მადლობა ანი <3

 ანი ხვიჩავა : ქალბატონო თამარ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მარტის თვიდან ჩემს ცხოვრებაშიano მომხდარი ცვლილებების გამო, ეს თქვენი დამსახურებით ჩაბარდა წარსულს მორცხვი, საწყალი გოგონა რომელსაც საზოგადოების წინაშე თავისი აზრის დაფიქსირებაც კი არ შეეძლო. აი, ჩემს ცხოვრებაშიც დადგა წარმატების და ბედნიერების ეტაპი, რადგან თქვენ მასწავლეთ, ამიხილეთ თვალები, დამანახეთ თუ როგორი მშვენიერი ვარ და რამდენად ბევრის შესაძლებლობა მომცა სამყარომ. არადა, თავიდან ვფიქრობდი, წვალებით ნაშოვნ თანხას ვყრიდი წყალში, ვიხდიდი ჩემთვის უცნობ რამეზე, რისი ახსნაც კი არ შემეძლო მაგრამ თქვენთან დახარჯული ყოველი თეთრის და წუთის მადლიერი ვარ, რადგან ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მომხდარი გარდატეხა.

უფრო მეტიც, ერთ თვესაც არ დავჯერდი, რადგან, დღითი დღე სახეზე იყო შედეგი და დავამატე სამ თვიანი სესია. ოთხი თვე თქვენთან ერთად – რომელიც თურმე ჰაერივით მჭირდებოდა.
მადლობა, ქალბატონო თამარ ამ კეთილი საქმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ. მიხარია რომ გაგიცანით და ჩემთვის მხოლოდ ქოუჩი აღარ ხართ, თქვენი სახით მე შევიძინე მეგობარი რომლის იმედი მექნება ნებისმიერ დროს და ასევე იქონიეთ ჩემი იმედი ყველაფერში.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით,
ანი

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.