ნამდვილი ცხოვრება – იგავი

1428325163_1ცხოვრობდა ერთი მაძიებელი(მოგზაური).

ერთხელაც, გადაწყვიტა ქ. ქამირს სტუმრებოდა. მაძიებელს დიდი ხანია ესწავლა, მნიშვნელობა მიენიჭებინა იმ გრძნობებისთვის, რომლებიც მოდიოდნენ ამოუცნობად, მისი გულის სიღრმეებიდან. ახლა გული იქით უწევდა. ამიტომაც გაამზადა საგზალი და გაუდგა გზას.

ორი დღის შემდეგ, შორიდან შეამჩნია ქამირის მტვრიანი მოხაზულობა. იქვე, გზიდან ხელმარჯვნივ შემაღლებულზე,  ამწვანებულმა კუნძულმა მიიქცია ყურადღება. როდესაც ახლოს მივიდა, დაინახა – ულამაზესი ხეებით, მცენერეებით სვსე ფერდობი, ვერცხლისფერ ღობით შემოესაზღვრათ.

დაავიწყდა ქალაქი და გაჰყვა ცდუნებას – ცოტა ხნით დაესვენა ასეთ ადგილას. მაძიებელი შევიდა შიგნით. ის გადაადგილდებოდა თეთრ ქვებს შორის, რომლებიც თითქოს ხეებს შორის შემთხვევით დაეყარათ.

უცებ…

მისი მზერა შეაჩერა ქვაზე წარწერამ: აბდულ თაგერი, იცოცხლა 8 წელი, 6 თვე, 2 კვირა და 3 დღე.

მოულოდნელობისგან შეცბა. გაიაზრა, რომ ეს იყო საფლავის ლოდი. იმის გაფიქრებამ, რომ ბავშვმა ასე ცოტა ხანი იცხოვრა სიბრალულით აავსო.

მეზობელი ქვა ღაღადებდა: იამირ ქალიბ, იცოცხლა 5 წელი, 8 თვე, 3 კვირა.

მაძიებელი იყო შეძრწუნებული. ეს ულამაზესი ადგილი იყო სასფლაო, სადაც ყველაზე უფროსი ბავშვის განსასვენებელი, იყო 11 წელი. ამ აღმოჩენით დამწუხრებულმა, მიაკითხა სასაფლაოს მეთვალყურეს:

– რა მოხდა ამ ქალაქში? ამ ადგილზე, რატომ არის ამდენი ბავშვი დასაფლავებული?

– დამშვიდდით – მიუგო – ჩვენ გვაქვს უძველესი ტრადიცია. როდესაც ადამიანს უსრულდება თხუთმეტი წელი, მშობლები ჩუქნიან წიგნს. იმ წუთიდან,  წიგნის მარცხნა გვერდზე იწერება ის სასიამოვნო მომენტები, რასაც ცხოვრებაში განიცდის – რამ გამოიწვია ეს სიამოვნება, მარჯვნივ – რამდენ ხანს გრძელდებოდა.  ჩვენთან ასეა მიღებული: როდესაც ვინმე კვდება, საჭიროა გახსნა მისი კუთვნილი წიგნი, დააჯამო სასიამოვნო წუთები, რათა დაიწეროს საფლავზე. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენთვის სწორედ ეს წუთები ნიშნავს – იცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით.

Advertisements

One thought on “ნამდვილი ცხოვრება – იგავი

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s