როგორ გავიგო ჩემი დანიშნულება (იგავი)

11109558_998795986806328_7606517741968246584_nერთხელ, ახალგაზრდა და ძალიან ამბიციური ახალგაზრდა  გაუყვა მთებისკენ გზას. რათა შეხვედროდა ბრძენს. მას სურდა, ბოლოს და ბოლოს გაერკვია, რა იყო მისი დანიშნულება, მისია.
გრძელმა გზამ აუშალა ფიქრები  – როგორი განსაკუთრებილი უნდა ყოფილიყო ბრძენის სახლი და თავად ადამიანიც.
სიცხისგან გადაოქროსფერებულ მინდორში, მას შემოხვდა ხის შენობა, რომელიც ოჯახზე გათვალისწინებულ მყუდრო სახლს უფრო ჰგავადა ვიდრე სიბრძნის და ცოდნის წიაღს.
ხედავს, ხელებგაშლილი და ჩახუტების სურვილით მისკენ წამოსულ ღიმილიან, საშუალო სიმაღლის და ძლიერ მამაკაცს. 
– სასიამოვნოა უცხო ახალგაზრდის დანახვა ამ მხარეში. დავლიოთ ჩაი?
  ახალგაზრდა კაცმა წარბები შეკრა, მოიღუშა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მეზობელთან შეიარა სტუმრად.
 – მე მინდა გავერკვე ჩემს დანიშნულებაში.
 – მართლა?… და როგორ ფიქრობ, მე შევძლებ დახმარებას?
 – აბა რისთვის მოვედი. თუ შეიგძლიათ მიპასუხეთ კითხვაზე.
მამაკაცს გაეღიმა და მშვიდად წამოდგა. გავიდა ეზოში და მოწყვიტა სურნელოვანი ყვავილი. შემობრუნდა სახლში, იპოვა მომცრო ზომის ლარნაკი, სადაც წყალი ისე ჩაასხა, რომ ძირი ძლივს დაფარა.  მერე, ყვავილი ჩადო ლარნაკში.
შენ ხარ ლარნაკი, ყვავილი – შენი დანიშნულება.
– კი მაგრამ, ყვავილი როგორ გაიხარებს თუ წყლში არ ჩადეთ?
– მართალია. სწორედ, ამიტომ უნდა გაიგო, რას ნიშნავს წყალი. წადი, მოიარე მთები. მეზობელ ოთახში იპოვი კარავს, ყველა აუცილებელ ნივთს და საგზალს. დაბრუნდი მაშინ, როდესაც პასუხ გეცოდინება.
მოვლენების ასეთი განვითარებით ახალგაზრდა კაცი იყო აღშფოთებული, მაგრამ მაინც დაჰყვა მასპინძლის ნებას. ბოლოს და ბოლოს, ტყუილუბრალოდ ხომ არ ცხოვრობს მთებში, ეს ბრძენ კაცად წოდებული… – გაიფიქრა
დაეხეტებოდა მთებში. ჰქონდა მცირე რაოდენობით საკვები და არ გააჩნდა გარეული ცხოველებისაგან არანაირი თავდაცვის საშუალება. ღამე შლიდა კარავს, ანთებდა ცეცხლს და გამუდმებით ფიქრობდა თავის კითხვაზე.
ფიქრები, რომლებიც ახლა თავში უტრილებდა, განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც ფიქრობდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადრე, იქ ბარში, მას არ ჰქონია ბევრი ფიქრის საშუალება. აქ, ბუნების სილამაზემ მონუსხა, აღფრთოვანებული აკვირდებოდა გარშემო ყველაფერს. ჩიტების გალობა ხელს უშლიდა იმ აზრების თავმოყრაში, რომლებიც დიდი ხანი არ აძლევდა მოსვენებას.
