როგორ „კლავენ“ ცოლები ქმრებში მამაკაცს

 

j03km6wduoyრაში მდგომარეობს ურთიერთობების პრობლემა ქალსა და მამკაცის შორის?

ქალების უმრავლესობა საყვედურს გამოთქვამს: კაცები, სულ უფრო და უფრო ნაკლებად არიან კაცურები – არაფერი არ აინტერესებთ, ეზოში დომინოს თამაშის, ფეხბურთის ყურების, ლუდის ან ღვინოს გარდა. ქალები მუშაობენ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, კაცები კი …

დაახლოებით ასე. გეცნობათ დიალოგი? (რა თქმა უნდა, აქ ყველა არ იგულისხმება).

როგორც გამოცდილებამ, პროფესიულმა პრაქტიკამ,  ქლის და მამკაცის საკითხებზე მუშაობამ  და კვლევებმა მაჩვენა, ეს საკითხი აქტუალურია.

არა და ქალს ავიწყდება – მამაკაცი რომლზედაც პრეტებზიას გამოთქვამს, მისი რჩეულია. რატომღაც, ხომ გაკეთდა თავის დროზე, მასზე არჩევანი, „რაღაცის გამო“ ხომ შეუყვარდა?  ეს რაღაც, „უცებ“ სად დაიკარგა?.. თუმცა , შეიძლება, არც კი დაკარგულა „უცებ“ …

დავიწყოთ თავიდან…

როდესაც ურთიერთობა საწყის ფაზაშია, ქალს კაცში იზიდავს მამკაცური ძალა და ენერგია. ერთი სიტყვით, ვაჟკაცობა. ქალი ამაყობს შეყვარებულის საქმიანობებით, აღფრთოვანებულია ქმედებებით, გამრჯვებებით. შეყვარებული გოგონა გულანთებული უყვება დაქალებს – როგორი კარგია და რამდენ რამეს აკეთებს… თვალები უბრწყინავს, გული გამალებით უცემს… გოგოს მოსწონს, როგორ ზრუნავს ბიჭი მასზე, როგორ შემოფარგლავს საზღვარს გარშემო და როგორ, აფიქსირებს საკუთარ უფლებებს მასზე. მას მოსწონს, როცა ბიჭი ეუბნება (ზოგჯერ, მაგიდაზე ხელის დარტყმით 🙂 ) – შენ იქ არ წახვალ, მორჩა!  მიუხედავად, იმისა, რომ გოგონაში შინაგანად პროტესტი ირთვება, წამებში იწყნარებს თავს, სიტყვებით: დაცული ვარ! ის ძლიერია! ის ნამდვილი ვაჟკაცია! აი, მამაკაცი!…

შემდეგ, იქმნება ოჯახი. ახლა, ცოლის როლში, ქალი იგივეს ელიდება, უკვე ქმრისგან. ელოდება – როდის „დაარტყამს ხელს მაგიდაზე“ და აიღებს პასუხიმგებლობას მასზე, ოჯახზე, მიიღებს გადაწყვეტილებას, დააწყნარებს ქალის აფორიაქებულ გონებას. როდის აგრძნობინებს მის გვერდით თავს დაცულად… ქალი ოცნებობს „ძლიერ მკლავებზე“…

სამაგიეროდ, ავიწყდება ძლიერი მკლავი და  ძლიერი …. რომ ჰქონდეს მამაკაცს, თვითონ უნდა წავიდეს დათმობაზე და უარი თქვას, ბევრ აქმდე მისთვის ჩვეულ ქცევებზე.

09

ნამდვილი მამაკაცის ბუნება

მამაკაცი არსობრივად, ძალიან ახლოს დგას ველურ ბუნებასთან –  ისეთივე უძლეველია, მოუთვინიერებელი და ველურია. ზოგჯერ ვულკანია, რომელთანაც ზედმეტად  კირკიტი საშიშია, ზედმეტად ვერ – შეაწუხებ, დაელაპარეკები, გამოიწვევ, ვერ დათრგუნავ, მოგრიხავ… როდესაც მამკაცს მოჰყავს ცოლი, მისი ცხოვრება მკვეთრად იცვლება…

პრაქტიკაში მქონდა შემთხვევები და ვიცნობ რამოდენიმე მამკაცს, რომელთა ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა დაოჯახების მერე.

