მამაკაცსა და ქალს შორის ენერგიების სწორი ცვლა

y_3c83eacaორთა კავშირი – ეს შრომაა.  შრომა ყოველდღიური, რომელიც ითხოვს ერთმანეთისგან არა მარტო მოთმინებას, არამედ, პატიებას და გაგებით მიდგომას.

ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრეობენ არა იმიტომ, რომ არ ჩხუბობენ, არ ბრაზდებიან და არ წყინთ ერთმანეთისგან არაფერი, ან კიდევ ავიწყდებათ (თუმცა, ზოგი რამ ავიწყდებათ კიდეც), არამედ სწავლობენ პატიებას.

ძველი ბრძენები ამბობდნენ – თავისთავად კაცი, ეს ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ისევე როგორც ქალი. მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ როდესაც იქმნება ოჯახი, ამ ახალ ორგანიზმს შეიძლება ეწოდოს სრულყოფილი ადამიანი. თუ კი ამ ორგანიზმის, თითოეული ნახევარი გაითვალისწინებს ერთმანეთის ინტერესს, მაშინ ასეთი ორგანიზმი, დიდი ხანი შეძლებს ჰარმონიულად ცხოვრებას.

თუ დავუჯერებთ წიგნებს, ტანტრის ოსტატებს, ფსიქოტრენერებს და ა.შ. როდესაც ქალი და მამკაცი ხვდება ერთმანეთს, ისინი გადაიქცევიან ერთიან (ენერგეტიკულ) ჭურჭლად და მათ შორის იწყება ენერგეტიკული ცვლა.

თავისი ბუნებით, მამკაცი ენერგიას (იდეას) ღებულობს ზემოდან (ზეციდან), ხოლო ქალი (ძალას) – ქვემოდან (დედა მიწიდან). მიზნის (იდეას) სარეალიზაციოდ მამკაცს სჭირდება ძალა და ის ამ ძალას იღებს ქალისგან. ქალი კი, წარმოადგენს ძალის ენერგეტიკულ ბანკს, რომლის დახარჯვა არ შეუძლია მოქმედებებზე, მას მხოლოდ გაცემა შეუძლია. თუ ქალი, იწყებს საკუთარი რესურსის ამოქმედებას და თვითონ გადადის ქმედებებზე, მასში მატულობს მამკაცური და მცირდება ქალის ენერგიები. ეს კი შესაბამისად ამცირებს, მის გვერდით „ნამდვილი“, ძლიერი და ღირსეული მამაკაცის არსებობის შანსს.

პრაქტიკულად, ქალსა და მამკაცს შორის ყოველთვის მიმდინარეობს ენერგეტიკული ცვლა – ეს ბუნებაშია ჩადებული…
დაბადებიდან ყველა ბიჭს ჰყავს დედა, რომელიც შთააგონებს, აძლევს დედობრივ მზრუნველობას და სიყვარულს, ჰყავს და… ახსოვს პირველი სიყვარული, მეორე… თანამშრომელი, დაქალი – ყველა ქალში მამაკაცი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეძებს ენერგეტიკულად, ძალით ავსების წყაროს. რადგან ამის შედეგად, მამკაცს საქმეები გამოსდის ადვილად, მიზანსწრაფულია და შთაგონებული.

მოგვიანებით, როდესაც ქალი და მამკაცი ერთიანდებიან სიყვარულში, იწყებენ ერთად ცხოვრებას ქალი გამცემის როლშია (არა მარტო ფიზიკურად, ასევე მზრუნველობით, მორალურად, ინტელექტუალურად), ხოლო მამაკაცი მიმღების – იღებს ენერგეტიკულად ძალას, რომელსაც  ხარჯავს ქმედებებზე და შექმნა-შენებაზე.

ყველაფერი ეს, მხოლოდ პირველი ეტაპია, ამით ჯერ კიდევ არ არის ჭურჭელში (ცოლ-ქმარში) ენერგიების გაცვლის ცილი დასრულებული.

კერძოდ, მამაკაცი როდესაც იღებს სამოქმედო და საკუთარი იდეის სარეალიზაციო ძალას, მან ქალს უნდა დაუბრუნოს – მატერიალური საჩუქრების, ზრუნვის, დაცვის, ფიზიკური დახმარების… ექვივალენტის სახით, რათა ქალი შთაგონებულიქნას შემდგომი გაცემისთვის.

და ასე, ეს ციკლი მოძრაობს დაუსრულებლივ…

სიყვარული უმთავრესია ცოლ-ქმრულ ურთიერთოებეში. თუ ქალი აღსავსეა სიყვარულით (უპირობო სიყვარული), მას შესწევს აბსოლუტურად ყველაფერი. აი, რის დეფიციტს განიცდიან ქალბატონები. სიყვარული ეს მდგომარეობაა! მას განიცდი ყველაფრის მიმართ... სხვა ადამიანი რაღაცის გამო კი არ გიყვარს, არამედ, უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობს. ყველანაირი პირობების გარეშე. ეს კი საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა და არა სხვისი შეცვლით.

ქალს შეუძლია ყველაფერი! ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი  რათა მამკაცი შედგეს. ზემოთხსენებული ენერგიების გაცვლა უნდა ხდებოდეს ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე.

