სჭირდები თუ არა ევოლუციას ან რაზე ფიქრობ ძილის წინ?

son2დაკვირვებულხართ თუ არა, რაზე ფიქრობთ ძილის წინ?

…..

მინდა, დასაწყისშივე გაგაფრთხილოთ, რომ ინფორმაციას რომელსაც წაიკითხავთ,  შეუძლია გადგიტრიალოთ აზროვნება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ კითხვის დროს იქნებით გულისხმიერი.

მაშ ასე, თავში რა აზრები გიტრიანებთ ძილის წინ?

რადგანაც, თავად ამ საკითხის გააზრება, რამდენიმე წლის წინ მოვახერხე, შემიძლია დამაჯერებლად ვთქვა: უმრავლესობამ არ იცის, რომ დილის განწყობა დამოკიდებულია იმ აზრებზე, რომლებსაც ძილის წინ ატრიელებს თავში.

აზრები, რომლებიც ადამიანს უტრიალებს დაძინებამდე – განსაზღვრავს მომავალ დღეს და ახდენს მის მოდელიერებას.

ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კანონი, ჯაჭვური რეაქცია: აზრები – შესაბამისი რეალობა.

აზრები, თავის ტვინში ქმნის ნეირონულ ბილიკებს. ნეირონული ბლიკები კი ტვინს ანთავისუფლებს ზედმეტი ფიქრისგან და მექანიკამდე დაჰყავს მოქმედებები. როდესაც ადამიანს ძინავს ჯანსაღი 8 სთ-იანი ძილით, ტვინში ხდება ისეთი ინფირმაციის დამუშავება რომელიც, მას ვერც კი წარმოუდგენია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ადამიანს სანამ სძინავს ტვინში ლაგდება პროცესები, რომელიც განაპირობებენ ხალინდელი დღის ყოფას.

ამ პროცესზეა დამოკიდებული:9d39e0aa237163d53e8161fdc8b13a31

– როგორ იგრძნობს თავს;

– იქნება თუ არა გამოძინებული;

– რა ხასაითზე გაიღვიძებს;

– რამდენი ენერგია ექნება;

– თუ როგორ აღიდგენს ოგანიზმი ძალებს – ნელა თუ სწრაფად;

– რას გააკეთეს დილით/დღისით/საღამოს.

როდესაც, დილით ადამიანი იღვიძებს, მას ექმენაბა არჩევანის ილუზია, ფიქრობს რომ თავად იღებს გადაწყვეტილებებს და გეგმავს. სინამდვილეში, მის მაგივრად, უკვე ყველაფერი გააკეთა 8 სთ-იანმა ძილმა – ჩაწერა პროგრამა, რომელსაც სრულად მიჰყვება დღის მანძილზე. მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, არღვევს პროგრამას, თუ ცხოვრებაში შემოიჭრა მოულოდნელი მოვლენა, რომელიც არ ჰქონია პროგრამას გათვალისწინებული. ამ დროს, უხეშად რომ ვთქვათ, ის „ჭედავს“. თუმცა წამის მეასედებში ახდენს გადაპროგრამირებას.  უჩვეულო შემთხვევიდან  ეძებს გამოსავალს და ტვირთავს ახალ პროგრამას.

დავუბრუნდეთ თემას…

ხვალინდელი დღის უმთავრესი აზრი მდგომარეობს შემდგეში: მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ადამიანი ძილის წინ, რადგან ის, ჯამში, განაპირობებს მის მომავალს.

მხოლოდ, შესაბამისი ლიტერატურიდან და განდობილებიდან, თუ ისწავლის და შეიმეცნებს ადამიანი ცხოვრების არსს, ეზიარება ჭეშმარიტებას. უვიცობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ უმრავლესობამ კარგად იცის, შეშფოთებულია და ადარდებს – თავისი წონა, სიმაღლიე, თითების რაოდენობა, მკერდის ზომა… და ამ დროს,  წარმოდეგნა არ აქვს როგორ მუშაობენ აზრები, რამხელა შინაგანი ძალის პატრონია.

ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ყველაფერი თვითდინებაზე აქვს მიშვებული. ძილის წინ, უბრალოდ, ფიქრებენ თავიანთ პრობლემებზე, ეძებენ გამოსავალს და ოცნებობენ. დილით კი დგებიან და იწყებენ ახალს ისე, არც კი ეჭვბობენ – მოცემული დღე, უკვე ღამით იქნა მოდელირებილი.

მაგ: ძილის დროს, ტვინი აწყობს ხვალინდელ დღეს წვრილმანებამდე. გამოითვლის
უმცირეს ნიუანსებამდე – შეხვედრა ყოფილ შეყვარებულთან, დენის გათიშვა, მეტეორიტის ჩამოვარდნა, სოკოთი მოწამვლა და შემთხვევით სიტუაციებსაც კი… ამ დროს, ეყრდნობა ადამიანისგან გაგზავნილ აზრებს, შესაძლო/სავარაუდო სიტუაციებს (ვარიანტებს), შეხედულებებს, მტკიცებულებებს.   დილით კი მიართმევს, შესაბამის განწყობა-მდგომარეობას.

