რატომ არის ხატვა ასე მნიშვნელოვანი

xaრატომ უნდა დავხატო, როდესაც არ მაქვს ამის ნიჭი?
ბევრი ასე გიპასუხებთ.
ბევრისთვის, ხატვა იქცა ჰობად, იმიტომ რომ თვლიან – ხატვისთვის არასაკმარისად ნიჭიერები არაიან.
არიან ადამიანები, რომლებსაც სთხოვ რამე დაგიხატონ, ისინი კი გპასუხობენ – არა თუ ხატვა, ხაზსაც ვერ გაავლებენ და სასიცილოდ მოხაზავენ – ღიმილს 🙂 ან ყვავილს. ამ დროს, უთვალავჯერ გაიმეორებენ, გიხსნიან რომ ხატვა არ იციან. ალბათ, ამ ადამიანების ნახატს, ადრეულ ასაკში, შეხვდა ძალიან სერიოზული კრიტიკა, რაც აღიბეჭდა ფსიქოლოგიურ ტრამვად და სამუდამოდ განაშორა ხელოვნების ამ საოცარ დარგას. ან კიდევ თავინთი ნახატები შეადარებს შედევრებს და ჩათვალეს, რომ ეს მათი საქმე არ არის… ასეც ხდება.
ხატვაზე უარის თქმით, ძალიან ბევრს კარგავთ. შეიძლება, ვერ მიიღოთ აღიარება და შესაძლებელია, არც არსდროს აჩვენოთ ვინმეს თქვენი ქმნილებები, მაგრამ აქ თავად პროცესია მნიშვნელოვანი.
როდესაც ხატავთ, განსაკუთრებით, საყვარელი მუსიკის ფონზე, მთლიანად იძირებით პროცესში, დრო გარბის შეუმჩნევლად, სიამოვნებაში და თავს გრძნობთ შესანიშნავად.
გამოკვლევების ავტორებმა (რომელთა შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Art Therapy) ივარაუდეს: ექსპერიმენტში მონაწილეებში, ხატვის პროცესი საგრძნობლად შეამცირებდა სტრესთან დაკავშირებულ ჰორმონებს და ამ დროს, მნიშვნელობა საერთოდ, არ ექნებოდა, რამდენად კარგ ნახატს დახატავდნენ. მათ დაურიგეს ქაღალდი, ფერადი მარკერები, წებო, კოლაჟის შესაქმნელი მასალები და სთხოვეს 45 წთ-ის მანძილზე, დაეხატათ ან დაეწებათ რაც უნდათ და როგორც უნდათ. უფრო მეტიც, არ იყო არანაირი კავშირი კორტიზოლის დონესა და მონაწილეების ხატვის უნარს შორის.
მრავლესობის შედეგი: გაუუმჯობესდათ ხასითაი, გრძნობდნენ ნაკლებ დაძაბულობას, ვიდრე დასაწყისში და ეს ყველაფრი, მიუხედავად იმისა, ქონდათ წარსულში ხატვის გამოცდილება თუ არა და ასევე, ქონდათ თუ არა ნიჭი.

თუ თქვენ გქონდათ მძიმე დღე, დაჯექით და დახატეთ რამე. აუცილებელი არ არის ისწავლოთ ხატვა, გახსოვდეთ -აქ, მთავრია არა საბოლოო შედეგი (ნახატი კარგია ან ცუდი), არამედ პროცესი. ამით, ნებისმიერ სიტუაციაში, მოიხსნით დაძაბულობას და თავს იგრძნობთ გაცილებით უკეთესად.

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

4 thoughts on “რატომ არის ხატვა ასე მნიშვნელოვანი

  1. kargi temaa tamar,bavshvobashi vxatavdi,leqsebs vwerdi,chemi da chemze uket xatavda da chavtvale tavi damenebina,leqsebi pionerta xelmjgvanels vachvene,waikitxa, rveuli dadmomig da mkacri tonit mitxra,shenistanebi moatyueo…mis shemdeg karga xani araferi damiweria.xandaxan muza rom momividoda,davwerdi da mere vanadgurebdi.

  2. ლალი აღადგინეთ და არ გადადოთ. არც და.. არც პიონერთხელმძღვანელი და არც სხვა ვინმე არ იქნება თქვენი შემაფერხებელი თუ კი თავს, სულს და გულს მისცემთ ნებას აკრთოს – რაც უნდა, თუნდაც თავისთვის. არ გაანადგუროთ, მეტი სიყვარული და მიმღებლობა საკუთარი თავის ❤

  3. თავს კარგად ვგრძნობ,მაგრამ მინდა უფრო უკეთესად ვგრძნობდე და გადავწყვიტე დრეს ფერადი ფანქრები ვიყიდო და ყოველ დღე თუ არა კვირაში 3-ჯერ ვხატო.მადლობა მოტივაციისთვის თამარ

  4. Gaıxaret kalbatono tamar, me roca vnervıulob yvavılebs vxatav fankrıt an kubıkebs, mıkvırs xolme ras vbavshob chem tavs veubnebı, turme ra kargı yofıla

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.