რაზე ვფიქრობთ ძილის წინ?

=-=მიხარია, რომ თემამ ინტერესი გამოიწვია, ამიტომაც ვასრულებ დაპირებას.

უკვე შემოგთავაზეთ  – სჭირდებით თუ არა ევოლუციას?

არ ვიცი, რას ელოდებით, სასწაულმოქმედ აბებს თუ.. მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ:

რა ტექნიკებსაც შემოგთავაზებთ სჭირდება პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა. უცებ, არც შედეგი მიიღწევა და არც ცხოვრება შეიცვლება.

მზად ხართ ამისთვის?

ტვინს სჭირდება მასალა რათა მოახერხოს და შექმნას მეორე დღისთვის პროგრამა. როგორ უყრის საფუძველს და საიდან მოაქვს ყოველდღიურობის საშენი მასალა?

პასუხი ძალიან მარტივია.

საფუძველს წარმოადგენს – აზრები ძილის წინ.

რაზე ფიქრობ ძილის წინ – წარმოადგენს ტვინის საკვებს.

ვინ ხარ შენ?ფასდაუდებელი რესურსი კაცობრიობის განვითარებაში თუ უსარგებლო პროდუქტი.

ხვალინდელი დღის საფუძვლის, ჩასაყრელი აზრები თავში ჩნდებიან არა მაშინ, როდსაც, წამოწვები და მოგეძალება ფიქრები, არამედ, როდესაც უკვე გადახვედი ძილში და იმყოფები ძილის პირველ ფაზაში (ძილბურანში). როდესაც უკვე  ვეღარ აკონტროლებ აზრებს. როცა, აზრები მიედინება თავის კალაპოტში, წამებში გახსენდება მთელი დღე და ეს არის ის მომენტი. ეს არის საძირკველი!..foto-upravlenie-podsoznaniem

ეს არა არის ადვილი საქმე, მაგრამ პრაქტიკით ის მიიღწევა!

თუ კი ისწავლით, სიზმრის ფაზაში გადასვლისას, გააზრებას – ხდებით ხვალინდელი დღის მბრძანებელი და შეგიძლიათ,  ჩაწეროთ  საურველი პროგრამა. სიზმარში მოსულ აღმოჩენებზე კაცობრიობის ისტორიაში, პირველად, ჯონ კეხოს წიგნში „ქვეცნობიერს შეუძლია ყველაფერი“ ერთ-ერთ თავში წავიკითხე, დამაინტერესა და მოგვიანებით, მოვიძიე სხვა მასალები. მაგრამ ეს სხვა დროს…

არც ისე დიდ ხნის წინ, მკვლევარება სუონსი-ის უნივერსიტეტიდან მარკ ბლაგროვმა და ბეტან სმიტმა გამოიკვიეს ასობით ადამიანი (ორივე სქესის, სხვადასხვა ასაკის), რომლებიც ძალიან ხშირად ხედავდნენ მკაფიო სიზმარებს. ამავე დროს მეცნიერების ამოცანას წარმოადგენდა, მათთვის ესწავლებინათ – არა მარტო ზღაპრული სიზმრების წარმართვა, არამედ, გამხდარიყვნენ საკუთარი ცხოვრების რეჟისორები. გამოკვევებმა აჩვენა, ყველაზე მარტივი საშუალება, გააზრებული სიზმრების მისაღებად არის – კავშირის დამყარება, ნახევრად გათიშულ ცნობიერთან (და ამ დროს, შეიძლება შექმნა საიტუაცია ხელოვნურადაც). მაგ: ექსპერიმენტში, გამოიყენეს მობილური ტელეფონის მაღვიძარა. დააყენეს მაღვიძარა ერთი საათით ადრე, ვიდრე იღვიძებდნენ. როდესაც რეკევდა, ყოველ ჯერზე აჭერდნენ ზარის განმეორებას და ისევ იბრუნებდნენ ძილს. ამ დროსმ ადამიანი ეშვება სწრაფი ძილის ფაზაში და ძილის პერიოდის, ყველაზე მკაფიო სიზმრში. მისი ცნობიერი ნახევრად ფხიზელია, რაც მოცემულ სიზმარს ხდის გააზრებულს და თავად ადამიანს თავისი ცხოვრების 1268739019_23_07_2008_0833362001216808091_wojtek_siudmakრეჟისორს.

