ქალის პირველი სიყვარული

men– ლალის ძალიან უნდოდა გათხოვება. ამას ხმამაღლა კი არ აცხადებდა. იმ პირველსავე ბიჭს გაყვა, ვინც ცოლობა სთხოვა. ლალი ქალაქელი იყო, გოგა ჩემოსული. ბიჭს აწყობდა. ლალისაც. გოგამ ხელი სთხოვა – თვისი პრობლემების ამოხსნა გადაწყვიტა ამ გზით. მიუხედავად იმისა, რომ ლალის პირდაპირ უთხრეს „შენი წსორი და ტოლი არ არისო“ დიდი ხანი არც უფიქრია, რადგან სხვა არჩევანი არც ქონია იმ წუთას… „მიყვარსო“ და შეიქმნა ოჯახი. სამი ბიჭი გაჩნდა. ვერც ერთმა გადაწყვიტა პრობლემა და ვერც მეორემ. პრობლემები მოუმრავლდათ. დღეს ლალი უცხოეთოდან არჩენს ოჯახს, ბიჭებს…

– ლია გათხოვდა რადგან ძალიან უნდოდა სახლიდან „დიქტატორი“ მამისგან და ძმებისგან თავის დაღწევა. სათანადოდ ვერ დააფასა თავი და გაყვა იმას ვინც ხელი სთხოვა. ბიჭი გამოდგა განებივრებული და ქექია, მშობლების კისერზე იჯდა. დაიღუპნენ მშობლები. ახლა ცოლის კისერზე გადაბარგდა…

– მზიკო, მოიტაცეს. სხვა უყვარდა. მაგრამ აბა აწი არ წამიყვანსო შეყვარებული – იფიქრა. მშობლებმაც არ დააძალეს დაბრუნება და შეიქმნა ოჯახი. მზიკო დღეს თურქეთში მუშაობს და ქმარს, შვილებს/რძლების არჩენს. თუმცა, ყველანი მუშაობენ…

………

უამრავი ისტორიებია გოგოებზე, რომლებმაც ოჯახი ისე შექმნეს, რომ მათ ცხოვრებაში, არ შემდგარა პირველი  და ყველაზე მთავრი სიყვარული –  საკუთარი თავთის სიყვარული.men5

არავინ ასწავლა.

არადა, თუ ეს სიყვარული არ შედგა, გათხოვებისგან მიღებული პირველი ეიფორიული ტალღის გადავლის შემდეგ, ქმარი ხდება ქალის სარკე ქალს ხელში შერჩება არა მარტო  მასში არსებული პრობლემები, რომელიც ცხრა კლიტულში გამოკეტა გათხოვებამდე და რომელსაც, ახლა მეუღლე მიმდგარა და დიდის ამბით, ერთი მეორეს მიყოლებით ხსნის და ხსნის, არამედ წინააღმდეგობები მეუღლის, შვილების, დედამთილის…

ყველა მისი სარკე რანარად არის მაინც, საოცარია პირდაპირ? ყველა მის სულში რანაირად აფათურებს ხელებს?

ოჯახის შექმნამდე, ქალს თუ შეეძლო პრობლემისგან გაქცევა, ახლა იმედგაცრუებულია და გამოსავალს ხედავს – გაყრაში, ან მონურად მორჩილებაში (მეტის ღირსი ვარ) ან კიდევ, საზღვარგარეთ წასვლაში. მაგრამ ესენიც ხომ გაქცევის სახეშეცვლილი ფორმებია. გაურბოდა თვიდან მშობლებს, გარემოებებს, მოგვიანებით მეუღლეს და შვილებს… და რაც ყველაზე მთავარია, ისევ გაურბის საკუთარ თავს! (არ მიწყინოთ ემიგრაციაში მყოფო ქალბატონებო, ეს ყველას არ ეხება. უბრალოდ ქალის ტიპს აღვწერ, რომელსაც საკუთარი თავის ფასი ბაშვობიდან არ ასწავლეს და საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, აქ იქნება ქალი თუ იქ)…

ქალი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი თავი, არჩევანს აკეთებს ორი მიმართულებით:

-ან იქნება პარაზიტივით, რომელსაც თავისი არაფერი გააჩნია, გარდა იმისა, რომ შვილები გააჩინა და ზრდის თვისი არ შემდგრობით (აქ მარტო სოციუში რეალიზება არ იგულისხმება. ვიგულისხმე შინაგანი ჰარმონია. სრულებით შესაძლებელია იყო დედა, საუკეთესო დიასახლისი და ამით იყო უსაზღვროდ ბედნიერი).

-ან იქნება დიქტატორი, რომელიც ლამობს კაცზე უფროსობას და ცდილობს თავს მოახვიოს თავისი წესები.

რომელიმე გზა, მიდის ჰარმონიულ თანაცხოვრებამდე?men1

როგორ იწყებს ასეთი ქალი ურთიერთობას?

