როგორ გავიგო ჩემი დანიშნულება (იგავი)

11109558_998795986806328_7606517741968246584_nერთხელ, ახალგაზრდა და ძალიან ამბიციური ახალგაზრდა  გაუყვა მთებისკენ გზას. რათა შეხვედროდა ბრძენს. მას სურდა, ბოლოს და ბოლოს გაერკვია, რა იყო მისი დანიშნულება, მისია.
გრძელმა გზამ აუშალა ფიქრები  – როგორი განსაკუთრებილი უნდა ყოფილიყო ბრძენის სახლი და თავად ადამიანიც.
სიცხისგან გადაოქროსფერებულ მინდორში, მას შემოხვდა ხის შენობა, რომელიც ოჯახზე გათვალისწინებულ მყუდრო სახლს უფრო ჰგავადა ვიდრე სიბრძნის და ცოდნის წიაღს.
ხედავს, ხელებგაშლილი და ჩახუტების სურვილით მისკენ წამოსულ ღიმილიან, საშუალო სიმაღლის და ძლიერ მამაკაცს.  Continue reading “როგორ გავიგო ჩემი დანიშნულება (იგავი)”

გულისხმიერი ექიმი (იგავი)

pati1– ნამახვამდის, ძვირფასო და დაიმახსოვრეთ: აპატიეთ, აპატიეთ და კიდევ ერთხელ, აპატიეთ! სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ! გისურვებთ ჯანმრთელობას! შემდეგი!

– ექიმო, გამარჯობათ!

– ღმერთმა ჯანი მოგცეთ. რას უჩივით?

– რაღაცნაირად ვარ, მერიდება…

– აქ მობრძანდით… მობრძანდით, დაბრძანდით! ასე მოხერხებულად ზიხართ?

– დიახ… არა… არ ვიცი.  ალბათ…

– ალბათ?… თუ მართლა მოხერხებულად?

– აბა, რა ვიცი ექიმო! თითქოს და არაუშავს…

– «თითქოს და არაუშავს» – ეს ნიშნავს არანაირად. შეუძლებელია იყოთ «არანაირად»? თქვენ ხომ არსებობთ?

Continue reading “გულისხმიერი ექიმი (იგავი)”

ტანგო

tango

ოჯახური თანაცხოვრება ჰგავს წყვილში ცეკვას!
ურთიერთოებების პირველი ნახევარი განსაკუთრებით, მაგონებს ტანგოს.

წვყვილში ცეკვა… სადაც მთელი ყურადღება მიმართულია ქალისკენ – ის მომნუსხველად ლამაზია, წარმტაცია…

თავნებაა ერთი შეხედვით, მაგრამ სინამდვილეში წამყვანი – მამკაცია.

მოქნილია, მას კაცური მკლავები აკავებს და არ აძალევს მის სივრცეში დაცემის უფლებას.

მამკაცი ხელით შემოფარგლავს ქალის სამოძრაო საზღვარს. აქ კი ქალი თავს ავლენს როგორც უნდა, როგორც მოსწონს.
დიახაც, ამ საზღრებში ქალი –
ხან ბობოქრობს,
ხან მორჩილად მიყვება,
ხან ვნებას ცეცხლად ააგიზგიზებს,
ხან მშვიდად მზრუნველია…

მამკაცი?
მამაკაცი ირჩევს მიმართულება, ქალი კი აჰყვება რიტმში…

მთავარი?

მთავარია უსიტყვო წვდომა ერთმანეთის სულში, ერთმანეთის გულის ყურის გდება, სრულიუპირობო ნდობა, ერთარსად ქცევა, ფაქიზი მზერით პარტნიორის ხასიათის გამოცნობა…

ჰარმონია – რომელიც ახარებს სულს, გულს, გონებას, გარემოს და სრულიად სამყაროს!

ჰარმონიური თანაცხოვრება თქვენ, მეგობრებო!
ისწავლეთ და იცეკვეთ ტანგო…
სიყვარულით თამარ კვარაცხელია

პიროვნული ზრდის სამყარო – იმოგზაურეთ მიცემილ ბლოგზე და გაიგეთ ბევრი რამ ჰარმონიულ ურთიერთობებზე
https://zrda.wordpress.com/

თქვენი პარტნიორი – თქვენი სარკეა

qkსამყარო ყოველმხრივ ცდილობს ადამიანის დასახმარებლად სხადასხვა საშუალებები გამონახოს. ერთ-ერთ ასეთ საშუალბას წარმოადგენს ის რასც განვიხილავთ მოცემულ თემაში. თემა ეხება ადამიანებს, რომლებიც გხვდებათ ცხოვრების გაზე და რომ ისინი –  თქვენი ანარეკლია.

