თქვენი პარტნიორი – თქვენი სარკეა

qkსამყარო ყოველმხრივ ცდილობს ადამიანის დასახმარებლად სხადასხვა საშუალებები გამონახოს. ერთ-ერთ ასეთ საშუალბას წარმოადგენს ის რასც განვიხილავთ მოცემულ თემაში. თემა ეხება ადამიანებს, რომლებიც გხვდებათ ცხოვრების გაზე და რომ ისინი –  თქვენი ანარეკლია.

ადამიანი ურთიერთობების გარშე რთული წარმოსადგენია. განვიხილოთ ურთიერთობები როგორც – დროებითი და მუდმივი.

დროებით ურთიერთობებთან ყველაფერი გასაგებია: ეს შეიძლება იყოს ერთხელ გაცნობა ან შეხვედრა- ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში, სტუმრად..  ადამიანები, რომლებსაც ხვდებით ძალიან ცოტა ხნით და განშორების მერე, არც გახსენდებათ. თუმცა, აქაც კი, თუ გულდასმით დააკვირდებით და მოუსმენთ მათ, შეიძლება აღმოაჩინოთ ძლიან საჭირო და საინტერესო რამ თქვენზე და მიხვდეთ, რატომ შეგახვედრათ ცხოვრებამ მოცემულ მომენტში.

მუდმივი ურთიერთოებები გულისხმობს, ყოველდღიურ კონტაქტს ან შესაძლებელია იშვიათს, მაგრამ ამის მიუხედავად, გრძნობთ გარკვეულ ემოციოურ კავშირს. როცა ამ ადამიანზე ფიქრი, იწვევს გარკვეულ რეაქციას. თუ ეს პოზიტიურია, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ადამიანი არ მოგწონთ, მაშინ წარმოიქმნება ნეგატიურ ემოცია.qk1

ბედი/სამყარო/ცხოვრება გიგზავნით ადამიანებს, რომლებისგან რაღაც უნდა ისწავლოთ. ისინი გჭირდებათ გააზრებებისთვის, აღმოჩენებისთვის, თვითგანვითარებისთვის და ზრდისთვის . რაც უფრო მეტად ახლობელია და რაც მეტია დაძაბულობა, მით მეტად მნიშვნელოვანია მისი როლი თქვენს ცხოვრებაში, პიროვნულ სრულყოფილებაში. ცხოვრების მოცემულ მომენტში, ეს ადამიანი, ზუსტად იმას აირეკლავს, გაჩვენებთ – პირველ რიგში, რაზეც გჭირდებათ დაფიქრება.

ეს ძალიან მოკლედ.

ახალა, თქვენი პარტნიორი (მეუღლე) – თქვენი სარკეა.

დიახ, დღეს შორს არ წავალთ. თქვენი ზრდის პასუხი გიდევთ წინ. რადგან, კარგად ჩანს, საით უნდა განვითარდეთ. ხაგრძლივი ურთიერთობებით, სამყარო გთავაზებოთ გრძელვადიანი გეგმას სრულყოფილებისკენ. შეიძლება ამ ურთიერთობებში რაღაც მოგწონდეთ, რაღაც არ მოგწონდეთ; შეიძლება სულაც არ გინდოდეთ ურთიერთობა…

თქვენ სამყაროს ნაწილი ხართ. თავად, სამყარო სრუყოფილია და ის ცდილობს მიგაახლოვოთ, სრულყოფილებასთან – ადამიანების, მოვლენების და წინააღმდეგობების გამოყენებით. ცხოვრებაში არაფერია შემთხვევით, უბრალოდ, ისე, არაფერი ხდება და ცხოვრების გზაზე შემხვედრი ნებისმიერ ადამიანი, თქვენი ნაწილია.

შეიძლება არ დამეთანხმოთ, გააპროტესტოთ და თქვათ – ის  ცუდი ადამიანია და ა.შ. რომ თქვენ სრულებით არ გაქვთ მსგავსი რამ, არც ხასიათში და არც სურვილებში… ის როგორც იქცვა არ დაგიმსახურებიათ… როგორ შეიძლება, ის ირეკლავდეს თქვენ ნაკლს, როცა ეს ნაკლი არ გაქვთ?..

ამ შემთხვევისთვის არსებობს უძველესი გამონათქვამი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო: „გიყვარდეს მტერი შენი...“  და “სხვის თვალში ბეწვს ხედავ და საკუთარში დირესაც ვერ ამჩნევო…qk2

ალბათ უკვე იცით, რომ „მსგავსები, იზიდავენ მსგავსებს“. იმისათვის, რომ გახდეთ უკეთესი, რაღაც უნდა შეცვლოს თქვენში და არა პარტნიორში. რეზონანსში რომ არ მოხვიდეთ მის ხასიათთან, რაღაც ახალი უნდა ჩაწეროთ პროგრამად. რადგან, თუ კარგად დაფიქრდებით – პრეტენზიებს, რომელსაც პარტნიორს უყენებთ , სინამდვილეში, უყენებთ საკუთარ თავს.

რა პრეტენზიები გაქვთ? როგორია ის?

სტატიის კითხვას სანამ გააგრძელებთ, შეისვენეთ რამდენიმე წუთით, აიღეთ კალამი, სუფთა ფურცელი და დაწერეთ…

დიახ, დაწერეთ (მე არ მითქვამს დაფიქრდით)!

ჩამოწერეთ ის ხასიათის თვისებები, რომელიც გაღიზიანებთ ან გაბრაზებთ პარტნიორში (სხვა ადამიანში).

ერთი შეხედვით, ეს არ დევს ზედაპირზე და ასე პირდაპირ, არ ჩანს, მაგრამ ფაქტია – თუ უკმაყოფილო ხართ პარტნიორის ქცევით ან ჩვევით, ქვეცნობიერად უკმაყოფილებას განიცდით, იგივე ხასიათის ან ჩვევის მიმართ, საკუთარ თავში.

დიდი ხანი ვეწინააღმდეგებოდი ამ რეალობას, მაგრამ საკითარ წინააღმდეგობებზე მუშაობამ მიმიყვანა გააზრებამდე –  სარკის პრინციპი ერთი-ერთში, დიდი სიზუსტით მუშაობს და ახალა ნამდვილად ვიცი –  „ის“ (იგულისხმება ნებისმიერი) – ჩემი ანარეკლია!

მაგალითად, ავიღოთ მეუღლე. თავიდან, ის, პიროვნულედ კი არ გიყვართ, არამედ, თქვენი საუკეთესო ანარეკლი გიყვართ მასში. ურთიერთობების საწყის ეტაპზე ფიქრობთ, რამდენად ლამაზია, ჭკვიანია, გონიერეია, კეთილია, განათლებულია… პარტნიორის საუკეთესო თვისებები ეს – თქვენი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიაა.

გარკვეული დროის გავლის შემდეგ, საიდანღაც მოცოცდება ბრალდებები სიზარმაცეზე, გულგრილობაზე ან “ცივია“ , ეგოისტია, ფიცხია, ჯიუტია, დაუფიქრებელია, უხეშია…

სამწუხაროდ, როდესაც პრეტენზიას გამოთვამს მეუღლის მისამართით, qk4რატომღაც თავში აზრად არ მოსდის, ჩაიხედოს საკუთარ თავში და მერე გამოთქვას უკმაყოფილება. აქ არ ვგულისხმობ და აბსოლუტურად უადგილოა – მოითმინოს, გაჩუმდეს, შეეგუოს, გადაყლაპოს რაც არ მოსწონს. ადამიანთან, რომლებთან ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებთ, აუცილებელია გამოითქვას ის, რაც გამოვლინდება კონკრეტულ სიტუაციაში. გახსნილობა, გულახდილობა, გამჭვირვალობა და პირდაპირობა – ეს გარანტია, კარგი და მყარი ურთიერთობების.

ხაზს ვუსვამ – ორ ადამიანს შორის, ნეგატიური ემოციური დამოკიდებულება იარსებებს მანამ, სანამ ორივე არ დაამუშავებს მას.

მაგალითად, თქვენ საყვედურობთ პარტნიორს რომ ის არის ზარმაცი. ამ დროს, თქვენ ხართ ძალიან აქტიური და შრომისმოყვარე. დარწმუნებული ხართ, რომ ეს თვისება თქვენ არა, მაგრამ მას კი ნამდვილად აქვს.

ძალიანაც, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.

