სიჩუმეში არსებული საიდუმლო

1127137დაკვირვებიხართ,  აზრებს მოარულს თავში? ისინი ან წარსულში  ან მომავალში დასეირნობენ, დაქრიანი, იქექებიან…

ნუთუ აზრებისთვის აქ და ამჟამად წუთები არ არსებობს…

აზრები წარსულში: ეს როგორ გამიბედა? როგორ იქცეოდა, როგორ დამამცირა?  – გამოგვაქვს განაჩენი, მოვლენებს ვაკერებთ „იარლიყებს“, ვაფასებთ …

აზრები მომავალში: ახლა რაღა გავაკეთო? რა მეშველება? გამიმართლებს! … – მომავლის ან გვეშინია ან გვეიმედება. მომავალი გვაფორიაქებს, დეპრესიაში გაგდებს.

აზრები, აზრები გაუთავებელი აზრები….

თითქოს ვიღაც დამდგარა „მიქსერით“ და ურევსო – არც ერთი აზრი არ არის დალაგებული. ქაოტურად ტრიალებენ, ბრუნავენ, ირევიან, მიდი-მოდიან…აზრებისგან გამოწვეული გრძნობები, განცდები, დიალოგები, მონოლოგები…5WuYqZMF4H4

სრული ქაოსიიიიი…

აზრები, კვებავსო გონებას…

ჩვენი აზრები,

შეხედულებების შესაბამისი,

ჭეშმარიტების ზედნაშენია…

სად არის ჭეშმარიტი, პირველწყარო და რას ვაშენებ?

რითი ვკვებავ?

რას ვხედავ ან რას ვერ ვხედავ?

ვინ ვიქნებოდი მე ამ აზრების გარეშე?

გაჩერდი წარსულო…

გაჩერდი მომავალო…

მინდა გავერკვე, აქ და ამ წუთას რა ხდება?

როდესაც გარშემო უკუნი სიბნელეა, ჭურჭუტანაში სხივმა იკრთო…  პაწუკა სარკმელი მაკავშირებს საწყის არსსთან. ფაქიზ სხივს ფეხაკრეფით გავედევნები და მიმიყვანს გულთან  და ვგრძნობ… მითხრეს, აქ სული სახლობსო…

ეს წუთებია აქ და ამჟამდ შუქთან მიახლოების და …

გამალებული ბაგა-ბუგის პასუხად ჩამესმის:

ვინ არის?

მე ვარ …

მე ვარ …

ვინ ხარ შენ? – შენ ხარ შენი სახელი, გვარი? შენი სტატუსი? შენი აზრები? ფიქრები? შენი განცდები? შენი „იარლიყი“? შენი ფორიაქი? შენი დეპრესია? გინდა გასძახო ვინც ხარ ან იყავი, ყოველ შემთხვევაში, აქ მოსვლამე. მაგრამ… ეს ყველფერი ხომ ისეთი რეალური გეჩვენებოდა… ზედაპირზე იდო, გჯეროდა. მე ვიგივდები მათთან? ახლა რა დამემართა?…

ღმერთო, მაშ, ვინ ვარ სინამდვილეში?

ვგრძნობ, შეფუთვა აზრს კარგავს…

ვიცი და ადრეც ვიცოდი, ჩემ არსებას ვერ ვიპოვიდი გარეთ,

ვხვდები, საინტერესო რამ მელოდება და ამიტომ როგორმე უნდა შევაღწიო შიგნით, კარგად მოვინდომაო. ღრმად ჩავიხედო და კიდევ უფრო ღრმად ჩავიდე, თან პასიურად დავაკვირდე და გასუსული შინაგან სიჩუმეში დაველოოდო პასუხებს.

ვაპროტესტებ…

ყველში გაცხერილი ბურთიდან, შეგრძნებებით მონუსხული ვბუყბუყებ

V0i-KTBGW28მე არ ვარ ჩემი აზრები… მე არ ვარ ჩემი შეხედულებები… მე არ ვარ ეს ფორიაქი.. და ეს დეპრესია…

მე ვემიჯნები ამ ყველაფერს!!!

მე ვარ გაცილებით მეტი!

მე ვარ…

… მე ვარ ენერგია, მე ვგრძნობ ჩემს ხელებს, ფეხებს, ზურგს და მასში დინამიურად მოძრავ სიტყვებით აუხსნელ ენერგიას.

საოცარია!!! ეს ენერგია გულგრილია ყოველგვარი ყოფიერების მიმართ… ვინ არის? საიდან მოვიდა? იშვა სად? სად არის პირველწყარო?

