წინააღმდეგობა გზაზე – იგავი

igaviუძველეს დროში, ერთმა მეფემ თავის მსახურებს უბრძანა, გზაზე დაედოთ უზარმაზარი ქვა. ეს ქვა არა მარტო დიდი იყო და იწონიდა ნახევარ ტონას, ამასთან ერთად,  იყო პრიალა. მსახურები ვერ ხვდებოდნენ, რა ხეირი იყო მეფის ამ ახირებაში. მეფემ იცოდა რასაც აკეთებდა.

მსახურებმა ქვა წარმოუდგენელი სირთულით მიაგორეს გზაზე, მეფე ახლო სამალავიდან აკვირდებოდა. მას მხოლოდ, ერთ კითხვაზე აინტერესებდა პასუხი – ქვას, ვინმე მოაცილებდა თუ არა გზიდან.

გზა არ იყო უბრალო. ის აერთიანებდა მეზობელ ქალაქებს და მისი გავლით, ზღვასთან მისვლა ხდებოდა შესაძლებელი. ბევრი ვაჭარი, მოგზაური და სხვა მგზავრები მუდმივად სარგებლობდა ამ გზით.

და რას ხედავდა მეფე?

ვინც გაივლიდა ან გვერდზე ჩაუვლიდა, ყველა ხმამღლა გამოხატავდა აღშფოთებას. ამბობდნენ – როგორ, მეფეს არ შეუძლია თავის ხელქვეითებს უბრძანოს, ყურადღება მიაქციონ გზას და მოაწესრიგონ აქაურობა? ზოგიერთი მოვაჭრე, როდესაც გზაზე ხვდებოდა ერთმანეთს, ყვიროდა და აგინებდნენ მეფეს – „ ამ ქვეყანაში საერთოდ ბნელა“  „პატრონი და მომკითხავი არავინაა…“ „სად იყურება“… და არც ერთ მათგანს, თავში აზრედაც არ მოსვლია, ამდგარიყვნენ და თავად ან ვინმესთან ერთად მოეცილებინა ეს ავბედითი ქვა გზიდან.

ერთხელაც, გზაზე გამოჩნდა ღარიბი გლეხი, ურმით. მას ქალაქში გასაყიდად მიჰქონდა თავისი ეზოს მონაგარი – ხილი და ბოსტნეული. გლეხმა შენიშნა ქვა, გაჩერდა, შეათვალიერა და შეეცადა ურმის მეშვეობით გადაეგორებინა. ძვრა ვერ უყო. ქვა ძალიან მძიმე იყო და არაფერი გამოუვიდა. ცდილობდა დახმარება გამვლელებისთვის ეთხოვა, მაგრამ არავის გამოჩნდა ამის მსურვილი. მეფე, რა თქმა უნდა, შორიდან ადევნებდა თვალყურს და ბოლოს გაიფიქრა, რომ გლეხიც დანებდებოდა და თავის გზას განაგრძნობდა – მან ხომ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა.

მაგრამ, გლეხი შეუპოვარი აღმოჩნდა და არ დანებდა. ქვა მარტო მას ხომ არ უშლიდა ხელს, სხვებსაც. მან ურმიდან ჩამოხსნა ხარები, უმძიმესი ქვის ქვემოთ, როგორც შეეძლო, შეუცურა ფიცრები, შემოახვია თოკი და დიდი ხნის ძალისმევის შედეგად, ბოლოს და ბოლოს, გადააგორა გვერდითა თხრილში. ქვის ქვეშ, მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა ქისა, რომელიც სავსე იყო ოქროს მონეტებით და რომელსაც დართული ჰქონდა წერილი – ეს იყო ჯილდო იმისთვის, ვინს მოაცილებდა თავსაც და სხვებსაც, თითქოს და გადაულახავ, წინააღმდეგობას.

გლეხი მიხვდა  – თითოეული წინააღმდეგობა წარმოქმნილი ჩვენს გზაზე, იძლევა საშუალებას გავიუმჯობესოთ მდგომარეობა.

მორალი: ყველა წინააღმდეგობა და განსაცდელი ცხოვრების გზაზე არ წარმოადგენს შემთხვევითობას. თუ კი მათ დაეჯახეთ, არ დაყაროთ ფარ-ხმლი. მიმართეთ ყველა თქვენი ძალისხმევა მათკენ და გადალახეთ! საჩუქრად მიიღებთ ახალ უნარსებს, ცოდნას, გამოცდილებას, რთული ამოცანების ამოხსნის ჩვევას. ამ ყველაფრისგან კი შესდგება წარმატება!

5 thoughts on “წინააღმდეგობა გზაზე – იგავი

  1. სვანეთიდან მოვდიოდი. მეწყერს ჩამოუტანია დიდი ლოდი, გზაც გადაუკეტია! სამი საათი მოძრაობა იყო გაჩერებული, დავამსხვრიე და გავიარეთ. დამავიწყდა ქვის ქვეშ ფულის ნახვა))))

  2. აქ სიკეთეზე არაა ლაპარაკი, აქ მიზანია რომელსაც ნებისმიერი ძალისხმევის შედეგად უნდა მიაღწიო, თუ მიზნამდე ვერ მიდიხარ არ შეცვალო მიზანი, შეცვალე მიმართულება. ადამიანების უმრავლესობა დაცემის შედეგად აღწევს დიდ წარმატებას, იმიტომ რომ მათი მიზანი ჰაერია, რომელიც სუნთქვასავით სჭირდებათ.

  3. უგნური, ხარბი და ბოროტი ადამიანების გარემოცვაში მსგავსი წარმატების მიღწევა შეუძლებელია, იგი უბრალოდ უტიპია( ოცნება) იქნებოდა, მეფე ნაცებივით ბოროტი, რომ ყოფილიყო მოსაკლავად ჩაუსაფ-დებოდა გლეხს, ქისასა და ოქროს მონეტებს დაიბრუნებდა.მაგალითი ნაცების მიერ განხორციელებული მიწის რეფორმა და მისი შრდეგები ადმიანის უფლებები და თავისუფლებები და სხვა..

  4. მეფე მთელი დღეების, კვირეების და თვეების განმავლობაში სამალავში მწირივით ცხოვრობდა და უთვალთვალებდა, ვინ გადააგორებდა ქვას. მოსამსახურეები არ ჰყავდა, ვინმესთვის რომ დაევალებინა. ძაან გაწვალდა მეფე. მაგრამ ექსპერიმენტი ღირდამ ამად 🙂

  5. რამოდენიმე ორთოგრაფიული შეცდომაა ტექსტში. გაასწორეთ

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.