ადამიანი ურთიერთობების გარშე რთული წარმოსადგენია. განვიხილოთ ურთიერთობები როგორც – დროებითი და მუდმივი.

Continue reading “თქვენი პარტნიორი – თქვენი სარკეა”

მამაკაცსა და ქალს შორის ენერგიების სწორი ცვლა

y_3c83eacaორთა კავშირი – ეს შრომაა.  შრომა ყოველდღიური, რომელიც ითხოვს ერთმანეთისგან არა მარტო მოთმინებას, არამედ, პატიებას და გაგებით მიდგომას.

ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრეობენ არა იმიტომ, რომ არ ჩხუბობენ, არ ბრაზდებიან და არ წყინთ ერთმანეთისგან არაფერი, ან კიდევ ავიწყდებათ (თუმცა, ზოგი რამ ავიწყდებათ კიდეც), არამედ სწავლობენ პატიებას.

Continue reading “მამაკაცსა და ქალს შორის ენერგიების სწორი ცვლა”

მადლობა ანი <3

 ანი ხვიჩავა : ქალბატონო თამარ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მარტის თვიდან ჩემს ცხოვრებაშიano მომხდარი ცვლილებების გამო, ეს თქვენი დამსახურებით ჩაბარდა წარსულს მორცხვი, საწყალი გოგონა რომელსაც საზოგადოების წინაშე თავისი აზრის დაფიქსირებაც კი არ შეეძლო. აი, ჩემს ცხოვრებაშიც დადგა წარმატების და ბედნიერების ეტაპი, რადგან თქვენ მასწავლეთ, ამიხილეთ თვალები, დამანახეთ თუ როგორი მშვენიერი ვარ და რამდენად ბევრის შესაძლებლობა მომცა სამყარომ. არადა, თავიდან ვფიქრობდი, წვალებით ნაშოვნ თანხას ვყრიდი წყალში, ვიხდიდი ჩემთვის უცნობ რამეზე, რისი ახსნაც კი არ შემეძლო მაგრამ თქვენთან დახარჯული ყოველი თეთრის და წუთის მადლიერი ვარ, რადგან ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მომხდარი გარდატეხა.

უფრო მეტიც, ერთ თვესაც არ დავჯერდი, რადგან, დღითი დღე სახეზე იყო შედეგი და დავამატე სამ თვიანი სესია. ოთხი თვე თქვენთან ერთად – რომელიც თურმე ჰაერივით მჭირდებოდა.
მადლობა, ქალბატონო თამარ ამ კეთილი საქმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ. მიხარია რომ გაგიცანით და ჩემთვის მხოლოდ ქოუჩი აღარ ხართ, თქვენი სახით მე შევიძინე მეგობარი რომლის იმედი მექნება ნებისმიერ დროს და ასევე იქონიეთ ჩემი იმედი ყველაფერში.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით,
ანი

როგორ „კლავენ“ ცოლები ქმრებში მამაკაცს

 

j03km6wduoyრაში მდგომარეობს ურთიერთობების პრობლემა ქალსა და მამკაცის შორის?

ქალების უმრავლესობა საყვედურს გამოთქვამს: კაცები, სულ უფრო და უფრო ნაკლებად არიან კაცურები – არაფერი არ აინტერესებთ, ეზოში დომინოს თამაშის, ფეხბურთის ყურების, ლუდის ან ღვინოს გარდა. ქალები მუშაობენ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, კაცები კი …

დაახლოებით ასე. გეცნობათ დიალოგი? (რა თქმა უნდა, აქ ყველა არ იგულისხმება).

როგორც გამოცდილებამ, პროფესიულმა პრაქტიკამ,  ქლის და მამკაცის საკითხებზე მუშაობამ  და კვლევებმა მაჩვენა, ეს საკითხი აქტუალურია. Continue reading “როგორ „კლავენ“ ცოლები ქმრებში მამაკაცს”