მარკ ბლაგროვი და ბეტან სმიტი ამტკიცებს, რომ მკაფიო, დაუვიწყარი და გაცნობიერებული სიზმრების მიღების მეთოდი მარტივია და ის შეუძლია ნებიმიერმა მსურველმა გამოიმუშაოს, ამით გააფართოვებს თავის სამყაროს, მიიღებს დამატებით სიხარულს წყაროს.

იგივე პრინციპია ძილად მისვლის პროცესიც.

დავუბრუნდეთ თემას.

როდესაც სწავლობთ, სიზმრის პირველ ფაზაში წარმართვას, ამ დროს, გადახაზავთ ძველ პროგრამას. როგორც მაქვს წაკითხული, ვინც ერთხელ მაინც უმართია საკუთარი სიზმარი – ასე თუ ისე ცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ.  ხოლო ისინი, ვინც ხშირად „იღვიძებს სიზმარში“ – ის იცვლება იმდენად, რომ მათში ძველი ნაცნობის ამოცნობა რთული ხდება.

სათანადოდ, უნდა დააფასოთ ძილის როლი ცხოვრებაში. ამ დროს, ხდება თავისებური რემონტი ადამაინის ბიოსტრუქტურის: გაძლიერებულია ნეიტრალიზაცია და ტოკსიკური ნივთიერებების გამოყოფა, რეგულირდება ნივთიერებათა და ენერგეტიკული ცვლა. ამიტომაც, ძილის პროცესი უნდა გახდეს მშვიდი, იმედიანი და საკუთარ თავში და ძალებში რწმენით სავსე.


მაშ ასე, მომდევნო დღე რომ გახეს უფრო ეფექტური, რაზე უნდა იფიქროთ ძილის წინ?
შემოგთავზებთ 3 მნიშვნელოვან და ამავე დროს მარტივ წესს.

თუ მოახრეხებთ ამ წესებს დანეგავთ დაძინების წინ, მეორე დღესვე შეიგრძნობთ ეფექტს: გონება ნათელი გახდება, დღე კი ენერგიული.

1. სიმშვიდე

ყველაზე მნიშვნელოვანი წესი – სიმშვიდეა.The_Portal_by_Belleza4evr_copia

არა არის საჭირო რამეს განიცდიდეთ. გაეთიშეთ ყოველნაირ ემოციას – როგორც დადებით, ასევე უარყოფითს. ზოგი შემეწინააღმდეგება და მეტყვის: რატომ, ხომ შეიძლება კარგზე ვიფიქროო? შეიძლება მაგრამ ზომიერეად. საქმე იმაშია, რომ ტვინმა შეიძლება დადებითი ემოციები მიიღოს, როგორც მისი უკმარისობა – მოგიზღვავაოთ და გახდეთ აღზნებულები (როგორც ბავშვები ძილის წინ აქტიური თამაშის შედეგად, ხდებიან ენერგიულები, აგზნებულები). არ არის საჭირო, ძილის წინ “კუნტრუში“ და ნამეტნავად კარგ ხასიათზე მოსვლა. ოცნებაც არ არის რეკომენდირებული!

ძილის პირველ ფაზაში არსებული ემოციები განსაზღვრავენ აზრებს. თუ მშვიდი და გაწონასწორებული ხართ, მაშინ პროგრამა იყენებს ამას როგორც სუფთა ფურცელს. მარტივად, რომ ვთქვათ, გონება გაპროგრამებთ, მეორე დღის მოქმედებებზე, სიტუაციიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ემოციურ ფონზე. კარგია თუ მოუსმენთ მშვიდ და კლასიკურ, მედიტაციურ (წვიმის, ჩიტების გალობა ტყეში, ზღვის ტალღების ხმა…) მუსიკას.

2. აზრების უქონლობა

შეეცადეთ არ იფიქროთ. გათიშეთ შინაგანი ლაქლაქი და მოუსინეთ სიჩუმეს. სიჩუმეს აქვს თავისი ხმოვანება. თუ ხშირად მიუგდებთ ყურს, გაიგონებთ უმშვენიერეს ბგერებს. ძილის დროს, იმის მაგივრად რომ გაანალიზოთ გასული დღე, განთავისუფლდით აზრებისგან. ბევრი ფიქრი პროგრამას შეიყვანს  ჩიხში („გაჭედავს“). ტვინისთვის ეს არის პატური სიტუაცია. გონებისთვის აზრების გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია. ამიტომ პროგრამა იწყებს გადტვირთვას და გადადებს შემდეგი ღამისთვის. იმის შედეგად რომ მას არ მიეწოდა, ქაოტური აზრები, მეორე დილით თავს გრძნობთ მხნედ და შემართებით!

3. მოდუნება

როდესაც დასაძინებლად წვებით ზურგის, ხელების და ფეხების არეში ხართ დაძაბული. ამას კარგად იგრძნობთ თუ დააკვირდებით შეგრძნებებს. დაწოლისას სრულიად მოდუნდით. გახდით რბილი, შემდეგ უფრო და უფრო მოეშვით…  ამის გაკეთებისას მიხვდებით, რამდენად გქონიათ სხეული დაძაბული. მეტ წილად, ადამიანი ძილის რეჟიმში გადადის დაძაბულ და ამიტომაც ძილიდან გამოსვლისას იღებს, დაძაბულ დილას და შესაბამისად დღეს.

პრინციპში, დღეისთვის ეს საკმარისია. რადგან ყველაფერი რაზეც ვისაუბრე, კიდევ ერთი, ცალკე აღებული უზარმაზარი სფეროა, სადაც შესვლა/შემეცნება მხოლოდ დიდი სურვილით არის შესაძლებელი.

დაიმახსოვრეთ, რაზე უნდა იფიქროთ ძილის წინ:90989408

1. მოიცილეთ ყოველგვარი ემოცია და ნერვიულობა

2. განთავისუფლდით, მოიშორეთ ფიქრები

3. მოიცილეთ დაძაბულობა/დაჭიმულობა სხეულში.

რა გამოდის, არც არაფერზე არ უნდა იფიქროთ. ამავე დროს, დაიჭიროთ მომენტი – ისწავლოთ გაცნობიერებულად სიზმარის მართვა, ძილის პირველ ფაზაში, მშვიდ და ფიქრებისაგან განთავისუფლებულ ფონზე, თითქოს სუფთა ფურცელზე წერთ სასურველ პროგრამას. აქ ეყრება, ხვალინდელ დღეს საფუძველი და აი ამ დროს, შეძლებთ გახდეთ თქვენი ცხოვრების რეჟისორი.

როდესაც მოცემულ რჩევებს მიაქცევთ ყურადღებას, როდესაც გააკონტროლებთ აზრებს, სხეულს და მდგომარეობას, თქვენ თავად ხდებით პროგრამა. ტვინი იწყებს მუშაობას შინაგანისთვის, ჭეშმარიტისთვის და თქვენთვის. ყოველ დილით გაიღვიძებთ ენერგიულად და მხნედ. რაც ყველაზე მთავარია, ხვდებით რომ გაქვთ ნათელი გონება, რომელსაც ადრე ვერ გრძნობდით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ტვინი მუშაობს 100% და ცხოვრებაში ყველაფერი ლაგდება ნელ-ნელა.

 

 

მასალა: ინტერნეტიდან სტატიები

ძირითადი – Егор Горд

 

‼️‼️‼️ვიწყებთ, მორიგ სეზონს➡️➡️➡️21 დღიანი ონლაინ ტრენინგი #ზრდისფაქტორი http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

‼️‼️‼️შემოგვიერთდით,

21 დღიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში, რომელიც საკუთარი თავის და სამაყაროს უკეთესად აღქმაში დაგეხმარებათ!

➡️➡️➡️გაიარეთ რეგისტრაცია http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/!

12 thoughts on “რაზე ვფიქრობთ ძილის წინ?

    1. მიხარია თამუნა რომ მოგეწონა. დიდი ხანი ვფიქრობდი როგორი სახით მიმეწოდებინა და შენმა კომენტარმა დამჯერა რომ გასაგებად დავწერე.
      მადლობა უკუკავშირისთვის ❤

  1. პირველ რიგში გმადლობ რომ გონებას გვიხსნით)) თუ სწორად გავიგე, იმისთვის რომ ტვინმა დაწეროს ადამიანის წარმატებაზე მომუშავე პროგრამა, ამისთვის საჭიროა ძილის წინ არაფერზე ვიფიქროთ? რაღაც უკმარისობის გრძნობა დამრჩა…