სიზარმაცე გამოგივლინდებათ სხვა სახით და მოახდენს თქვენზე დისტრუქციულ გავლენას. დააკვირდით – შეიძლება, ზარმაცობთ როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ან აუცილებელია პირად ცხოვრებაში რაღაც შეცვლოთ და  სხვა მსგავსი…

მაგალითად, ამხელთ პარტნიორს უხეშობაში… თქვენ თავს თვლით ძალიან თბილ, მოსიყვარულე და ზრდილობიან ადამიანად.

აქაც არ აჩქარდეთ!

შეიძლება, თქვენი უხეშობა ვლინდება, ცხოვრების გარკვეულ სიტუაციებში, გარკვეულ ადამიანებთან და ვიღაცა ამისგან ძალიან იტანჯება. თქვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ ხვდებით, პარტნიორი კი (გაუცნობიერებლად) მიგანიშნებთ. ეს შესაძლებელია იყოს საკუთრ თავისკენაც მიმართული სიუხეშე. სხვებს არა (შიგნით თრგუნავთ), მაგრამ საკუთარ თავს ელაპარაკებით ანალოგიურად.

მოკლედ, ვარიანტები ბევრია და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაიაზროთ – სად და როგორ ირეკლება პარტნიორის უარყოფითი თვისებები, თქვენში .

დაუსვით თავს კითხვა:

სად ვაკეთებ იგივეს?

უნდა მოახდინოთ, ამ ემოციურ დამოკიდებულებასთან იდენტიფიკაცია და დაიწყოთ მასთან მუშაობა. თუ კი დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ – მიმართეთ ქოუჩს, ფსიქოლოგს.

მხოლოდ, ასე გახსნით ხლართებს, ერთმანეთის მიყოლებით და თქვენ მიხვდებით:

1. თქვენი „მტრები“, სრულებითაც არ ყოფილან „მტრები“;

2. ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება, საერთო ენის გამონახვა. ადამიანი, რომელიც გაღიზიანებთ ან ურთიერთობას, რომლსაც აპირებთ წერტილი დაუსვათ, წავა თქვენი ცხოვრებიდან ან იქცევა მეგობრად.

3. პარტნიორისგან წასვლა იმ მოსაზრებით, რომ იპოვით მასზე უკეთესს, მცდარი ნაბიჯია. რადგან, ბოლოს მიხვდებით – შეგხვდათ ზუსტად ისეთივე. თუ კი თქვენ, მანამდე, არ დაამუშავებთ, არ გაიაზრეთ, არ გამოიტანეთ გაკვეთილი. ამიტომ ღირს კი უძვირფასესი წლების დაკარგვა პარტნიორების ცვლაში და ზრაპრული ან მითიური ურთიერთობების ძიებაში?

4. გახდით ბრძენი – დაინახო და გიყვარდეს პარტნიორი (ახლობლები) არა იმიტომ რომ,  სხვა გზა არ არის ან ისინი თქვენი ფსიქოტრამვების პროექციას წარმოადგენენ, არამედ უბრალოდ – ის არის qk3ისეთი, როგორიც არის! უნდა ისწავლოთ – პარტნიორში თქვენი საუკეთესო ანარეკლის დანახვა და სიყვარული კი არა, არამედ, მისი როგორც, პიროვნების მიღებაისეთი როგორიც არის!

და თქვენ დაინახავთ, რა მშვენიერი და მრავალ ფერია სამყარო, რომ ცხოვრება თურმე შეიძლება იყოს ჰარმონიული, მშვიდი, რომ არ წავიდეს და დაიხარჯოს ძალიან დიდი ენერგია კამათზე, წყნებზე, პრეტენზიებზე…

სინამდვილეში თურმე ეს შესაძლებელია.

არა მარტო შესაძლებელია – საჭირო და მნიშვნელოვანია!

მადლობთ, რომ სტუმრობთ ბლოგს. თუ კი თვლით, რომ თემა ფასეულ ინფორმაციას შეიცავს, გაუზიარეთ ის მეგობრებს.

 

თემაზე იმუშავა

დანიშნულების და ურთიერთობების ქოუჩმა

თამარ კვარცხელიამ

4 thoughts on “თქვენი პარტნიორი – თქვენი სარკეა

  1. ჩემთვის წერთ ყველა სტატიას ❤ მადლობა :* :*

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.