 – თუ კი პროგრამა იგრძნობს, რომ ადამიანისთვის „მნიშნელოვანია“ იყოს გაფანტული – იქნება გაფანტული.

 – თუ პროგრამას სჭირდება, რომ იყოს ჯანზე (ასე სეუკვეთეს) – იქნება ენერგიით სავსე.

და ეს, არ არის დამოკიდებული – ადამიანის ცნობიერს რა უნდა მოცემულ მომენტში (ქვეცნობიერი) ირჩევს ევოლუციას:

ტვინისთვის  და იმ პროგრამისთვის რომელიც განაპირობებს მომავალს, ყველაზე მნიშვნელოვანია – საუკეთესოს გადარჩენა. ეს ხდება ერთი პირობით – ადამიანი იპოვის დანიშნულებას და თავს იგრძნობს საჭიროდ ევოლუცისთვის. თ20140513065543უ ტვინი ჩათვლის, რომ ადამიანი უკვე აღარ სჭირდება ევოლუციას (რადგანაც თავად ადამიანისგან მიდის ეს პროგრამა), ის ჩართავს თვითგანდგურების პროგრამას. ადამიანი, არაცნობიერეად იწყებს საკუთარი ცხოვრების განადგურებას.

სხეულს არ შეუძლია უცებ მოკვდეს, რადგან ტვინისთვის ბიოლოგიური დრო სხვა პარამეტრებით გამოითვლება. განადგურების პროგრამის ჩართვის მანიშნებელია – სწარფად დაბერება, ბევრი ავადმყოფობა…

რა განაპირობებს ავადმყოფობას და სწარაფ დაბერებას, როგორ ხდება ეს?

ძალიან მარტივად. ადამიანს ხშირად ( ან გამუდმებით) აქვს ცუდი განწყობა, თავს თვლის უიღბლოდ (აღმოჩნდება ხოლმე, არა საჭირო დროს, არასაჭირო ადგილას), მიეძალება სასმელს, ნარკოტიკს…  ნერვიულობს წვრილმანებზე, მეტწილად ავადმყოფობს

აი, ასე, ტვინი ნელ-ნელა კლავას.

უფრო ადვილი იქნებოდა, ტვინს მიეღო გადაწყვეტილება მოეკალა ადამიანი სწრაფად, ხომ ასეა? მაგ: მანქანების გადასასვლელალზე, ან ძილში, ან აგური თავში…

მაგრამ ევოლუცია საჭიროებს რესურსებს და ეს ადამიანები ამისთვის ფასდაუდებელია. ევოლუციას სჭირდება, ასე რომ ვთქვათ, საწვავი – საჭიროა დაეხმაროს შვილიშვილების აღზრდაში, ვიღაცამ უნდა გააკეთოს გარკვეული სამუშაოები. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს ყველა შავი/ნეგტიური/დესტრუქციული ენერგია გარემო/სივრციდან. საჭიროა, გახდეს დამცავი, აგრესიულ სივრცესა და ფასეულ რესურს შორის, სხვისი განვითარებისთვის.

ეს ყველაფერი ძალიან ჩახლართულად ჩანს? საქმე იმაშია, რომ არავიან მსგავს თემებზე არ გვესაუბრება და ამიტომ არ გვაქვს წარმოდგენა. საქმე უვიცობასთან გვაქვს და კარგი იქნება (ადამიანები ნეკლებად უყურებდნენ სერიალებს და სოციალურ ქსელებში ატარებდნენ ცოტა დროს…) ჩაიხედონ თავიანთ შინაგან სამყაროში, მოაწესრიგონ და გაასუფთავონ იქაურობა, გააცნობიერონ, – რა რიგ მნიშვნელოვანია ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი. 

მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანი და მცირედი აზრიც კი, რომელიც გაუელვებთ თავში. აბსოლუტურად ყველა!

პირადად, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და ვაკვირდები რა  საკუთარ, შინაურების, ახლობლების, კლინტების თუ უცხოთა ცხოვრებას რაც ზემოთ დავწერე, ზუსტად ესადეგება იმ მოცემულ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ და რაც გარშემო ხდება.

თუ კი დაგაინტერესებთ  თემა – ილის წინ აზრებს როგორ შეუძლიათ შექმნას ადამიანის ყოველდღიურობა, შემიძლია შემოგთავაზოთ გაგრძელება:

საიდან იღებს სათავეს ყოველდღიურობა?

როგორ იქმნება რელობა?

რა უნდა გავაკეთოთ?

თემის გაგრძელებაზე ინტერესი და სურვილი მაცნობეთ კომენტარებში.

წინასწარ მადლობა.

