არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი)

qaqერთი იგავი მოგვითხრობს:

უღარიბესი ქალი პატარა ბავშვით ხელში, მიუყვებოდა გზას, როდესაც გვერდზე მდგომი ტრაქტირდან მოესმა ხმა:

«შემოდი და აიღე ყველაფერი რაც მოგესურვება, მაგრამ არ დაგავიწყდეს მთავარი! კარგად დაიმახსოვრე: როდესა, აქედან გახვალ, კარი დაიკეთება სამუდამოდ. ახლა კი შეგიძლია გამოიყენო ეს შანსი, მაგრამ არ დაგავიწყდეს მთავარი

ქალი შევიდა და რას ხედავს – მეგიდებზე დახვავებულმა ოქრომ და ძვირფასეულობამ ლამის ჩაამტვრიოს ისინი. განუსაზღვრელი სიმდიდრის შემხედვარემ და გაოცებულმა, ბავშვი ჩამოსვა იატაკზე. თვითონ დაიწყო ჯიბეების, წინსაფრის და სადაც რამე ჩაეტეოდა, ხარბად ავსება. იღებდა – მონეტებს, ძვირფას ქვებს და ლითონებს.

ხმამ გააფრთხილა: «დაგრჩა ათი წუთი!»

მეტის წაღების სურვილით შეპყრობილმა, დარჩენილი დრო გამოიყენა ძვირფასეულობის და ოქროების დამატებით შესაგროვებლად. არაქათგამოცლილი და გახარებული გამოვარდა ტრაქტირიდან.

და კარებიც მიიხურა… მხოლოდ, მაშინ გაახსენდა შიგნით დარჩენილი ბავშვი მაგრამ სამწუხაროდ, კარები იყო დახურული სამუდამოდ.

ანალოგიური ხდება ჩვენ თავს.qaa

ძალიან ცოტა ადამაინი თუ ცხოვრობს დედამიწაზე ას წელზე მეტს და ხშირად შინაგანი ხმა მუდმივად ეჩურჩულება, აფრთხილებს:

არ დაგავიწყდეს მთავრი. მთავრი – ეს სულიერი ფასეულობები, სიცოცხლე, ოჯახია.

ფული, მოგება, სიმდიდრე და მატერიალური სიამოვნება უმეტესწილად ისე დაგვიბინდავს თავლებს, მთავრი ყოველთვის რჩება მეორე მხარეს მანამ, სანამ სიკვდილი არ მიუჩენს ყველაფერს თავ-თავის ადგილს. როდესაც, ჩვენთვის ამ ცხოვრების კარები სამუდამოდ მიიხურება, სულს აღარ დასჭირდება ხილული სიმდიდრეები.

 

2 thoughts on “არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი)

  1. madloba qalbatono tamar saintereso igavebistvis dzalian mexmareba sakutari dakarguli tavis povnashi,didi survili maqvs tqveni gacnobis axlo da tu aris shesadzlebeli,warmatebebs gisurvebt

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.