უნდა გითხრა სათქმელი

მაპატიე, რომ შენობით მოგმართავ…
4-18არ ვიცი, შეიძლება დილის ოთხ საათზე ამას იმიტომ ვწერ, რომ სწორედ შენ ხარ ადრესატი.
– ვწუხვარ
– ბოდიში
– მადლობა
– მე შენ მიყვარხარ
უნდა გითხრა:
ყოველთვის, როდესაც ვიღაცა გაყენებს ტკივილს ან არ მოგწონს ვინმე… არ იჩქარო გნრისხება. ტკივილი ან მიუღებელი მოვლენა სამყაროს პასუხია შენ თხოვნაზე.

ვიცი, ვიცი, განა, გაზრებულად გააკეთე ეს?
გაუთვითცნობიერებლად მოიზიდე, აი მაშინ როდესაც ოცნებებს, სურვულებს და მიზნებს აყალიბებდი.

ხშირად გეუბნებიან, არ იოცნებო, დაისჯები, ცოდვააო – განა იმ იმიტომ, რომ ზემოდან ვინმე დაგსჯის… უბრალოდ, იმიტომ არ უნდა იოცნებო, რომ არ გეტკინოს, არ დაიტანჯო, ხელახლა არ დაიბადო… არა და , ოო … სიახლის, როგორი ძლიერი კატალიზატოროა ეს ყველაფრი!!!

ვიცი, ახლა შენ ეს არ გესმის, იმიტომ, რომ გტკივა…

ტკივილი, ბრაზი – მხოლოდ და მხოლოდ ძაფზე გამობმულ თოჯინებს წარმოადგენენ, რომლსაც მათავ შენ…

“იყავი ფრთხილად სურვილების მიმართ”- ჩაგესმის მარადისობიდან.

როდესაც შენ გაქვს სურვილი, ოცნებობ და ისახვ მიზნს…
და როდესაც, მკაფიო სურათად დაჯდება, გამყარდება შენს გონებაში – სრულიად სამყაროში იწყება ცვლილებები ამ სურვილების განსახორციელებლად.
საჭირო მოვლენები სინქრონულად იწყებს განლაგებას.

რაღაცას დაკარგავ, რაღაცას შეიძენ…
შენი ცხოვრებიდან ვიღაცა წავა, მოგცილდება ხელის შემშლელი
სამაგიეროდ, გაიცნობ იმათ, ვინც ხელს შეგიწყობს, შემოუშვებ ახალს…
მოვა ტკივილიც, შეიძლება ჩუმ კივილამდეც….

რატომ ხდება ასე?

მიზნისაკენ სიარულს სჭირდებაა ძალა,
ძალას კი იძლევა ტკივილი და სიძნელეები.

საკვირველია?

როცა ოცნებობდი, მხოლოდ უკმაყოფილობას განიცდიდი მდგომარეობით, ამის გამოც გადაწყვიტე ცვლილებები…
ცვლილებები კი საფასურს ითხოვს…

მესმის, შენ ეს არ იცოდი…
.
– ახლა კი, შენ რა გინდა?
აირჩიე – უკან დაბრუნება თუ ოცნებების ასრულება?
– რა საკითხავია, ასრულდეს ოცნებები

მაშინ შეეგუე: ეს არის ის, რაც არ იყო…
აქვე დაიმახსოვრე: ეს არის ის, რაც უნდა დაიბადოს…

ახლის დაბადება ტკივილს უკავშირდება.
ღამეს მოჰყვება, დღე.
დაღმართს, აღმართი…
წყვდიადი უნდა გაქრეს, რომ ნათელი სრულად მოეფინოს…

განზრახვით…
შენ…
მხოლოდ შენ,
ხელი დააჭირე იმ მექანიზმს, რომელმაც ჩართო ცვლილებები, რათა ხელახლა იშვა მასში.

ოცნების გზაზე, იზიდავ ტკივილსაც….
ამიტომ დაიმახსოვრე, სხვა ადამიანმის მიერ მოყენებული ტკივილი – გამოწვეულია შენით.
ის – თოჯინაა შენ ხელში…
ნუ განრისხდები მასზე, არამედ გულში წარმოთვი:
– ვწუხვარ
– ბოდიში
– მადლობა
– მე შენ მიყვარხარ

გაუშვი და შეეგებე ახლის დაბადებას, სიხარულით!!!

© თამარ კვარაცხელია

12.10.2016

03:30წთ

 

One thought on “უნდა გითხრა სათქმელი

  1. ”ამიტომ დაიმახსოვრე, სხვა ადამიანმის მიერ მოყენებული ტკივილი – გამოწვეულია შენით.”

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.