მიწის და ბალახის სურნელთან შეზავებული მთის ჰაერი, აზრებს ურევდა სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი მზად იყვნენ  მიეღოთ გარკვეული ფორმა. მთებში იპოვა გაცილებით მეტი, ვიდრე, უბრალოდ აზრები. დაკვირვებებმა სკუთარ თავზე და ბუნებაზე, მასში უცნაური გრძნობები აღძრა, გამოიწვია შინაგანი ცვლილები და რომ გეკითხათ რა, ვერ გიპასუხებდათ… ხეტიალში, მან საკუთარ თავს შეხედა სხვა კუთხით, მიხვდა – არავის შეეძლო მისი გაბრაზებადა წყენინება. ის იყო სრულიად გახსნილი, გულღია და გრძნობოდა – გარემო და სივრცე როგორ ავსებდა ენერიით.
მესამე დღეს  შენიშნა,  როგორ დატოვა ფორიაქმა ნელ-ნელა. იგრძნო, აკვიატებულმა აზრებმა, როგორ დაიწყეს სადღაც გაქრობა.
სულ უფრო ნაკლებად აღელვებდა, როგორი უნდა ყოფილიყო ცხოვრებაში. მინდვრებში და მათა-გორებზე სიარულით ის, სხვა კი არ იყო, ვინმეს კი არ უნდა მოსწონებოდა, არამედ, გრძნობდა და ეკუთვნოდა მხოლოდ საკუთარ თავს.
მოულოდნელად გააცნობიერა, სანამ არ მოიპოვებს შინაგანად სიმშვიდეს, სანამ არ დაუბრუნდება თავს, ვერ  გაიგებს რა უნდა სინამდვილეში. უცნაურად და გულუპრყვილოდ ეჩვენა თავისი განზრახვა – რანაირად შეძლებდა გაეგო დანიშნულება, როდესაც წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო და რას წარმოადგენდა. რატომ ეგონა, რომ იპოვიდა მისიას, საკუთარ თავთან ბედნიერების და სიხარულის შეგრძნების გარეშე?…
რამდენიმე დღის ხეტიალის შემდეგ, დაბრუნდა ბრძენთან დამშვიდებული და ბედნიერი.
საღამოს დაანთეს ცეცხლი და კაცმა სთხოვა სტუმარს, მოეყოლა მოგზაურობაზე.
წყალნაკლული ლარნაკი ყვავილთან ერთად, ჯერ კიდევ მაგიდაზე იდგა. ახალგაზრდა მივიდა ლარნაკთან და შეავსო წყლით და თქვა:
–  მე ვარ გაოგნებული, თურმე აქამდე სად ვიხედებოდი. როცა ქალაქიდან მოვდიოდი, ერთი სული მქონდა გამეგო, რა უნდა გამეკეთებინა ისეთი, რომ სხვებზე უკეთესი ვყოფილიყავი. მთებში მოგზაუობის შედეგად მივხვდი – ის, რაც არ მასვენებდა იყო ჩემი სიამაყე. მოუსვენრობის მიზეზი იყო ის რომ გულის სიღრმეში არსდროს მჯეროდა საკუთარი უნიკალურობის, არ ვიცნობდი საკუთარ თავს. მინდოდა სხვების გასწრება, მხოლოდ იმიტომ რომ მომეხდინა არასრულფასოვნების გადაფარვა და ამით, ამომევსო ის სიცარიელე, რომელსაც ვერფრით ვავსებდი. მთაში შევხვდი და გავიცანი საკუთარი თავიწყალი, საკუთარი თავის მიმართ  სიყვარულია. ჩემთვის ეს სიყვარული ნიშნავს – უკეთ გავუგო თავს და მქონდეს მისი სრული ნდობა. უკვე, აღარ მჭირდება ვინმეს გავუსწრო. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რაც მინდა და რაც უნდა გავაკეთო. გულმა მიკარნახა და მე მას სრულებით ვენდობი.
ამ სტუმრობიდან გავიდა სამი წელი. ბრძენი ბარში ჩავიდა სამუშაო იარაღების საყიდლად და იყიდა გაზეთი, სადაც წაიკითხა, ბოლო წლის მსოფლიოში გახმაურებულ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანიაზე. ბრძენი დააკვირდა ფოტოსურათს და ამოიცნო ახალაგაზრდა კაცი რომელიც, შეხვდა საკუთარ თავს.

 

One thought on “როგორ გავიგო ჩემი დანიშნულება (იგავი)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.