მყავს ნაცნობი რომელიც, ცოლის ბევრი ხვეწნის და მუდარის შემდეგ დასცილდა დიდი ხნის მეგობრებს. ცოლი, ძალიან ლამაზია და კაცი დიდი ხანი ცდლობდა მისი გულის მონადირებას. ამიტომ, დაჰყვა კაპრიზს (თურმე, არ შეეფერება მათ ახალ ოჯახს ეს მეგობარი, ასე ხსნიდა ცოლი). მეგობრებთან ერთად, მისი ცხოვრებიდან დაიკარგა სპორტი, რომელითაც თავიდან პროფესიონალურად, მაგრამ ტრამვის მერე ჰობის დონეზე ჰქონდა და თვეშიერთხელ მეგობრებთან ერთად ერთობოდა. მეგობრებთან სიარულს ვინ ჩივის, ტელევიზორში ან კომპიუტერზე ყურების დროსაც, მუდმივად აკრიტიკება, უწუნებდა, ეწუწუნებოდა, საყვედურობდა დროის ფუჭად ფლანგვას. წვრილმანებზე ეჭვიანობდა… ბოლოს, ულტმატუმი იყო მკაცრად ფორმირებული: «ან მე, ან ეს» მოყვანილი იყო უამრავი არგუმენტი – ოჯახს ეხლა სხვა ცხოვრების სტილით ცხოვრება სჭირდება, რომ ის უკვე მარტო აღარ არის და მეტი პასუხისმგებლობის აღებას საჭირებს. უნდა „დაჭკვიანდეს“ … და საერთოდ, შესაცვლელი აქვს ცხოვრების სტილი. იყო ტირილი, ემოციები…

ცოლის სიყვარულმა გაიმარჯვა. კაცისთვის რთული იყო არჩევანი. მაგრამ ცოლმა გაიმარჯვა… ის „დაჭკვიანდა“, გახდა „კარგი მამა“ „კარგი ქმარი“.

ამ დროს, შინაგანად იყო უბედური და ეს ეტყობოდა. ცდილობდა თავისი მამკაცური ნაწილის რეალიზება მოეხდინა ვაჟიშვილიში, მაგრამ ცოლმა ყოველგვარი სპორტი აკრძალა – პატარაა ჯერ ამისთვისო, მერე კი ცეკვაზე უნდა შევიყვანოო.

რამდენიმე წელიწადში ქალს, შეუყვარდა თავზე ხელაღებული, რისკიანი „ვაჟკაცი“ და ქმართან დაცილება ახსნა – ვნების გაქრობით, ხასიათების ვერ შეწყობით. ამბობდა: „ქმარი, ძალიან შეიცვალა, სხვანაირი გახდა ოჯახის შექმნის მერე, მას არაფერი არ აინტერესებს და აღელვებს“

ახალა, ეს ახლობელი მამაკაცი ცხოვრობს საზღვარგარეთ, გამოვიდა მდგომარეობიდან, დაუბრუნდა თავის საყვარელ საქმეს, შეიძინა მეგობრები. აღსავსეა ენერგიით და მისი თვალები ისევ ბრწყინავს. მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე, ვერ უხსენებ ოჯახის შექმნას და ცოლის მოყვანას. რადგანაც, საკუთარ თავზე  განიცადა, რას ნიშნავს წაართვან ძალა და მამაკაცობა.

შემიძლია სხვა მაგალითის მოყვანა, მაგრამ თემა გამიგრძელდება.

კი მაგრამ რა მოხდა? კაცი როგორ შეიცვალა ასე, ვინ აიძულა, ვინ აუკრძალა, ვინ ცდილობდა შანტაჟით მისთვის მამკაცობის წართმევას?

ასე ხდება ხშირად.

ქალი გათხოვების შემდეგ ცდილობს „მოაშინაუროს“ („მოაჭკვიანოს“) კაცი. მისთვის ასეა მოსახერხებელი. როცა კაცი „ჭკვიანდება“ ქალი არ ნერვიულობს – სად არის, როგორ არის, ვისთან არის, რას აკეთებს? – „აბა, არ ინერვიულოს??? რა ქნას, უყვარს და ხომ არ დაქვრივდება?“ როცა, კაცი გვერდით ეგულება და იცის ყველა მისი ნაბიჯი, მშვიდად არის… ქალი ცდილობს კაცი „მოარგის“ საკუთარ სურვილებს, შეხედულებებს  და უმეტესობას გამოსდის… კაცი ხდება მოსახერხებელი და  „შინაურდება“ „ჭკვიანდება“!

რატომ?

იმიტომ, რომ სხვანაირი ურთიერთობის მოდელი არ აქვს – ზოგიერთ კაცზე, დედის ზეგავლენა ძალიან დიდი იყო ( ან ქალ(ებ)ის გარემოცვაში იზრდებოდა)… ზოგიერთი გაიზარდა, „მოჭკვიანებულ“ მამის გვერდით…

ქმარი „ჭკვიანდება“ რადგან, უყვარს ცოლი და უნდა ბედნიერს ხედავდეს. ამ დროს, ვერც ქალი და ვერც კაცი ვერ ხვდება – თუ რა ფასს იხდიან ამ „მოჭკვიანდა“-ში… სინამდვილეში, მამაკაცი გალიაში გამომწყვდეული ლომივით არის. ლომი შეიძლება გამოწვრთნა, მაგრამ სამაგიეროდ, თმობს ნამდვილ ლომობას.  ზუსტად იგივე ხდება მამაკაცის გულში.

