რატომ ყვირიან ადამიანები – იგავი

99152083ერთხელ, მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს ჰკითხა:

– რატომ ყვირიან ადამიანები. როდესაც ჩხუბობენ?
– იმიტომ, რომ მოთმინებას კარგავენ – თქვა ერთმა.
– კი მაგრამ ყვირილი რაში სჭირდება ადამაინს, როდესაც ის, ვისაც უყვირის, ისედაც მის გვერდით იმყოფება? – დააზუსტა მასწავლებელმა – არ შეიძლება წყნარად უთხრას? რაში სჭირდება გაღიზიანების დროს ყვირილი?
მოსწავლეები სთავაზობდნენ თავ-თავის ვარიანტებს, მაგრამ მასწავლებელი არცერთით არ დაკმაყოფილდა.
ბოლოს მან ახსნა:
– როდესაც ადამიანები არიან ერთმანეთით უკმაყოფილო და ჩხუბობენ, მათი გულები ერთმანეთს განეშორება. მათ უწევთ ყვირილი, რათა დაფარონ სიშორე და ერთმანეთს უკეთ გააგებინონ სათქმელი. რაც უფრო მეტად ბრაზდებიან, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან. ადამიანებს, როდესაც უყვარდებათ ერთმანეთი, მაშინ რა ხდება? ისინი კი არ ყვირიან, პირიქით ჩუმად საუბრობენ. ამ დროს, გულები მიდის ერთმანეთთან და მათ შორის მანძილი ძალინ მცირდება. როდესაც, კიდევ უფრო ძლიერად უყვართ,  რა ხდება? – განაგრძნობდა მასწავლებელი – არ ლაპარაკობენ, არამედ მხოლოდ ჩურჩულებენ და უფრო უახლოვდებიან სიყვარულს. საბოლოოდ, ეს ჩურჩულიც აღარ სჭირდებათ. ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, უყურებენ ერთმანეთს და ყველაფერი ესმით სიტყვების გარეშე. ასეთი რამ ხდება, როდესაც გერდი-გვერდ ორი უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია.trial-separation

ასე, რომ, როდესაც კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს ერთმანეთისგან განშორების უფლება, არ წარმოსთქვათ სიტყვები, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის თქვენ შორის მანძილს. რადგანაც,

ერთხელაც, შეიძლება დადგეს ის დღე, როდესაც მანძილი იმდენად გაიზარდოს, რომ ვერ იპოვოთ უკან დასაბრუნებელი გზა.

 

 

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.