მზეთუნახავი და უფლისწული (ზღაპრისმაგვარი, ფენტეზი)

drმზეთუნახავს ყოველთვის სჯეროდა დიდი სიყავრულის და მზად იყო თუ კი ოდესმე ეწვეოდა, ბოლომდე ებრძოლა მისთვის. ერთხელაც გაიფიქრა  “ბრძოლაში ყველანაირი ხერხი მისაღებია“-ო. მან გაიგო, მისი საყვარელი უფლისწული განმარტოვდა-ო კოშკში იმედგაცრუებული, იუპიტერის სიდედე ქემაღლობით შეპყრობილი და გადაწყვიტა – რაც არ უნდა დაჯდომოდა, გადერჩინა საცოდავი უფლისწული.

კოშკს იცავდა ურჩხული, რომელსაც უფლისწულზე არც თუ კარგი წარმოდგენა ჰქონდა. ის, ერთ ქარაფშუტა და უიშვიათეს გარეწარად მიაჩნდა.

მზეთუნახავი გახლდათ შეუპოვარი. უფლისწულის გულისთვის «წყალშიც ჩადგებოდა და ცეცხლშიც გავიდოდა». მან კარადიდან გამოიღო მახვილი ხმალი, მოახტა მკვირცხლ ცხენს და გაუდგა გზას.

მიქრის მზეთუნახავი მიაჭენებს ცხენს, თმები ლამაზად  შეუკრია უკან და თავში უფლისწულის გადარჩენის გეგმა უტრიალებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლისწული ხამამაღლა არ ამბობს, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან უყარს თავის ქება და დიდება. ამიტომ ჩუმად, მთელი სულით და გულით ელოდება, რომ მას შეიცოდებენ… ერთხელაც იქნება და გადაარჩენენ, განადიდიებენ…

ნამდვლი სულელია, ეს ჩვენი უფლისწული.
სანამ ურჩხულამდე მიაღწევდა და უფლისწულის გულის მოსაგებად შეებრძოლებოდა, უამარავ განსაცდელებს გაუძლო მზეთუნახავმა. როგორც იქნა, მივიდა და რადენიმე დღე ებრძოლა მინდორში… უფლისწული, ამ დროს, იჯდა კოშკში თვითკმაყოფაში, ტკბებოდა სეირით – მის გულისთვის ატყდა ეს ყველაფერი და ცოტა ამბავი კი არ იყო…  ამ ყველაფერთან ერთად, მიითმევდა ვისკის.

საზიზღარი უფლისწული… ამაზზრზენი…

მორიგი შერკინების დროს დრაკონი დაინტერესდა და მზეთუნახავს ეკითხება:
– მომისმინე პაწია, რა „ჯანდაბაში“ გჭირდება ეს უფლისწული… ეს ადამიანის მსგავსი არსება?
– როგორ თუ რაში, მე ის მიყვარს! – უპასუხა ოფლის წმენდით, შეურაწყოფილმა, აღშფოთებლმა და საბრძოლელად მომართულმა მზეთუნახავმა.
– მოიცა, მოიცა… შენ ხომ საერთოდ არ იცნობ. მას ხომ საკუთარი თვის გარდა, სხვისი სიყვარული არ შეუძლია. საკუთარ თავზე საუბრის გარდა, სხვა თემა არ აქვს სასაუბრო. ამ ყველაფერთან ერთად, ლოთია და ბევრ ინფორმაციას ვერ „ხარშავს“. მიდი, გულზე ხელი დაიდე და მითხარი, რაში გჭირდება?
– მე ის მიყვარს. ვალდებული ვარ გადავრჩინო და ვიბრძოლო მისი გულის მოსაგებად, ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ შემიყვაროს! – მზეთუნახავი ცოტა არ იყოს შოკირებული იყო დრაკონის გულახდილობით.
– „გეხვეწები რა“… ჯერ ერთი, ეს რა სიყავრულია თუ ბრძოლა გიწევს?  სიყვარული – ორმხრივია, ურთიერთგაგებაა და რამე რუმე… უაზრობაა სიყვარულის ხვეწნა, მუდარა, თავის დამცირება, მისი გულისთვის თვის გატეხვა… უაზრობაააააა. სიყვარული ან არის, ან არ არის. დანარჩენი ილუზიაა და შენი ავადმყოფური წარმოდგენები. მეორეც, შეხედე უფლისწულს კარგად, დააკვირდი ყურადღებით! იმედგაცრუების, დამცირების და დაცემული თვითშეფასების გარდა, ის რის მოცემას შეძლებს? კარგად გაახილე თვალები, შე ციცქნავ შენა.

მოულოდნელად, მზეთუნახავმა გააცნობიერა და სხვა კუთხით დაინახა უფლისწული. ჩაწვდა თვის უაზრო და სულელურ ქმედებების არსს.
– მართალი ხარ ურჩხულო. მაპატიე. წამოხვალ? მშია და შევჭამოთ რამე… – მზეთუნახავმა იქვე მიაგდო ხმალი და გაეშურა ცხენისკენ.
– რა პრობლემაა, რატომაც არა… მოდი ამოცოცდი ჩემს მხრებზე, ასე უფრო სწრაფად მივალთ. ვიცი მე, აქ ერთი კარგი ადგილი. იქ ისეთი კარგი შეფ-მზარეული ჰყავთ „თითებს ჩაიკვნიტავ“. დარწმუნებული ვარ – მოგეწონება!
დრაკონიმა შემოისვა, თავის მძლავ მხრებზე მზეთუნახავი და გაფრინდნენ.

პრინცი?

პრინცი დარჩა  თავის თავზე შეყვარებულ კრეტინად.
ზღაპარიც მორჩა, ვინც წაიკითხა და თავი ამოიცნო – შეეცადოს, შეწყვიტოს უაზრი და მოგონილ სიყვარულზე გამოკიდება. ძვირფასო, ნუ ეძებ სიყვარულს იქ, სადაც ის არ არის.

 

 

 

ავტორი: უცნობია

წყარო: ინეტი

One thought on “მზეთუნახავი და უფლისწული (ზღაპრისმაგვარი, ფენტეზი)

  1. მაგარი სისულელეა თავის,როცა ემოციას ახარჯებ იმას ვისაც არ სჭირდება,…და თავხედობაცაა,ფიქრობ მხოლოდ შენს ემოციებზე,რომლითაც მას ღლიი,,,საკუთარ თავზე მაქვს ასეთი ქარაფშუტობა გამოცდილი,და საერთოდ ის ადამიანი არაფერ შუაშია ,თუ ბოლოს გულ დაწყვეტილი დავრჩი,,,,მხოლოდ გამოცდილება დამრჩა,,

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.