ჩემი ენერგია, იმ პირველწყაროს შენაკადია…

ჩემი ენერგია, ერთი დიდი და მთლიანის ფრაგმენტია..

ჩემი ენერგია, მზის სხივივითაა… მზე, დიახ! მას აქვს სხივები და ის წვდება ყველგან. მისთვის სულ ერთია, შენ გათბები მისით თუ არა, ის მაინც ათბობს!

თუ კი მე ვარ მთლიანის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამვე დროს ვიკვებები აზრებით, რას ვირჩევ – ვწამლო პირველწყარო თუ  გავაკრიალო? ჯერ არ მესმის ბოლომდე… ცოტაც კიდევ…

სიჩუმეში არისო დიდი საიდუმლო…

ალბათ, საკუთარი თავის შეცნობის!

როდესაც ამას მოვახერხებ, მერე ჭეშმარიტად შეივიყვარებ მოყვასს ან მეზობელს ან … რადგან მასში დავინახავ არა მტერს, შტერს ან სულელს, მსუქანს ან გაჩხიკულს, უწიგნურს ან ინტელექტუალს („იარლიყები“ რომელსაც ვაკერებ), არამედ საკუთარი თავის მსგავსს, მორიგ სხივს, მთლიანის უმნიშვნელოვანეს, შეუცვლელ ფრაგმენტს… და განა მარტო მასში… ხეებში, ყვავილებში, ბალახებში.. მათი ფიზიკური მშვენიერების (ზედაპირულობის) მიღმა დავინახავ, შევიგრძნობ და შევერწყმები არსს.. ცხოველების მიმართაც შევიგრძნობ ამას..  და ერთ დღესაც აღმოვაჩენ, რომ ვარ ერთი მთლიანის  განუყოფელი ნაწილი, განთავისუფლებული ყველანაირი ზედმეტი შრეებისგან. ვრჩები შიშველი იმ ფაქტის წინაშე, რომ აქ მარტო კი არ ვარ ან ისინი კი არ არიან გარშემო… არა! ეს ისინი არიანი ჩემი ნაწილი, ეს მე ვარ პატარა დიდი. ამ დროს მოდის ერთი მთიანობის აღქმა, მიჩნდება ხედვა, იბადება აღმშენებლური აზრები და განვიძარცვები, ვმშვიდები და ვიწყებ ცხოვრებას აქ და ამჟამად… ვგრძნობ მუდმივობის შინაგან არსს, ვაცნობიერებ – ყველაფერი დანარჩენი ამაოა, გამოგონილი, ფუჭი/ყალბი/თეატრი/ილუზია…

აი, თურმე სად არის ფაქიზი ზღვარი.

თუ კი კიდევ უფრო ღრმად ჩავალ საკუთარი თავის შემეცნებაში, ჯამში გავაღწევ უკიდეგანო სამყაროში! აღმოვაჩენ თავად სამყაროს.

და აქ დადგება მომენტი –გამიჭირდება უკან დაბრუნება, ამაოებაში.

და რადგანაც პირველწყაროს შენაკადი, მზის სხივი და ერთი დიდი მთლიანის ფრაგმენტი, ამ ფიზიკურ სხეულში გამოემწყვდა და დროს დაემონა,  ვაცნობიერებ – სულს ეს დასჭირდა, აქვს რაღაც სათქმელი და მისია შესასრულებელი.

1395929925_kolesnik-artemამიტომაც, მორჩილად ვრჩები აქ და ამჟამად, უფლებას ვაძლევ შემოვიდეს ჩემში მზის სხივი, სიხარულით ვავსებ აორთქლებულ შენაკადს,  მშვიდად ვერწყმი და ვხდები დიდი მთლიანის ფრაგმენტი (ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის).

მთელი არსით შევიგრძნობ მის დიდებულებას.

და რადგან ამ ყოფაში, ზოგჯერ, მიჭირს „მე“- ში „შენ“ აღმოგაჩინო, ვპოულობ გამოსავალს – ბალანსს ფიზიკურ და სულიერს შორის და ვსწავლობ…

ვსწავლობ მიმღებლობას, მიტევებას, მადლიერებას, სიყვარულს, უპირობო სიყვარულს (პირველ რიგში საკუთარი თავის) … და შემდეგ ვემსახურები მხოლოდ სიყვარულით –  ვქმნი, ვაშენებ, და ვათბობ…

 

მადლიერებით და სიყვარულით თამარ კვარცხელია

 

1 ივლისი, 2016 წელი

სოფელი ვახანი

07.00-09:00სთ

 

 

 

3 thoughts on “სიჩუმეში არსებული საიდუმლო

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.