ნუ ეძებთ მამაკაცს

lovemed-e1399349857138

ბედნიერი ურთიერთობების შექმნის რეცეპტი ქალბატონებს:

– ნაცვლად იმის, რომ ვეძებოთ მამაკაცი, შევეცადოთ ვიპოვოთ საკუთარი თავი. აი, სად გველოდება ყველაზე საინტერესო თავგადასავლები.

– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ როდის გამოიჩენს მამაკაცი ყურადღებას, დავიწყოთ ეს დამოუკიდებლად. გავხადოთ საკუთარი თავი საუკეთესოს ღირსი და გავახვიოთ ის მზრუნველობაში.

– ნაცვლად იმის, რომ საყვარელი მამკაცისაგან ველოდოთ სიყავრულის გამოხატვას, პირველ რიგში, საკუთარი თავი ავავსოთ სიყვარულით.

– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ ვისთვის გავხდებით საჭირო, შევეცადოთ მაინც, გავხდეთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ადამიანი, საკუთარი თავისთვის.

– ნაცვლად იმის, რომ ველოდოთ მამაკაცმა მოგვიძღვნას თავი, დავიწყოთ საკუთარი თავიდან – დ ა ვ ი ბ რ უ ნ ო თ საკუთარი ცხოვრება .

– ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ მამაკაცისგან ერთგულებას, თავად გავხდეთ საკუთარი თავის (აზრების და არა მარტო…) ერთგული.

– ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ მამაკაცმა გაგვხადოს ბედნიერი, შევეცადოთ მაინც, გავხდეთ ბედნიერი თავად.
ბედნიერების წყარო (როგორც იმ სხვა დანარჩენის, რასაც სხვისგან ვითხოვთ) იმალება თითოეულ ჩვენთაგანში შიგნით, სხვები უბრალოდ ი რ ე კ ლ ა ვ ე ნ მას.

თუ კი ყველა მოცემულ პირობას შევასრულოთ, თქვენ წინაშე თავს დახრის მთელი „საკაცეთი“ (მომიტევეთ, ცუდად თუ კი მოგესმათ), უბრალოდ, მინდოდა მეთქვა – ქალს რომელიც ასხივებს ბედნიერებას და სიყავრულს ვერ დატოვებს გულგრილს ვერავის, მითუმეტეს იმ ერთადერთს 🙂

ნუ ეცდებით თქვენი პრობლემების გადაწყვეტას მამაკაცში, ეს მცდარი გზაა. ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ თავად, დატკბით ცხოვრებით, აივსეთ სიყვარულით და „ბედი კარებზე მოგადგებათ“ ძალისხმევის გარეშე!

სიყვარულით,
ურთიერთობების ქოუჩი თამარ კვარაცხელია

6 thoughts on “ნუ ეძებთ მამაკაცს

  1. ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ასეთი კიტხვა მაქვს თუ თავად შევძლებ ვიყო ბედნიერი ისეთი ბედნიერი როგორიც მამაკაცი ანიჭებს ქალს თუ ეს მე მარტომ შევძელი რაშიღა მჭირდება კაცი?

  2. როცა ლექციაზე სასწავლებელში ვარ,ან სამსახურში და მინდა გამომიარის მეუგლემ,(ახლა უკვე დავკარგე სურვილი) და არ აკეთებს ამას,მიუხედავად რომ ვეუბნებოდი ასე მინდა და მესიამოვნება,ჩემი ბრალია?? სახლში ხომ მივალ და მოვა აი ლოგიკა. სულაც არ ვთვლი თავს რომ ვგავარ ქალს რომელის ნახვის სურვილი არ ექნება,პირიქით დზალიანაც სასურველი ვარ და ყურადგება არ მივიქციო სადაც არ უნდა ვიყო არარსებობს !! თვითონ მამაკაცი უნდა იყოს ისეთი თვისებების მატარებელი და იზრდებოდეს ქალთან ერთად!!

  3. ბევრს ვსწავლობ თამარ და ვმუშაობ გამუდმებით ჩემთავზე.. მადლობა თქვენ,მაგრამ არარსებობს ბავშვობიდან ყურადგების ცენტრში არ აგმოვჩნდე ხმა რომ საერთოდ არ ამოვიღო.. არ ვიცი რა ბლოკი მაქვს ისეთი მოსაცილებელი,რომ მარტო სასურველი ქალი კიარ ვიყო.. ერთისიტყვით არაა საკმარისი ჩემთვის ის რასაც ვიღებ მეტი მჭირდება,ყურადღებაც სიყვარულიც და ყველაფერი ის რაც ქალს ბედნიერს ხდის!! უბედური არ ვარ მაგრამ სხვანაირი ცეცხლი მჩირდება.. შესაფერისი მამაკაცი არ მყავს გვერდით.

  4. თუ ხარ წარმატებული ქალი,და ბედნიერი,მამაკაცს მაშინ უნდიხარ და უცებ რომ დავღონდე უნდა გაიქცეს?გამოდის რომ ყველა ერთმანეთის სიძლიერეს ეჭიდება,და უსარგებლო ხდები თუ ეს არ გაქვს,ანუუუ აქედან დასკვნა,არაფერი მოსთხოვოთ მამაკაცებს,თვითონ იქონიეთ ყველაფერი,და ისინი კარგად ამყოფეთ თქვენივე კომფორტში,,,და ის როგორი უნდა იყოს ამ დროს,გაღიმებული?ხომ არ აჯობებდა ისიც იგივე ბედნიერებას ფლობდეს,რომ ქალმა ინდომოს,,,

  5. ქალმა თუ იმდენი იმუშავა საკუთარ თავზე სრული ჰარმონია შეიქმნა მამაკაცის გარეშე, მაშინ რაღა საჭირონი არიან? 😀

    1. ძალიან აქტუალური გახდა ეს კითხვა: მაშინ რაღა საჭირო არიან?
      როცა ორი სრულფასოვანი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და იწყებენ თანაცხოვრებას. იქმნეა ენერგია რომელიც მათ ცხოვრებას აქცვევს ფასეულს, სასარგებლოს და მნიშვნელოვანს როგორც მათი ოჯახისთვის, შვილებისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი, თავად სამყაროსთვის.
      და როდესცა თითოეული, მეორეში დაეძებს საკუთარი არასრუფასოვნების სარელიზაციო სცენას, თამაშდება დრამები, რა დროსაც ზოგი იზრდება და მაინც მიდიან ჰარმონიამდე, ზოგიც იშლება როგორც ქვიშაზე კოშკი, გაღრმევებული არასრულფასოვნების უკვე, არა მხოლოდ, პირადი ტრამვებით, არამედ, უკვე შვილებზეც გადასული პროგრამებად.
      ასე, რომ პარმონია და ბედნიერება თქვენ, ჩემო ბლოგის სტუმარო, შინაგან სამყაროში და გარეთ, ყველაფერი დალაგდება შესაბამისად!!! ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.