იგავი ვარდზე

000კაცმა დარგო ვარდი.

ზრუნავდა,  რწყავდა და მთელი გულით უვლიდა. გამუდმებით თვალს ადევნებდა ზრდის პროცესს.

ერთხელაც, შეამჩნია კოკორი რომელიც მალე უნდა გაშლილიყო. ამავე დროს, შეამჩნია ღეროებზე ეკლები და არ მოეწონა. გაიფიქრა: «როგორ შეიძლება, ყვავილს ჰქონდეს ამდენი ეკალი და ამავე დროს, მისგან ასეთი ლამაზი ყვავილი იშლებოდეს?» აზრებმა, ცოტა არ იყოს დაანაღვლიანა,  გული აიცრუა…

შეწყვიტა ვარდზე ზრუნვა, მისი მორწყვა. კოკორი დაჭკნა ისე, რომ ვერც კი მოასწრო გაშლა.

ყველა ადამიანის გულში არის ვარდი.

ყველა ღვთიური თვისებები თან დაგვყვება  დაბადებიდან.0

ისინი არსებობენ ეკალ-ბარდების და ჩვენი შეცდომების მიუხედავად.

უმრავლესობა ჩვენთაგანი, ვხედავთ მხოლოდ ეკლებს და ნაკლს. გვიცრუვდება გული იმის ფიქრში, რომ არაფერი კარგი ჩვენგან ან რაღაც საქმიდან არ გამოვა.

ერთ-ერთი უდიდესი ნიჭი, ძღვენი რომელიც ადამიანს ებოძა – ეკალ-ბარდებში გაღწევის, იქ, თავის შიგნით ვარდის კოკორის პოვნის და გახარების უნარია.

ეს სიყვარულის ერთერთი გამოვლინებაა…

უყურებდე ადამიანს, იცოდე მისი ყველა შეცდომა, ნაკლი და არ განდევო შენი ცხოვრებიდან, რადგან სცემდე პატივს მისი სულის კეთილშობილებას – ეს სიყვარულის უმაღლესი ფომაა.

———

პირველ როგში, თავს და მერე სხვებს დავეხმაროთ გააცნობიერონ – რა შეუძლიათ, როგორ შეუძლიათ გაიზარდონ თავიანთ შეცდომებზე, ნაკლზე.

თუ კი შევძლებთ დავანახოთ შიგნით „ვარდი“, ისინი გადალახავენ ეკლებს და მხოლოდ ამის მერე გამუდმებით იყვავილებენ და გაალამაზებენ არემარეს.

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.