ის,  პაემანზე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. აი, ისე, როგორც გლამურულ ჟურნალებში, მრავალმხრივ განვითარებულად მოაქვს თავი, დიდ ძალისხმევას დებს ამაში. ამას იმიტომ აკეთებს, რომ უნდა ოჯახი შექმნას. მისთვის ეს საკუთარი თავიდან გაქცევაა, მარტოობის კლანჭებიდან განთავისუფლება… ეჩვენება გათხოვება პანაცეაა, რომელიც ცხოვრებაში შეუცვლის ყველაფრს და მოუტანს ბედნიერებას. მაგრამ ჭკვიანი მამკაცი (ხაზს ვუსვამ ჭკვიანი) კითხულობს და ესმის არა სიტყვებიდან, არაემედ, ჟესტებიდან, ქცევებიდან, თვალებიდან. თუ შედგა ოჯახი, მოგვიანებით, კაცი ხვდება – სინამდვილეში, ცოლი რას გრძნობს საკუთარი თავის მიმართ და ექცევა შესაბამისად. ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება (გაუცნობიერებლად).

მხოლოდ, საკუთარ თავთან შეხვედრის და გარკვევის მერე, შეიძლება ქალმა აირჩიოს სასურველი მეუღლე და ჰარმონიულად გადალახოს ურთიერთობების ყველა ეტაპი. ეს შეხვედრა უნდა მოხდეს ბავშვობაში და აქ მთავარ როლს თამაშობს დედა, ოდნავ მოგვინებით მამა.

ბაშვობაში თუ არა, აუცილებლად, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, უნდა შეხვდეს ქალი საკუთარ თავს.

რადგან, საღად მოაზროვნე მამკაცი სერიოზულ ურთიერთობებს არ დაამყარებს ქალთან რომელმაც – არ იცის თავისი ფასი, არ უყვარს თავი, არ იცის ვინ არის და რა უნდა, არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, გაურბის თავს, ტკივილებს… ასეთ ქალთან შეუძლია კაცს ქონდეს სექსი, მოექცს სასტიკად, უგულველყოს, დაივიწყოს, ტყუილში ამყოფოს. შესაძლებელია, მოიყვანოს კიდეც ცოლად და აიღოს მასზე პასუხისმგებლობა – ის ხომ ხმას არ ამოიღებს, დამორჩილდება, მასთან ყველაფერი გაუვა, მოითმენს, აიტანს, მიიღებს, გაუგებს და რაც მთავარია, გაამართლებს (ასეც ხდება ძალინ ხშირად). ასეთ ქალს რომ უთხრა: წადი იარე ტრენინგებზე, იკითხე ლიტერტურა, გაიცანი საკუთარი თავი“ გიპასუხებს: სად სცალია ამისთვის, არ თვლის საჭიროდ, ეს რაღაცეები ძალიან რთულია ან საერთოდ სისულელა და რომც დაიჯეროს კიდეც, რა გარანტია აქვს რომ გათხოვდება (ან რამე შეიცვლება ქმართან ურთიერთობაში)? მას ეჩქარება… ჰგონია, რომ ეს, კაცები უნდა შეიცვალონ…

არადა, შეეძლო სანამ „სასწრაფოდ გათხოვდებოდა“ დაესახა მიზნად:„მოდი, გავიცნობ თავს, ვისწავლი გულის მოსმენას, გავერკვევი რა მახარებს, მივაგნებ ჩემს ბედნიერების წყაროს“.

და თუ კი ქალი ისწავლის – როგორ არ მოიწყინოს მარტოობაში, ექნება უამრავი ჰობი, ურთიერთობა ექნება საინტერესო ადამიანებთან (სექსის გარეშე), ექნება დიდი და გახსნილი გული, ყურადღებას მიმართავს სიკეთის, სიხარულის და სიყვარულის ავსებისკენ და გაზიარებისკენ – ასეთმა ქალმა, ძალიანც რომ მოინდომოს, მატო ვერ მოახერხებს დრჩენას (ნებით თუ არ იტყვის უარს გათხოვებაზე).

ასეთ ქალს, როგორ ფიქრობთ, გვერდს აუვლის მამაკაცი?

ვერ შეძლებს.

სამაგიეროდ, ზოგიერთი მიხვდება, რომ ასეთ ქალს ვერაფერს მისცემს, იგრძნობს რომ ვერ შესწვდება და ტყუილუბრალოდ შორით ტკბობას და ლოდინს აზრი არ აქვს… ჩაივლის „ნერწყვების ყლაპვით“ – და მადლობა ღმერთს! „ბედნიერებაც ხომ ის არის, როცა ის, ვინც შენი ტოლი არ არის, არც გიტოლდება“

თუ კი ქალი იტანჯება მარტოობით და ახლავე ცდილობს გათხოვებას, თეორიულად ეს შესაძლებელია (ამის მაგალითები მრავალდ გავქვს გარშემო), მაგრამ გააჩნია  – ვისზე, რა პერსპექტივით და რამდენი ხნით?

men4მან, უპირველესი სიყვარული უნდა განიცადოს, საკუთრ თავთან – მრავალმხრივი, რომანტიკული, საკუთარი არსებობით, ქალად ყოფნით გაიხაროს, აივსოს სიყვარულით. მაშინ მის გვერდით ყველა, თავს იგრძნობს ბედნიერად.