  2. მადლობა კომენტარისთვის. გააჩნია ადამიაანი რას მოიაზრებს წარმატებაში. თუ კი ჩემი მიზანი ცხოვრების ამ ეტაპზე, არის შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია, ზემოთ მოცემული სავარჯიშო შედეგიანია. მაგრამ წარმატებაში კონკრეტული მიზანი თუ მოიაზრება, სხვა ტექნიკაა გამოსაყენებელი, ამაზე სხვა თემაში ვწერ. ასე, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და ცხოვრების მოცემულ მომენტზე მორგებული. ეს არ ნიშნავს რომ საღამოს არ უნდა დაჯდეს ადამიანი და არ დაგეგმოს სათანადოდ გამოყოფილ რვეულში, მომდევნო დღე. ეს არ ნისნავს, რომ არ ილოცოს ან მედიტაციას არ დაუთმოს ძილის წინ გარკვეული დრო და ა. შ.
    სხვა უამრავი ტექნიკებია, რომელიც ადამიანს ეხმარება წარმატების მიღწევაში და ამას ქოუჩ-სესიებზე ინდიდუალურად ვარჩევთ…

  3. რა კარგ პოსტს წავაწყდიი! ამას ყველაფერს უსმენდი რუსულად, ნახევარს ვერც ვგებულობდი და ვნატრობდი ნეტავ ქართულად თუ არის სადმეთქო, აგერ არ ყოფილა? როგორ გამახარეთ, უზომოდ ბედნიერი ვარ,თითქოს რაღაც დიდი საგანძური ვიპოვე,მადლობააა,უღრმესი მადლობა,წარმატებებს გისურვებთ.

  4. რა ვქნა შვილი უნდა გაფრინდეს გერმანიში მე მეშინია ტერაქტის და ეს ინფორმაციები ცუდ ხასიათზე მაყენებს რა ვქნა?მადლობა

    1. გამარჯობათ ანა.
      დედის აზრებს შვილზე ძალიან დიდი ძალა აქვს. თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ დადებითი, პოზიტიური აზრების და მოვლენების განვითარების სურათები და არავითარ შემთხვევაში – დესტრუქციული და დამანგრეველი. გააძლიერეთ ლოცვა და არც ერთი წამით არ შეგეპაროთ ეჭვი რომ ყველაფერი კარგად ექნება თქვენს შვილს. იყავით კარგის მოლოდინში. მითუმეტეს არ ილაპარაკოთ სხვებთან ცუდზე, ტერაქტებზე… თქვენი აზრები კვებავს რეალობას, ამიტომ აკონტროლეთ ისინი, ნუ გაზრდით ნეგატიურ ძალას.
      ძალიან მოკლედ, ეს შემიძლია გითხრათ.
      ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები!

  5. უმაგრესიააა, ველოდები გაგრძელებას!
    ანუ, მაინტერესებს, რომ დამშვიდდები,მოდუნდები და ტვინს გაათავისუფლებ აზრებისაგან, მერე უნდა შეუკვეთო ის რაც ძალიან გინდააა?
    რაღაც მსგავსი გაგრძელება მაქვს წაკითხულ ერთ-ერთი რუსი ავტორის წიგნში.

  6. შესანიშნავია 👍👍გმადლობთ სტატიისთვის💖
    იცით? მე ასე მოქცევის წესები თავად გამოვუმუშავე წლების წინ საკუთარ თავს, მთლად დახვეწილად ვერა, თუმცა საკმაოდ მიახლოებულია თქვენს ვერსიასთან.
    არსად წამიკითხავს და არ გამიგია აქამდე, ვერ ვხვდები საიდან მომივიდა ეს იდეა, თუმცა მსიამოვნებდა ძილის წინ “სამყაროსგან გათიშვა” გონებით და სხეულის უწონო მდგომარეობაში წარმოდგენა.კლასიკური მუსიკა ხომ პირდაპირ საოცრებას ახდენს ამ დროს.საოცარი შეგრძნებაა

  7. ❤ მოგესალმებით, ქ-ნო თამარ, ძალიან მიყვარს თქვენი პოსტები, ყოველთვის ინტერესით ვეცნობი, პრაქტიკაში როგორ ვნერგავ ეს არის მთავარი, გთხოვთ, დეტალურად გაგვიზიარეთ, ცოდნა, გმადლობთ.

  8. ფსიქოლოგია ჩემი საყვარელი ჰობია ბავშვობიდან და სულ ვცდილობ ავითვისო მაქსიმალურად მეტი. ასე ბევრჯერ დამიძინია და საოცარი გრძნობაა ვიცი. მადლობა ქ.ნო თამარ საუკეთესო რჩევებისთვის.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.