მადლობთ, რომ სტუმრობთ ბლოგს.

თემა მოამზადა 

პერსონალურმა ქოუჩმა თამარ კვარაცხელია

 

6 thoughts on “მამაკაცსა და ქალს შორის ენერგიების სწორი ცვლა

  1. რა სახის პროფესიული საქმიანობა არის გამართლებული ამ შემთხვევაში ქალისთვის. რამდენად დაკავებული უნდა იყოს ის პირადი პროფესიული ინტერესებით? თუ მხოლოდ მამაკაცის თანამდგომის როლში უნდ ადავინახოთ ის. და რა სახის ენერგიის მიცემა სჭირდება მამაკაცს.

    1. ძალიან კარგი კითხვაა ნათია და მიხარია,სიღრმისეულად გარკვევს სურვილი რომ გაგიჩნდათ.
      მართალია, ერთი ან ორი წინადადებით ამას ვერ ავხნი, მგრამ მოკლედ შევეცდები.
      ქალს ყველგან შეუძლია წარმატების მიღწევა, სადაც არ მოინდომებს. მაგრამ რამდენად იქნება ასეთი ქალის გვერდით, წარმატებული მამკაცი, ეს საკითხვაია.
      ქალური ენერგიების განვითარების და რეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა, საქმე რომელიც არ მოითხოვს, დიდ ლოგიკურ, ვექტორულ და სწორხაზოვან აზროვნებას, რთული სტრესული გადაწყვეტილებების ან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას, არ იქნება ფიზიკურ ძალასთან კავშირში და სჭირდება შეუპოვრობა.
      ქლისთვის შეუპოვრობა – უნდა ნიშნავდე როცა ვაკეთებ ბედნიერი ვარ!
      ქალის ენერგია ხარობს და ყავავის სადაც შემოქმედებაა, კრეატიკლობაა, არა სტანდარტულობაა, სიბრძნეა, როდესაც ქალი ქმნის სილამაზეს და ემსახურება სიკეთეს. ქალი გამრავლების სიმბოლოა… ის არჩეულ საქმეს უნდა აკეთებდეს სიამოვნებით.
      როგორ დებს მამაკაცში ძალებს ეს მთელი მიმართულებაა, შევეცდები ერთ-ერთ თემაში მომავალში გავხნა. ისიც მოკლედ, ალბათ.
      კიდევ ერთხელ მადლობა.

  2. არის თუ არა ქალური საქმე თუ ქალი დასუფთავების ბიზნესს მართავს, სადაც მართვა და სწორედ სწორხაზოვანი ხედვა სჭირდება თუ ეს სიამოვნებას ანიჭებს , და მაინც ცდილობს შეინარჩუნოს ქალურობა თუ ეს მიანც მამაკაცურობისკენ ქაჩავს?

    და მეორეს მიხრივ უფრო ქალურია თუ არა რაიმე ანისტრესული ცენტრის მართვა, სადაც იქნება სულიერი და ფიზიკური აქტივობები. თუმცა ეს ბიზნესიც თუ მოიცავს ცენტრის მართვას, პერსონალის დაქირავებას, მარკეტინგულ განვითარებას და ა.შ.

    მადლობთ პასუხისთვის

    1. ნათია, ქალი თუ მართვის პროცესებს უძღვება სიმოვნებით, გულახდილად (ხაზს ვუსვამ) მოსწონს და სხვა საქმეს არ გააკეთებდა ამის არჩევანი, რომ ჰქომდეს, მაშინ შეუძლია აკეთოს, ის რაც მოსწონს, თუნდაც მართვას და ანალიტიკურ ნიჭს მოითხოვდეს. სამაგიეროს ბალანსში უნდა იყოს სხვა მხრივ. განავითაროს მასში ქალი, ვიღაცაზე ზრუნვა, მოვლა, კომფორტი, ბედნიერების შეგრძნება და სიმყუდროვე….
      ეს თემა, ინდივიდუალრ სესიებზე შეიძლება იქნას განხილული და მოიძებნოს კონკრეტულ პიროვნებაზე მორგებული ვარიანტები.
      გისურვებთ წარმატებებს!
      შეგიძლიათ გაეცნოთ:
      http://kvaratskhelia.pro

  3. ცოლ-ქმარზე გამიჩნდა კითხვა,მაგალითად როდესაც ქალმა ყველაფერი აურია და ყველა პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, შესაბამისად ვეღარ დავინახე მამაკაცში რაიმეს ჩადების სურვილი. ამან კიდევ უფრო დაგვაშორა ერთმანეთს და დღეს არ მგონია რომ ჩემი ადგილი მასთანაა, ეს სიტუაცია ძალიან მთრგუნავს. როგორია ასეთ შემთხვევაში გამოსავალი?

    1. თამუნა პასუხი მხოლოდ თქვენშია. რჩევას ვერ მოგცემთ, რადგან დამატებითი კითხვები დამჭირდება მეტი სინათლისთვის და გამოსავალის დასანახად. გული აბატონეთ გონებაზე და პასუხთანაც მიხვალთ. მადლიერებით და სიყვარულით მიიღეთ გადაწყვეტილებები და დაინახავთ სავალ გზას!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.