პრობლემის მიზეზი თავშია

უმასწავლებელმა ხელში აიღო წყლით სავსე ჭიქა და მოსწავლეებს ჰკითხა:
– რას ფიქრობთ, თქვენი აზრი მაინტერესებს – რამდენს იწონის ეს ჭიქა?
– დაახლოებით 200 გრამს – უპასუხეს მოსწავლებმა.
– როგორც ხედავთ, მას პატარა წონა აქვს – უთხრა მასწავლებელმა და კითხა:

– რა მოხდება, თუ ამ ჭიქას დავიჭერ რამოდენიმე წუთი?
– თითქმის, არაფერი მოხდება.
– კარგით. თუ დავიჭერ ერთი საათის განმავლობაში?
– ხელი დაგეღლებათ.
– თუ დავიჭერ რამდენიმე საათის განმავლობაში?
– ხელი აგტკივდებათ.
– მართალია. თუ კი ასეთ მდგომარეობაში ჭიქას დავიჭერ ერთი დღე?
– ხელი გაგიშეშდებათ და შეიძლება მოხდეს მისი პარალიზებაც კი – უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
– ძალიან კარგი – განაგრძნობდა მასწავლებელი – მაგრამ, შეიცვალა თუ არა ჭიქის წონა?
– არა – იყო პასუხი.
– მაშინ საიდან მოვიდა ხელში ტკივილი?
– ხანგრძლივი დაძაბულობისგან.
– რა უნდა გავაკეთო, რომ ტკივილისგან განვთავისუფლდე?
– ხელი უნდა გაუშვათ ჭიქას – იყო პასუხი.

– სწორედაც. ასე ხდება ცხოვრებისეულ პრობლემასთან მიმართებაშიც – განაცხადა მასწავლებელმა – გააჩერებთ პრობლემას თავში რაოდენიმე წუთი – ეს ნორმალურია. იფიქრებთ მასზე საათობით – შეიგრძნობთ ტკივილს და თუ კი მასზე იფიქრებთ დღე და ღამ შეუჩერებლივ, მაშინ ის მოახდენს თქვენს პარალიზებას, ვერაფერს სხვა საქმეს ვერ გააკეთებთ. იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ტკივილისგან, უნდა გაანთავისუფლო თავი პრობლემისაგან.

 

2 thoughts on “პრობლემის მიზეზი თავშია

  1. აი თურმე სად გადის სენი წარმატების გზა ჩემო თამარ!
    სულ წინსვლით იარე ცხოვრებაში, სულს ამშვიდებს შენი მოსმენა!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.