. ჭორები.
– უფროსი მკაცრია?
– ჩვეულებრივი, ისეთი როგორც ყველგან. თუმცა, რატომღაც ეშინია მისი…
– შიშები გაუფანტე?
– რასაკვირველია. ჯერ კიდევ, სამსახურში მისვლამდე, გზაში. მის თავს ზემოთ ფრთებს გამეტებით ვაქნევდი, რომ ღრუბლები გამეფანტა. მგონი, ზედმეტი მომივიდა, რადგან ამ დროს ცხვირში მოხვდა, რათა მაღლა აეხედა და მზე დაენახა.

– სიმპატიურ უცნობს გულისხმობ? მაღალ ქუსლებზე, სასიამოვნო სუნამოს სურნელით?

– დიახ, დიახ… ერთმანეთს დაეჯახნენ „შემთხვევით“.
– მერე?
– არც არაფერი. “უკაცრავად”-ო და ისევ თავის ფიქრებში ჩაიძირა.

– სამსახურის მერე?
– მაღაზია. ტელევიზორი. ინტერნეტი. გვიან ძილი.
– ტელევიზორი არ გააფუჭე?
– როგორ არა. ადგა და ახალი იყიდა, რატომღაც…
– ინტერნეტი გაუთიშე?
– ხუთი დღე ზედიზედ. ადგა და უფრო მეტი ხანი დაყოვნდა სამსახურში, თითქმის გვიან საღამომდე. მათთან ეს შესაძლებელია.

– ეს ყველაფერი გასაგებია.  დასვენების დღეებში?00
– ძილი შუადღემდე. საღამოს – მეგობრები, სისულელეებზე ლაპარაკი, ღვინო ან ლუდი ან არაყი. სახლში შუაღამეს ბრუნდება. დილით თვი ტკივა და ან ტელევიზორი ან კომპიუტერი.
– გოგონა, აი ის?
– სულ ახლოს არის. სამი სახლი აშორებს. ერთსა და იმავე მაღაზიაში ყიდულობენ პროდუქტს.
– შეხვედრა მოუწყვე?
– ყველაფერი გავაკეთე, როგორ წესია – გაჩერებაზე, დღესასწაულებზე, საერთო ახლობლებთან…

– ბედის ხაზები შეადარე?
– კი, ესადაგებიან! საქმეც ამაშია… ეს ასეთი ქალაქია… ასეთი ცხოვრების წესით… იცი რა, უნდა გამოგიტყდე… და მეტი აღარ შემიძლია! ეს დავალება შეუსრულებელია! სხვა რამე დამავალე.
– შეწყვიტე ზედმეტი ლაპარაკი! სად არის შენი ძლიერმოქმედი საშუალებები?
– აქ არის, უფროსო. გრიპი და სიცხე, ბოდვით. ამოვარდნა, გაბზარვა, მოტეხილობა. საავტომიბილო შემთხვევა. ხანძარი. უწესრიგობა ქუჩებში. ფინანსური კრიზისი. სამოქალაქო ომი…
– ხო, კარგი, კარგი, საკმარისია. სიყავრულის სახელით უკიდურეს, ჩათვალე ძლიერმოქმედ საშუალებებზე, ნებართვა  გაქვს. ოღონდ, რომელიმე ერთი ამოიარჩიე, ყველაფერს ერთად ნუ გამოიყენებ! შესასრულე! გასაგებია?
– გასაგებია!

მორალი: შეამჩნიეთ და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც გჩუქნით შემოქმედი და თქვენს ანგელოზს არ მოუწევს გადავიდეს უკიდურეს მეთოდების განხორციელებაზე!

 

 

 

 

 

 

წყარო: ინტერნეტ სივრცე

 

2 thoughts on “ორი ანგელოზის საუბარი

  1. შეწყვიტე ზედმეტი ლაპარაკი! სად არის შენი ძლიემოქმედი საშუალებები?
    – აქ არის, უფროსო. გრიპი და სიცხე, ბოდვით. ამოვარდნა, გაბზარვა, მოტეხილობა. საავტომიბილო შემთხვევა. ხანძარი. უწესრიგობა ქუჩებში. ფინანსური კრიზისი. სამოქალაქო ომი…
    ეს ყველაფერი თურმე რისთვის გვატყდება თავს :)))
    აიმ ძალიან მაგარია ძალიან ;))

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.