 

‼️‼️‼️ვიწყებთ მორიგ სეზონს➡️➡️➡️21 დღიანი ონლაინ ტრენინგი #ზრდისფაქტორი http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

‼️‼️‼️შემოგვიერთდით, 21 დღიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში, რომელიც საკუთარი თავის და სამაყაროს უკეთესად აღქმაში დაგეხმარებათ!

➡️➡️➡️გაიარეთ რეგისტრაცია http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/!

 

 

 

 

25 thoughts on “სჭირდები თუ არა ევოლუციას ან რაზე ფიქრობ ძილის წინ?

  1. დიდი ინტერესით დაველოდები დამატებით ინფორმაციას თემასთან დაკავშირებით ! ❤

  2. დიდი ინტერესი მაქვს მართლა, მეც არ მყავს ადამიანი ვისთანაც ვისაუბრებდი ამ თემაზე, მე ველოდები გაგრძელებას… ❤

  3. თამუ ველი გაგრძელებას ,სულმოუთქმელად ❤ მიყვარხარ რომ ზრუნავ ადამიანებზე ❤

  4. ძალიან საინტერესოა, დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი გაგრძელებას… ❤

  5. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას. ძალიან დავინტერესდი

  6. ქალბატონო თამარ, მთელი გულისყურით გისმენთ. ვგრძნობ, უაღრესად საინტერესო თემაა,
    მადლიერნი ვიქნებით თუკი ამ თემას განავრცობთ…:)

  7. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არავიან მსგავს თემებზე არ გვესაუბრება და ამიტომ არ გვაქვს წარმოდგენა. საქმე უვიცობასთან გვაქვს და კარგი იქნება (ადამიანები ნეკლებად უყურებდნენ სერიალებს და სოციალურ ქსელებში ატარებდნენ ცოტა დროს…) ჩაიხედონ თავიანთ შინაგან სამყაროში, მოაწესრიგონ იქაურობა, რათა ყველაფერი გახდეს ნათელი და გაიაზრონ – რა რიგ მნიშვნელოვანია ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი.ps,martla velodebi da getanxmebi tamar me piradad pirvelad vigeb am saocrebebs ,tqvengan ,me yoveltvis ,da mudam avgnishnav rom chemshi sruli gadatrialeba moaxdine ,,me var ubednieresi adamiani ,,rom tamari myavs chem samyaroshi ,chemi udidesi monapovari da saganduri xar ,,,,gelodebi ,sulmoutqmelad ,,yovel dge ,da sul mudam ,nina,,,,

  8. სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას, რადგან ვთვლი, რომ ზედმიწევნით ზუსტია ფაქტები… მადლობა ❤

  9. ძალიან საინტერესსოა, ველოდები შემდეგს

  10. სიამოვნებუთ წავიკითხავ გაგრძელებას. სასიამოვნო დასაინტერესო სტატია იყო

  11. ქალბატონო თამარ, თქვენ რომ წერთ ,,ტვინისთვის და იმ პროგრამისთვის რომელიც განაპირობებს მომავალს, ყველაზე მნიშვნელოვანია – საუკეთესოს გადარჩენა,, შეიძლება ამ წინადადების ასეთი ინერპრეტაცია; ჩვენი ტვინისთვის მნიშვნელოვანია გადაარჩინოს საუკეთესო ჩვენს მიერ მიწოდებული მასალიდან და შექმნას პროგრამა, რაზეც დამოკიდებულია\რაც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს? პატივისცემით

  12. ბოდიში რომ ასე ღრმად ჩაგეძიეთ , მაგრამ ეგება დაწეროთ რას ნიშნავს ,,იყო საჭირო ევოლუციისთვის” ან ,,არ იყო საჭირო ევოლუციისთვის”… კი ვხვდები დაახლოებით, მაგრამ თქვენ რომ დაწერთ უფრო თვალნათლივ დავინახავ და ამ სტატიასაც მეტი ეფექტი ექნება)) უღრმესი პატივისცემით

  13. ძალიან მაინტერესებს მსგავსი საკითხები და ძალიან მინდა რაც შეიძლება კარგად ვიცნობდე საკუთარ თავს და შესაძლებლობებს, რომ სწორად ვმართო ჩემი ცხოვრება!
    ძალიან გთხოვთ, გააგრძელეთ! დიდი ინტერესით ველოდები )))

  14. თემა ძალზე საინტერესო და საჭიროა. ასე მეგონა ჩემს წარსულზე საუბრობდით. დღეს მე ჩვევად გადამექცა დავწერო ყველა ის გეგმა მოკლედ მაგრამ ძირითადი საკითხები რასაც ერთი წლის მანძილზე ვაპირებ. ძილის წინ მომდევნო დღის დაგეგმვა ბავშვობიდან ჩვევაში მაქვს. სიამოვნებით მოვისმენდი თემის გაგრძელებას. 😊

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.