ნატალი (საბერძნეთი)

natali

მთელი ჩემი ცხოვრება ვარ სიახლეების ძიებაში. ვეძებ იმას, რაც უფრო და უფრო მომცემს შინაგანი განვითარების საშუალებას. ასე შევხვდი და გავიცანი ქალბატონი თამარი. მასთან ურთიერთობამ უფრო და უფრო შემიცვალა ხედვები და შინაგანი მდგომარეობა. თუ კი რამოდენიმე ხნის წინ არ ვიცოდი, რა უნდა მექნა ქაოსისთვის რაც შინაგანად მქონდა, ახლა ქოუჩ-სესიების შედეგად, ზუსტად ვიცი რა მინდა, რა გავაკეთო, როგორ მივაღწიო, ვიცი როგორ შევქმნა სიმშვიდე და ისეთი გარემო, რომელიც მე მსურს… ამ ყველაფერში, დამეხმარა ქალბატონი თამარი. ის ძალიან მეგობრულია, თავისი საქმის მცოდნე, აკეთებს უდიდეს სიკეთეს. ადამიანებს აძლევს ძალას, იმედს, არკვევს სინამდვილეში თუ რა უნდათ  და რა შეუძლიათ, ქმნის დადებით ენერგიას და ავსებს სიხარულით… ეს კი მის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ქალბატონო თამარ, გისურვებთ წარმატებას!

გააგრძელეთ ასეთი კარგი საქმის კეთება… გააგრძელეთ უფრო და უფრო ბევრ ადამიანის გვერდით დგომა, რათა მათ შეიგრძნონ რადენად მნიშვნელოვანია, იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან. რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრო ბედნიერად, რადგან ღმერთმა ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა!