კონფლიქტი თვითშეფასებებს შორის

1vllz_8jomaქოუჩ-სესიების პრაქტიკამ, მკითხველთა წერილებმა და სოციალურ ქსელებში გამოკითხვამ დამანახა – მოსახლეობის 95%-ისთვის აქტუალურია თვითშეფასების საკითხი. გავეცანი რა სხვა ქვეყნების მონაცემებსაც, აღმოვაჩინე ეს საკითხი მწვავედ მხოლოდ ჩვენთან არ დგას (მიწევს რუსულენოვან კლიენტებთან მუშაობა).

ქოუჩ-სესიებიდან გამომდინარე უმეტაეს შემთხვევაში საქმე დაბალ თვითშეფასებასთან გვაქვს. თუმცა იშვიათად არსებობს მეორე უკიდურესობა -ნარცისიზმი. დაახლოებით ასე -„ უცებ, ბაყაყმა ფეხები გამოყო, ნალი მეც დამაჭედეთო“

სად არის ზღვარი და როგორ გავმიჯნოთ?

ნარცისიზმი და საკუთარი თავის მოუღებლობა – წარმოადგენს თვითშეფასების შინაგან კონფლიქტს და ის, მეორე ადგილზე დგას დამოკიდებულების შემდეგ.

არ გაგიკვირდეთ თუ ვიტყვი, რომ თვითშფასების შინაგანი კონფლიქტი, გარკვეულწილად, ყველას ახასიათებს. გაიხსენეთ მომენტები ცხოვრებიდან, როდესაც  თავი არადამაჯერებლად გიგრძვნიათ ან გადაჭარბებულად შეგიფასებიათ საკუთარი შესაძლებლობები? მსგავსი რამ ცხოვრებაში ყველას ჰქონია და ეს ნორმალურია.

თვითშეფასების კონფლიქტისთვის დამახასიათებელია მუდმივი:

«მე — ყველაზე ლამაზი, ძლიერი, დიდებული,“…

„მე — უვარგისი, მშიშარა, სულელი, შტერი…».

როგორ გგონიათ, რა გრძნობები იწვევს ადამიანში თვითშეფასებების კონფლიქტს?

პირველობას არ თმობს – სირცხვილის გრძნობა. ის ძალიან ღრმა და უმძლავრი იარაღია დაბალი თვითშეფასებისთვის.

აქვე, უნდა გავმიჯნოთ სირცხვილი, დანაშაულის გრძნობისგან, რადგან სირცხვლი, უფრო ღრმად ჩადის და ეხება პიროვნულ საწყისს. ეს ის მომენტია, როდესაც იქ, შინაგანად მიმდინარეობს დიალოგი უვარგისობაზე, არშემდგრობაზე, დაუმსახურობაზე… ხშირ შემთხვევაში, ასე აშკარად ცნობიერამდე საუბარი არ ამოდის, მაგრამ სხეულს ხომ ვერ მოატყებ? სირცხვილი ადამიანს „მოამჩვარებს“, ხრის მხრებში, უძაბავს სახის მიმიკებს, ეშინი ხმის ამიღება, აზრის დაფიქსირება, აშინებს იყოს ის ვინც არის სინამდვილეში და თვალს ვერ უსწორებს მოსაუბრეს. შინაგანად მასში სახლობს ერთგვარი კრიტიკოსი, რომელიც მუდმივად არცხვენს, კიცხავს… ამავე დროს, თავისთვის ჩუმად იქვე სახლობს მეორე – „მითრგუნული“, ის მიუღწეველი იდეალია, რომელსაც კრიტიკოსი ყვავივით „თავზე დასჩხავის“.

ხშირად, სირცხვილი გაუთვითცნობიერებელია განა იმიტომ რომ, ის არ არის, არამედ ადამიანი არ აღიარებს მის არსებობას. თითქოს გაურბის, რომ არ შეეჯახოს მისგან გამოწვეულ მტკივნეულ შეგრძნებებს, რადგან ის მერე გტანჯავს, გამუდმებით გახსენებს თავს. რეალურად ძალიან მცირეა, იმ ადამიანების რიცხვი ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ რცხვენია.

შინაგანი კონფლიქტების არსებობისას, სირცხვილს გვერდს უმშვენებს უცაბედად გამოვლენილი გრძნობები, როგორიცაა გაღიზიანება, აგრესია, ასევე ნარცისული აღშფოთება, რომელშიც დამალულია იგივე სირცხვილი და გამოაშკარავების შიში.emocii-konflict-samoocenki

თუ სირცხვილი იმალება, მაშინ როგორ მივხდებით არის თუ არა ის?

კონფლიქტში ორი პოლუსია: აქტიური და პასიური.

ადამიანს, რომელსაც აქვს კონფლიქტის ნარცისული აქტიური სახეობა, შინაგანად არ გააჩნია საკუთარი თავის რწმენა და მის კომპენსირებას ცდილობს გარეშე ატრიბუტიკით, მანქანებით და სტატუსით. მამკაცებისთვის ეს ავტომანქანები, უძრავი ქონება, პრესტიჟულ და ცნობად წრეში გასვლა, ძვირადღირებული ნივთების დემონსტრირება, ახალგაზრდა საყვარელი, ექსტრემალური სპორტი, ოქროს ჯაჭვები და სხვა.. ქალისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ლამაზი გარგნობა. უამრავი პლასტიკურური ოპერაციები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძვირფას სამოსს, თუნდაც ეს ეცვას შეუფერებელ ადგილას. მაგალითად, ბეწვი სამარშრუტო ტაქსში, მაღალი ქუსლები ბაზრში, ოქროს და ბრილიანტის ნაკეთობების ტარება შეუსაბამო ადგილებში, ცნობადი ქმარი…

პასიური სახეობა, მეორე უკიდურესობაა. ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ ის არაფერს არ წარმოადგენს და არ არის რამე კარგის ღირსი. არ ამაყობს თავით ( თუმცა, სიამაყე სირცხვილის საპირისპირო განცდაა). ნეგტიურად არის განწყობილი საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად, არ უყვარს თავი.

არ ვიცი რამდენად გაავლეთ პარალელი ერთში ან მეორეში, მაგრამ… გამოსავალი?

ოქროს შუალედი!!!

გისურვებთ, შინაგანად მიმდინარე კონფლიქტებთან,  გეპოვოთ ოქროს შუალედი!

 

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: