მნიშვნელობა არა აქვს როგორ გამოგდის…

1395929925_kolesnik-artemმღერი, ცეკვავ, წერ, ხატავ, უკრავ… და მნიშვნელობა არა აქვს ეს როგორ გამოდგის…

აკეთებ, აკეთებ, აკეთებ, რადგან ეს გინდა შინაგანად, უსმენ შენს სულს და ის ვითარდება.. ამ პროცესში, ვითარდება შენი გონებაც და რეალურად გრძნობ თავისუფალებას – აკეთებ იმას, რაც გინდა.

როცა არ აკეტებ იმას რაც გინდა – იტანჯები, ძალადობ საკუთარ თავზე! ამ პროცესში, ნელნელა გრძნობ როგორ უცხოვდები სულთან, როგორ ასლდება შენი გონება, როგორ ნაცრისფერდება ერთფეროვან ყოველდღიურობაში ცხოვრება და ნელ-ნელა ხდები სასტიკი და უხეში…

არა და შეგეძლო, არ შებრძოლებოდი იმას, რაც თავის დროზე გეჩვენებოდა გადაულახავ, დიდ წინააღმდეგობად. შეგეძლო, უბრალოდ მინდობოდი, მიგეღო მშვიდად, დაინტერესებულიყავი მათით, დაკვირვებოდი და გამოგეკვლია ისინი. გეკეტებინა ის, რაც გინდოდა და უკვე ეს პროცესი გაგზრდიდა, გაგითბობდა სულს, აიყოლოებდა გონებას და აამუშავებდა სამყაროს კანაონებს შენთვის.

შეგეძლო კი არ მიგეჩქმალა, ცხრაკლიტულში კი არ გამოგეკეტა შენი სურვილები, არამედ, მიგეცა უფლება შენს ცხოვრებაში ცუდისთვისაც და კარგისთვისაც – მ ო მ ხ დ ა რ ი ყ ვ ნ ე ნ … და არც ერთ მათგანს არ შთაენთქე. გაგეგრძელებინა ცხოვრება…

გემღერა, გეცეკვა, გეწერა, გეხატა. დაგეკრა… და მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ გამოგივიდიოდა… შენ ამ დროს სულს გამოზრდიდი თავისუფლებისთვის!

ეს არასოდროს არის გვიან!

წარმატებები, თქვენ!

თქვენს გენიალურობაში რწმენით

თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.