გულისხმიერი ექიმი (იგავი)

pati1– ნამახვამდის, ძვირფასო და დაიმახსოვრეთ: აპატიეთ, აპატიეთ და კიდევ ერთხელ, აპატიეთ! სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ! გისურვებთ ჯანმრთელობას! შემდეგი!

– ექიმო, გამარჯობათ!

– ღმერთმა ჯანი მოგცეთ. რას უჩივით?

– რაღაცნაირად ვარ, მერიდება…

– აქ მობრძანდით… მობრძანდით, დაბრძანდით! ასე მოხერხებულად ზიხართ?

– დიახ… არა… არ ვიცი.  ალბათ…

– ალბათ?… თუ მართლა მოხერხებულად?

– აბა, რა ვიცი ექიმო! თითქოს და არაუშავს…

– «თითქოს და არაუშავს» – ეს ნიშნავს არანაირად. შეუძლებელია იყოთ «არანაირად»? თქვენ ხომ არსებობთ?

– სწორედაც, ექიმო! კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ! რა ზუსტად თქვით. თქვენთან სწორედ ამიტომაც მოვედი..

– რა გაწუხებთ, საყვარელო? რა გტკივათ?

– სული, აი, აქ გულთან მტკივა. თქვენ ხომ სულის ექიმი ხართ?pati

– სული. გვარი მაქვს ასეთი. სპეციალიზაციც.  კი მაგრამ თქვენი სული რამ ააფორიაქა, გული რამ დაჭრა?

– არ ვიცი. შეიძლება ასეც არის. მე მას ვერ ვგრძნობ. საერთოდ მგრძნობელობა დავკარგე.

– რაში გამოიხატება ეს?

– აი… მაგალითად, არაფრით არ შემიძლია სიტყვა «მიყვარხარ» წარმოვთქვა.

– მართლა? ჰო, ეს ძალიან გავრცელებული ავადმყოფობაა. თუ შეიძლება ჩამომითვალეთ, თქვენი კვების რაციონი, რითი იკვებებით?

– კვება? ააა, გასაგებია…  ჩვეულებრივ – ყავა, ფაფა სხვადასხვა, წვნიანი, ხორცი – ყოველდღიურად არა, ბოსტნეული, ხილი. განსაკუთრებული არაფერი.

– ტკბილეულებიდან –  რას ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან, მიყვარს ფორთოხალი, ბანანი, ნაყინი, შოკოლადი, ნამცხვრებიც მიყვარს.

– ჰოო? გიყვართ! ესე იგი შეგძლებიათ სიტყვა «მიყვარს» თქვათ!

– არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მე ადამიანებს ვერ ვეუბნები  «მიყვარხარ».

– და რატომ? რატომ ფიქრობთ ასე?

– არ ვიცი. ამის გასარკვევად მოვედი თქვენთან.

– გასაგებია. მაშ ასე საყვარელო, ისუნთქეთ! ღრმად ისენთქეთ! და რატომ დაიძაბეთ ასე?

– ღრმად სუნთქვა არ შემიძლია. სუნთქვა „მეკვრის“.

– სწორედ ასე ჩავწერთ: თავს არ აძლევს უფლებას, ისუნთქოს „სავსე მკერდით“. კიდევ ერთხელ… ახლა, არ ისუნთქოთ. არ ისუნთქოთ… არ ისუნთქოთ… ახალა შეგიძლიათ ისუნთქოთ… გატყობთ თქვენთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა – სუნთვის გაჩერება.

– რატომ? მე ხომ თითქოს და სუნთქავ?patieb

– სწორედაც, «თითქოს და»… სინამდვილეში – გეჩვენებათ. გეშინიათ ბოლომდე გაშალოთ ფილტვები. ეს მიანიშნებს – გრძნობებსს თავში თრგუნავთ, ბოჭავთ, კლავთ, არ აძლევთ გამომჟღავნების საშულაებას!