შედეგად, თუ კაცს ფული აქვს – იყიდის, ასაკისთვის შეფერებელ მანქანას, „ანგრევს ჩარჩოებს“, იჩენს საყვარელს, მიეძალება სასმელს – ღვონო, რესტორნები…  ან ჯან-ღონით სავსე, დაჯდება და ითამაშებს დომინოს ეზოში (ცოლი სამსახურში) ან მიეძალება ალკოჰოლს და მთვრალი გადმოყრის სახლში,  „გავაჟკაცდება“ ცოლთან ან უფულობისას, კომპიუტერულ თამაშებს ითამაშებს და იქ გახდება გმირი… ასე, ამოხეთქავს მისი ჩათრგუნული კაცობა და ასე ახვედრებს ქალს, რომ ჯერ კიდევ ძლიერი და საშიშია.

რა გამოდი?

ქალი ოცნებობს ცოლად გაყვეს კაცს, რომელიც დაიპყრობს მის გულს, „ჩაიდენს საგმირო საქმეებს“. თანაცხოვრება კი აწყობს, ხაზს ვუსვამ აწყობს  — „მოშინაურებულ“ არსებასთან, რომელიც დაკავებულია მშვიდი საქმით. რომელიც ბოლოს ბეზრდება და თვალი გაქცევაზე უჭირავს…

ასე, რომ ქალბატონებო „მოჭკვიანება“ ძვირი ღირს – საკუთარი თავის პატივისცემის და ბედნიერების ფასი…

კაცური სიძლიერე, ძალა, სჭირდება ორივეს – ქალსაც და კაცსაც.12345

ქალი, გულის სიღრმეში ოცნებობს ქმარზე – უდრეკ, შეუპოვარ, რისკიან. ოცნებობს, სახლში მოსული ისე ჩაიკრავს გულში – სუნთქვა შეეკვრება ბედნიერებისგან. კამათის ან ჩხუბის დროს, როდესაც ქალი „დაქოქილია“, ქმარი ეტყვის: „საკმარისია“ „არა და მორჩა“ ან „მე ამას მივხედავ“… და თუ საჭირო გახდა „მუშტი დარტყას მაგიდას“… რომ ამ დროს მამკაცში იგრძნობოდეს ცეცხილი და ძალა.

საქმეს, მხოლოდ ის ართულებს, რომ ასეთი მამაკაცის გვერდით, ქალი უნდა იყოს სხვანაირი. მამკაცურ კაცს სჭირდება, ქალური ქალი და არა დედა-კაცი რომელიც  ცეცხლზე ნავთს დაასხამს, „გაუყოჩდება“ სიმართლის მტკიცებებში, მამლაყინწასავით თავის სიმართლეს ამტკიცებს, ეკამთება და ეჯიბრება… დედა-კაცი შეიძლება გახეს ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც დაქვრივდება, გაეყრება… მოკლედ, გვერდით რომ აღარ ეყოლება. მანამდე, ქალმა, კაცობა უნდა ანდოს კაცს.

ისე, კარგი იქნებოდა, როცა ქალი თხოვდება, მამაკაცს ინტრუქცია მოყვებოდეს, არა? ვხუმრობ… 🙂 იმიტომ, რომ ქალს უწევს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება და ამ გზით, გამოცდილების მიღება. ვიღაცა, სწავლობს და აგურ-აგურ აშენებს ურთიერთობებს. ვირაცას, ბეზრდება საკუთარ თავზე მუშაობა და გაქცევით შველის თავს, ვიღაცა, გადადის მონურ მდგომარეობაში და მსხვერპლად ეწირება… ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ ვიცოდეთ რა ქმედებებს რა მოჰყვება. თუმცა რა… მაგალითად, ყველამ იცის რომ მამკაცი არ უნდა გააბრაზო, როცა არ არის ხასიათზე. ვინ არ იცის, მაგრამ ვინ აკეთებს? ვინ ცდილობს, ჯერ საყვარელი ადამიანი დაამშვიდოს და მოგვიანებით მიხედოს პრობლემას?

წარმოიდგინეთ როდესაც, გაღიზიანებული მამკაცი, ცოლისაგან ისმენს საყვედურებს, წყენებს, რისხვას, ნეგატივს თავზე თუ სხვაზე… რა მოხდება?  აფეთქება! აფეთქების ძალა მერყევია და დამოკიდებულია, რამდენ ბენზინს დაასხამს ცოლი. თუმცა ნგრევა, ყველა ვარიანტში გარანტირებულია.

