მადლობა

ფიქრია ნიკოლაძე:

ქალბატონო თამარ, მადლობა რომ არსებობთ! ❤
ჩემი ცხოვრების საინტერესო გამოწვევამ გამაცნო თქვენი თავი, საქმიანობა, მადლობა რომ ჩვენი ურთიერთობა fiqriშედგა და განვითარდა. ძალიან მიხარია, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. თქვენთან ურთიერთობის პროცესშივე ჩემს აზროვნებაში და ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა პოზიტივისკენ და წარმატებისკენ. 

უკეთესი იქნებოდა, უფრო ადრე დაგკავშირებოდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი სესიის შემდეგ მოდის ახალი გაცნობიერება, ხედვა, დამოკიდებულება, აზრები და გადაწყვეტილებები. შენ გესმის მოვლენების თანმიმდევრობა, გესმის საკუთარი თავის, განსაზღვრავ და აკონტროლებ შენს ქცევებს ყოყმანისა და ეჭვის შეტანის გარეშე. გრძნობ რომ მიდიხარ იმ გზით, რომელიც შენი გზაა, აცნობიერებ, რომ თვითონ ირჩევ ამ გზას სიამოვნებითა და სიხარულით, რომელიც აუცილებლად დასახულ მიზნამდე წარმატებით მიგიყვანს. ერკვევი რეალურ სურვილებში. აღარ გავხარ აზროვნებით იმ ადამიანებს, რომელთაც თითქოს ყველაფერი აქვთ- წარმატება, სიმდიდრე, ბედნიერება, თუმცა არც კი იციან სინამდვილეში რა უნდათ. საერთოდ არ გიჩნდება სურვილი იწუწუნო და იყო შეშფოთებული ცხოვრებისეული გამოწვევების გამო, აღარ გინდა შენი დრო დაუთმო ასეთ არაფრისმომცემ რაღაცეებს. გრძნობ შინაგან ძალას და გარდატეხას შენში, გრძნობ რწმენას და თავდაჯერებულობას. მზადყოფნას ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ, აღარ გაშინებს და გთრგუნავს ეს ყველაფერი, პირიქით სტიმულს გაძლევს, მოტივაციას გიმაღლებს. საკუთარი თავის სიყვარულს, მიღებას, გაგებას სწავლობ. ხედავ, როგორ იცვლები, იცვლება შენი რეაქციები, ემოციები, აზრები, ფიქრები, ქმედებები, შენი ცხოვრება, ადამიანების მხრიდან დამოკიდებულებები. სიტუაციები შენს ირგვლივ ლაგდება, მშვიდდება. მოკლედ, ხედავ სამყაროს სხვა თვალით, სხვა აღქმით, რომელიც დამახინჯებული გვაქვს სტერეოტიპული აზროვნებისა და ცხოვრებისეული გამოცდილებების არასწორი გაგების გამო.

მადლობა თქვენ, რომ ეხმარებით ადამიანებს! მადლობა თქვენი თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე დამოკიდებულებისათვის.

საუკეთესო სურვილებით და სიყვარულით ფიქრია.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.