რამდენი ადამიანი იცით ვინც ზრუნავს – საკუთარ აზრებზე, განწყობაზე, საკუთარ დანიშნულებაზე, პოტენციალის გახსნაზე, თვითშეფასების,  საკუთარ თავში რწმენის ამღლებაზე?

და რამდენს აქვს ჰარმონიული ურთიერთობა?

….!!!!

ჰარმონიული ურთიერთობები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ორი მთლიანი, სრულყოფილი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და არა სულიერად ინვალიდი, სადაც თითოეული, მეორე ნახევარში ეძებს საყრდენს, საკუთარი პრობლემების ამოხსნას, თავშესაფარს.

ვიცი, ზოგიერთები გამიპროტესტებთ!

ზოგი იფიქრებს – გავთხოვდე და მე ვიცი მერეო…

მხოლოდ ოჯახის შექმნა გამხდის ბედნიერსო…

გეთანხმებით, მამკაცი შეიძლება გახდეს ცვლილებების ძლერი სტიმულატორი გათხოვების შედეგად, მაგრამ რამდენ ხანს გეყოფათ, თუ კი გააგრძელებთ მასში, საკუთარი პრობლემებისგან და მარტოობისგან მხსნელის ძებნას? და გგონიათ არ გააგრძელებთ? 😉 უბრალოდ თქვენი შინაგანი უკმაყოფილება სახეს და ადრესატს შეიცვლის…

გასათხოვარო გოგოებო, იმ მხარეს და იმ რაკურსით არ იყურებით, იქ არ ეძებთ!!!

men3შეწყვიტეთ გარეთ ყურება. ბედნიერების წყარო იპოვეთ თქვენში! ჩაიხედეთ შიგ გულში, მოაწყვეთ გენერალური დასუფთავება და იპოვეთ იქ საჭირო აზრები, ძალები და სიყვარული! გამოიყენეთ ეს თავისუფალი დრო (სანამ არ გათხოვილხართ) ნაყოფიერად – იპოვეთ ჰობი, დაკავდით შემოქმედებითად, მიღეთ საოჯახო ცოდნა, ბოლოს და ბოლოს ისწავლეთ საჭმლის მომზადება.

ეს ფორმულა მოქმედებს გათხოვილი ქალებისთვისაც. ვინც გრძნობს, რომ რაღაც აკლია ბედნიერებისთვის. თქვენ ყველაფერი გაქვთ. მხოლოდ ხელიდან გაუშვით, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ურთიერთობების აწყობაში. იმ ურთიერთობების აწყობაში, რომელსაც, მეორე ადამიანი საერთოდ არ სჭირდება.

არსდროს არ არის გვიან გახდე ბედნიერი! 

 

მოგეწონათ თემა და თვლით მას აქტუალურად, გაუზიარეთ მეგობრებს.

მადლობა, რომ ბოლომდე დარჩით ❤

Advertisements

3 thoughts on “ქალის პირველი სიყვარული

  1. თამარ ძვირფასო,გამარჯობა ,მომენატრე,,სრულიად გეთანხმები ,და არც გიწყენ ,დიახ მე ის გაქცეული ემიგრანტი ვარ ,,არასწორად რომ გადავდგი ნაბიჯი და შევქმენი ოჯახი ,ყოველთვის ჩკვიანი მეგონა თავი ,მაგრამ არ დავფიქრდი და ისე გავთხოვდი,მე 20წელი სრულიად თვითგემაში და სისიხლის მწოველ ადამიანთან ვიცხოვრე ,,,რა თქმა უნდა ამას ის ემატებოდა მე უნდა მეზრუნა ოჯახსზე შვილზე ,და მაინც ვითმენდი ,ვერ წარმოიდგენტ ,რა მწამებრული ცხოვრება გავიარე ,,ამიტ ჩემ შჰვილსაც დაუმახინჯე და გაუნადგურე ცხოვრება და მეც,,,იცით რას მივხვდი იმ ძველ სტერეოტიპს არ უხვევდი რომ ჩემი ოჯახისთვის მიუღებელი იყო უკან დავბრუნებულიყავი ,,მე ვსიშობდი და სრულიად ჯოჯოხეტური ცხოვრება გავიარე,,,რა თქმა უნდა მოუწოდებ ყველა დედას გოგონები გასაკუტრებული სიფრთხილით გაზარდონ ,და ასწავლონ კარგად ცხოვრებისეული სირთულეებიი,,,,ჯობდა ჩემთვის ვყოფილიყავი და ასეთი უბედური არ ვყოფილიყავი,მითუმეტეს ყველანაირი საქმე მიტაცებს,,ხელსაქმე ,,,და უამრავი რამ ,,,რითაც შევძლებდი ჩემი თავის რიალიზაციას,,,პატივისცემით,,თქვენი,,ნინა,,,

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s