ან მაგალითად, სთხოვეთ რაღაცის გაკეთება ოჯახში, როგორც იქნა მოიცალა და აკეთებს. თქვენ კი, ამ დროს თავზე ადგახართ და გაუთავებლად საყვედურობთ: ასე არ გააკეთო, რანაირად გიჭირავს, ხელები უკუღმა გეზრდება, შენ ხომ არ გესმის ადამიანის ნათქვამი, ხომ გითხარი ასე არ უნდა გექნა… როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა, ასეთ დროს მამაკაცი საშიში?

როდესაც ქალი ცდილობს კაცის „მოთვინიერებას“, ამით თხრის ორმოს, რომლშიც საბოლოდ აღმოჩნდება თვითონ. რადგან, ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება მოსაწყენია. ნელ-ნელა დაკარგავს მის პატივისცემას, არ ეცდება მისთვის თავი მოწონებას, დაეზარება მისთვის საჭმელის მომზადება, გაუჩნდება საცოდაობის და სიბრალულის გრძნობა…

მართალია, როდესაც გვერდით ცხოვრობს ნამდვილი მამკაცი, ქალისთვის არა არის ეს მარტივი საქმე…

ქალმა უნდა ისწავლოს ამ ძალასთან სწორად მოქცევა –  როგორ ენდოს, არ აკონტროლოს და არ ეწუწუნოს, არ უსაყვედუროს, არ მიუთითოს რა გააკეთოს რა არა, ვისთან ქონდეს ურთიერთობა ვისთან არა, არ დაუწუნოს ჰობი, არ ლაპარაკოს შანტაჟის ენით. დაუდგეს გვერდით, მისცეს ძალა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური … ისწავლოს თავად, როგორ აივსოს ქალური ენერგიებით და საერთოდ, ისწავლოს რას ნიშნავს ეს? ასეთი კაცის გვერდით, სულ უნდა იყოს – მიმზიდველი, ლამაზი, თბილი, იდუმალი, რეალიზებული, კმაყოფილი, ბედნიერი.

ეს, სხვა არჩევანია და სხვა ცხოვრება. ვიდერე, უბრალოდ, რამენაირად გათხოვდე და მორჩა…

დასასრულს,  მინდა გაგიზიაროთ ამონარიდი, ჯონ ელდრედჯის წიგნიდან09 «ველური გული»:

„დიახ,  მამკაცები არიან საშიშნი. მაგრამ სკალპელიც საშიშია. მას შეუძლია დაგჭრათ ან იხსნას თქვენი სიცოცხლე. ვერ შეძლებთ მობლაგვების მცდელობით, გახადოთ ის უსაფრთხო. მაშინ ის დაკარგავს ფასეულობას.

თუ ოდესმე დაკვირვებიხართ ცხენებს, მაშინ გეცოდინებათ, ულაყმა შეიძლება მოგიტანოთ უამრავი უსიამოვნება. ისინი ძლიერი, ძალიან ძლიერი და თავნებები არიან. არ უყვართ შეკაზმვა და შეუძლიათ მოიქცნენ აგრესიულიად – განსაკუთრებით, თუ კი მათ გვერდზე ეგულებათ ფაშატი. ულაყის გახედვნა რთულია.

თუ გინდათ მეტად მშვიდი, უსაფრთხო ცხოველი გვერდზე, არსებობს მარტივი გამოსავალი: ის უნდა დაიკოდოს. იაბო (დაკოდილი ცხენი) მეტად მშვიდია, შეგიძლიათ მისი ტარება როგორც გინდათ და საითაც გინდათ. ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც ეტყვით, არანაირი პროტესტი. მათთან გექნებათ მხოლოდ ერთი პრობლემა: იაბოში არ ჩქეფს სიცოცხლე. ის ვერ გააკეთებს იმას, რასაც ულაყი აკეთებს. დიახ, ულაყი – საშიში ცხოველია, მაგრამ თუ გინდათ სიცოცხლე, რომლის მოცემასაც ის შეძლებს, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტას, რომ ის საშიშია. ერთი, მეორის გარეშე არ არსებობს…“

დააფასეთ კაცებში მამკაცური ძალა და დაეხმარეთ, გახდნენ ძლიერნი და ვაჟკაცურები. კაცმა აკეთოს კაცის საქმე, რომელსაც მის გარდა ვერავინ გააკეთებს. დაე, მათ აკეთონ საქმეები , რომელიც მათ მისცემთ ძალას და აავსებთ ენერგიით და თქვენ კი, ნამდვილი მამკაცის გვერდით, თავს იგრძნობთ ნამდვილ ქალად.

თემაზე იმუშავა და მომაზადა ურთიერთობების ქოუჩმა

თამარ კვარაცხელია

One thought on “როგორ „კლავენ“ ცოლები ქმრებში მამაკაცს

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.