-კი მაგრამ, მიუღებელია გრძნობების საჯაროდ გამომზეურება. „ვიღაც“  ხომ არა ვარ? ქალი უნდა იყოს თავშეკავებული და ემოციები მოთოკოს.

– როგორ ფიქრობთ, შეკავებული ემოციები სად მიდის ან მოთოკილი ემოციები სად მიგაქვთ?

– ბატონო? რა? ვერ გავიგე…

– ემოციები, თქვენი ემოციები? რისხვა, წყენა, შური… ისინი ხომ არსებობენ?

– არა! არა! ეს ცუდი გრძნობებია. მე მათ ჩანასახშივე ვახშობ.

– ხედავთ, ძვირფასო,  აიხსნა თქვენი პრობლემა სუნთქვასთან დაკავშრებით. დაგიგროვდათ ჩახშობილი „ჩანასახები“, მთელი მკერდი გაჭედილი გაქვთ. ამიტომაც ჰაერი ვეღარ მოძრაობას და სუნთქვა გიჭირთ.

– რაო ექიმო? თქვენ რა, მირჩევთ თავშეუკავებას და ადამიანებთან გრძნობების გადმოხეთქვას?

– სრულებითაც არა, ძვირფასო. ასეთი რჩევა თქვენთვის არ მომიცია. მაგრამ გრძნობების ჩათრგუნვა – საკუთარი თავის მიმართ დანაშაულია.

– მაშინ, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს?

– აღიარეთ, რომ ისინი არსებობენ. ნე გაურბიხართ. უწოდეთ სახელები და მიეცით უფლება იყვნენ. ზოგჯერ ეს საკმარისია, რომ ბრაზი ჩაქრეს, წყენა გაქრეს.

– შეუძლებელია!

– ეს არის ჩემი რეცეპტი. გინდათ გამოიყენეთ, გინდათ – გააგრძელეთ წყენების ყლაპვა. თითოეული პაციენტი თავად ირჩევს, როგორ მოიქცეს. მოდით, ახლა, მუცლის ღრუს გაგისინჯავთ. ასე გტკივათ? აი, ასე?

– უი, ტკივილით არა, მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებს. უკან, ხერხემალს გადასცემს.

– შესაბამისად, აქ გაქვთ ჩალაგებული უსიამოვნოებები.

– უი, უი აი, იქ კუჭქვეშ კი ძალიან მტკივა! თითქოს ქვა გადამეყლაპოს.

– ო, ჩემო კარგო, ვიღაცამ გაგაბოროტათ ეტყობა, გადაყლაპეთ და აქ მალავთ, ახლა სიმძიმედ გაწევთ. ვინემზე ხართ ძალიან გაბრაზებული?

– ოი, ოი… რა ვიცი, მაგრამ როგორ მტკვივა!…

– სრულებით გეთანხმებით მძიმე ტვირთია. რეკომენდაციას გიწევთ გადაყაროთ. წლებთან ერთად უფრო დამძიმდება, ასეთი თვისება აქვს – ყველანაირ ნეგატივს იკრავს.

– კარგით, მადლობა. მივხედავ ამ ქვას, მაგრამ ახლა ამისთვის არ მოვსულვარ. რატომ ვერ ვამბობ სიტყვა  «მიყვარხარ»?

1369– და ხელს რა გიშლით?

– არ ვიცი, ხელს რა მიშლის. რაღაცნაირად … მრცხვენია.

– გრცხვენიათ? გამოდის თავს აკავებთ! გასაკვირი არ არის, ასეთი შებოჭილობა – სივიწროვეში, მომწყვდეულში ამყოფებთ სხეულს. სიყვარული – თავისუფალია, როგორც ჩიტი. მან კი სად უნდა გაშალოს ფრთები, როდესაც ასეთ დღეში ხართ?

– კი მაგრამ რატო? რატომ ვარ ასეთი შებოჭილი, რაშია საქმე?

– ამის გარკევევას ვცდიობთ, ძვირფასო! მოდით, თქვენი ნებართვით, ახალ „დავაკაკუნებ“.

– ოი! ოი! არ გინდათ, რა! გთხოვთ ნუ ურტყამთ! მეშინია!

– გამოდის თქვენს შიშებსაც მიადგნენ. მადლობა ღმერთს! მაგრამ ხომ არ გტკივათ? რისი გეშინიათ?

– ტკივილის მეშინია! არ მინდა მტკიოდეს!

– როგრო ფიქრობთ, როდის გტკივათ?

– როდესაც დაიზიანებ რაღაცას. როდესაც დაიწვავ. დაეცემი. როდესაც დაუფიქრებლად იქცევი. როდესაც, რაღაცას წამოჰკრავ! ბასრი კუთხეებისგან – მწარედ გტკივა.

– ეეე, ჩემო კარგი! თქვენ სიყვარულის გშინებიათ, ასე გამოდის!

– მე? მეშინია??? ეგ რა შუაშია…

– სიყვარული ხომ – აღმაფრენაა!!! ასე არ არის? აღმაფრენაც არის და დაცემაც, დაჯახებაც, საშიში მოსახვეებიც.  მის ბასრ კუთხეებს, ვერსად გაექცევით – უნდა ისწავლოთ მათი გამოსწორება ან გვერდის ავლა. შეუძლებელია სიყვარული იყოს ფრთხილი! თუ ცეცხლის გეშინიათ – როგორ დაანთებთ გულში სიყვარულის ცეცხლს? «სიყვარულის ცეცხლი» – თუ გაგიგიათ ასეთი რამ?

– ექიმო… ვიცი. მქონდა ეს ყველაფერი. იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი აღმაფრენაც და სიყვარულის ცეცხლიც, დალურჯებაც და კოპებიც… და სისხლიანი ჭრილობებიც არ დამკლებია. დასაწყისში ისეთი ფრენაა – სუნთქვა გეკვრის! შემდეგ, ისე ენარცხები მიწას, ძლივს პოულობ საკუთარი სხეულების ნაწილებს, თავიდან ასაწყობად! მოკლედ, ერთ დროს, დამწვა მე სიყვარულმა.

– ამიტომ ახლა, გეშინიათ…Kaçırılan Fırsatlar

– დიახ. მეშინია. მეშინია, რომ ვერ გამიგებენ. უარს მეტყვიან, მიმატოვებენ, მომატყუებენ, მაწყენინებენ, დამჭრიან, მატკენენ. მეტს ვერ გადავიტან, ვერ გავუძლებ. ეს ისეთი მტკივნეულია, როდესაც გათელილი გული ხელში გიჭირავს!

– ამიტომ, თქვენ გამოამწყვდიეთ, შებოჭეთ გრძნობები, დაიფარეთ თავი ტკივილებისგან. ხვდებით, რატომ გიჭირთ სიტყვა «მიყვარხარ» წარმოთქმა… უბრალოდ, გეშინიათ! გეშინიათ ტკივილის. კიდევ ერთხელ, გულის გატეხვის გეშინიათ.

– დია, დია, დიახ. ასეც არის. მინდა სიყვარული! ძალიან მინდა! მაგრამ ძალიან მაშინებს! მეშინია! დამხმარეთ ექიმო!

– ნუ ნერვიულობთ, საყვარელო. თქვენი ავადმყოფიბა მომაკვდინებალი არ არსის, პირიქით, განკურნებადია. რეცეპტიც მარტივია. ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული.

– და რა?

– და არაფერი. თუ შეგიყვარდებათ თავი – არასდროს მისცემთ ვინმეს უფლებას, დაგჭრათ. თავადაც, დაუფიქრებელი მოქმედებებით არ დაიზიანებთ თავს. აირჩევთ მხოლოდ საუკეთესოს,  სასარგებლოს. მიაგნებთ ბედნიერების წყაროს და არასოდეს არავიან შეეცდბა თქვენს წყენას ან გაბრაზებას! რადგან დადგებით ამ ყველაფერზე მაღლა.

– კი მაგრამ… რას მეუბნებით? მე ახალა ჩემი თავი, არ მიყვარს?

– უკვე იწყებთ!… სხვანაირად აქ არ იქნებოდით. უკვე დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა – ეს კი კარგის ნიშანია.

– კი… მაგრამ, რას ნიშნავს – თავის სიყვარული?

– თავდაპირველ ეტაპზე მოუსმინეთ თავს, ისწავლეთ ეს. გაერკვიეთ სურვილებში, გრძნობებში. თორემ, რასაც არ შეგეკითხებით, ყველაფრზე მპასუხობ – «არ ვიცი», «ვერ ვგრძნობ». თუ კი თქვენ არ უსმენთ საკუთარ თავს, სხვებმა რატომ უნდა მოგისინონ?

– კი, მაგრამ მე მეგონა…

– რა გეგონათ, რომ თუ კი საწყალი და დაუცველი იქნებით, ვინმე დაგინდობთ და თავზე ხელს გადაგისმევთ? არა ძვირფასი, შეცდით! დაგჭრიან კიდეც, დაგამცირებენ… მსგავსი იზიდავს მსგავს, ძალიან დიდი ხანია ეს დამტკიცებულია.

– რა გავაკეთო? როგორ ვისწავო საკუთარი თავის სიყვარული?

semtxvevitoba დაინდეთ თავი, შეაქეთ, წაახალისეთ. თავი, დრო და დრო უნდა გაახარო – იცოდით ამის შესახებ? არ გადაიტვირთოთ! არ გააკეთო ის, რისი გაკეთებაც არ გინდათ! არავის მისცეთ უფლება გაწყენინოთ და არ მისცეთ თავს უფლება გეწყინოთ! 

– ეს როგორ გავაკეთო, როდესაც საწყენ სიტყვებს მეუბნებიან?

– ძალიან მარტივად, თქვენ პასუხობთ: «მე ეს ვერ გავიგე!». პირდაპირ ვერ ეტყვი? თქვი გულში! რა თქმა უნდა, თუ არ გინდათ ყველაფრი ისევ შიგნით ჩაალაგოთ, წყენები ყლაპოთ და ლოდები ათრიოთ.

– არავითარ შემთხვევაში… უკვე ვიცი, აწი ასეთ სიმძიმეებს არ ავიკიდებ, ვისწავლი თავის სიყვარულს, დანდობას და სისაძაგლეებს ყურს არ დავუგდებ.

– ძალიან კარგი. გამოიყენეთ ეს რეცეპტი. მალე იგრძნობთ – გაგინთავისუფლდათ ადგილი სიყვარულისთვის. ვფიქრობ, საკითხი ამოწურულია და შეგვიძლია დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მედიცინამ თავისი სიტყვა თქვა, აწი თქვენ იცით.

– მოიცადეთ ექიმო! კი მაგრამ რანაირად განთავისუფლდება თუ იქ, ამდენი რამეა?

– დიახ-დიახ… ქვების მარავალფერივნებაა და იხარეთ, ბლომად გაქვთ დაგროვილი… ჩანასახისო… გადაყლაპული წყენებიო… ისე, ძალიან კი შეეცადეთ დაგროვებას, ძვირფასო!

– მერე, რა გავაკეთო?

– აი, აქ კი საყვარელო, ერთადერთი რეცეპტი არსებობს: აპატიეთ, აპატიეთ და კიდევ ერთხელ, აპატიეთ! დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ! გისურვებთ ჯანმრთელობას! შემდეგი!

 

ავტორი უცნობი
წყარო: ინეტი

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

One thought on “გულისხმიერი ექიმი (იგავი)

  1. uuuh tqven gaixaret! madlobt qalbatono tamar aseti kargi temisatvis.vinc moindomebs axal pirovnebad chamoyalibdeba.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.