„კარგი“ აზრებიდან, გულის კარამდე

111

დაკვირვებულხართ საკუთარ თავს:
რამდენი ხანი ფიქრობთ „კარგ„ რამეზე?
….
სწორედაც…
ადამიანი იმდენ „კარგს“ ღებულობს, რამდენსაც ფიქრობს.
მხოლოდ, როცა გულით ფიქრობს…

როგორ, გულს ფიქრი შეუძლია?

გულის ყური,
გულითადი საუბარი,
გულით ხედვა,
გული შეიგრძნობს განსაკუთრებით.

ეს, რომ შეძლო ამისთვის უნდა გახდე სამყაროს მოგზაური, რომელის მარშრუტი გარეგანი სამყაროდან, შინაგანისკენ გაიწერება.
როდესაც, გულის კარს შეაღებ, ჭეშმარიტებას ეზიარები, შეიგრძნობ, ხედავ, საუბრობ და გესმის სხვაგვარად…
გულის კარი უძველესია.
სიძველისგან ჟანგმორეულიც…
აუცილებლად მოარგებ გასაღებს, გახსნი და სიფრთხილით შეხვალ.

გულის კარის გასაღები – „კარგი“ აზრებია!
მასკენ გზა, უპირობო სიყვარულზე გადის.

ასე, გასარებ მომარჯვებული მეგზური, მიადგები გულის კარს.
იქ შესული დაეწაფები პირველწყაროს…
იქ სხვა სამყაროა, სხვა ფერთა სიუხვე…
იქ ეზიარები იმ სამაყროს წესებს,
ნისლს გაყვება პასუხგაუცემელი კითხვები…
ადრინდელი შეხედულებები ქვიშის კოშკივით ჩამოიშლება
და ჩნდება ახალი სიმაღლეები…
კიდევ ახლოს ცდილობ მიხვიდე სინათლეთან…

და ეს ყველაფერი გულშია…
და ყველაფრი იწყება მხოლოდ „კარგი“ ფიქრებიდან – – კარგი აზრები საკუთარ თავზე, ადამიანებზე, გარემოებებზე და სრულიად სამაყროზე.

რამდენი ხანი ფიქრობთ „კარგ“ რამეზე?

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.