მარადისობის უმცირესი ნაწილი, დროის ტყვეობაში

bfec75e7e3d444dc45def01890e1d211ენერგია – ფაქიზი და მკვრივი

შენ...

ფაქიზი – უსასრულობიდან გადმოსული, უსასულობისკენ მიმავალი.

მკვრივი – ფაქიზი ენერგიის დროებითი სახლი. მარადისობის უმცირესი მონაკვეთი დროის ტყვეობაში. საწმენდეთი.

ენერგია უპირობო სიყავრულისა – უსასრულობა…

მისია – ფაქიზი ენერგიის განწმენდა, ზრდა და ასვლა უპირობო სიყვარულამდე, დაბრუნებაა ჭეშმარიტ სახლში…

როგორ?

პრობლემებით, წინააღმდგობებით, მარცხით… პატიების სწავლით , მადლიერებით – გაკვეთილებით, რომელსაც გავდივრთ დროში გამომწყდეულ მრადისობის ნაწილში – საწმენდეთში.

რატომ?

გავიზარდოთ, შევიმეცნოთ, გავაცნობიერეოთ საწყისი და დასასრულის უაზრობა, ჭეშმარიტი ენერგიის, ერთი დიდი უსასრულობის, არსებობა ენერგიებად.
ამ პროცესში პოულობ შენში „ვიღაცას“ რომელიც აკვირდება ყველაფრს საწმენდეთში. დროთა განმავლობაში, იდენტურობის განცდა გეუფლება. ნელ-ნელა ხვდები – თურმე, ეს „ვიღაც“ ხარ შენ! ეჩვევი მას და ხდები ყოფიერების მაყურებელიც და მონაწილეც, ასრულებ როლებს. მაყურებლის განვითარებასთან ერთად, ვითარდება შენი როლები. ფაქიზი ენერგია იღებს თავისებურ ეშხს, ქვიშის კოშკებზე გადვალილ ტალღასავით ჩამიშლება ადრინდელი შეხედულებები, ხდება ფასეულებების გადაფასება და განიცდი სწრაფვას – დაუბუნდე მარადისობას… მაგრამ მანამდე, ტკბები და მწარდები საწმენდეთის მრავალ ფერადოვნებით, აგემოვნებ ნათელსაც და ბნელსაც… მერე აკეთებ არჩევანს – ერთისკენ ან მეორისკენ. ამ არჩევანზეა დამოკიდებული დაბრუნება საწყისთან. მაგრამ შენ ჯერ ეს, არი იცი…f785c99d62fb

მიუხედავად ყველაფრისა, გააზრებულად ირჩევ ნათლეს – ითვისებ გაკვეთილებს, იძენ ბედნიერების ჩვევას, განიცდი სიხარულს და შეიგრძნობ ყოვლწამიერ მადლიერებას და ხვდები ნაკადში, სადაც, სასწაულები ხილული ხდება. ასე, ეზიარები  სიყავრულს…

„თუ სიყავრული შეგიძლია, სხვა არაფერი გინდა, თუ სიყვარული არ შეგიძლია – ყველაფერი რაც გაქვს კარგავს აზრს.“

„სიყავრულს საერთო არაფრი აქვს ურთიერთობებთან. სიყვარული მდგომარეობაა“ – ოშო

მდგომარეობაა, მოძრაობაა.

სიყვარული მოქმედებაა, ენერგიაა… განვითარებადია ეტაპობრივად.

ვიტყოდი, 3 ეტაპად:

– უპირველესად, სურვილია უკეთ გაუგო საკუთარ თავს. თვიდან, ვერ ხვდები რატომ ხარ – ავი, ფიცხი, გაბრაზებული, ბილწი… მერე საკუთარ თავს ხელახლა ხვდები და აცნობიერებ – ვერანაირად ვერ შეძლებ სხვის სიყვარულს, თუ არ გეყვარება საკუთარი თავი. რასაც ეუბნები, ბარზდები, უწუნებ სხვას, ზუსტად იგივეს ეუბნები, უწუნებ, და უბრაზდები საკუთარ თავს. თუ გაიჭედები ამ პირველ ეტაპზე და ვერ მოასწრებ დროში დატყვევებული მარადისობაში ზრდას, მუდმივად იტრილებ უსასრულო გარადსხვის ციკლში და ვერ ჰპოვებ სიმშვიდეს, ვერსად. გგონია, სიკვდილი დასასრულია, მოვა და დაისვენებ? სიკვდილი არ არის შევება. შენთვის ცუდი ამბავი მაქვს: ის არ არსებობს! სიკვდილი შესასვლელიც არის გასასვლელიც. მიმართულების ბილეთს იღებ საწმენდეთში. … ან პირველწყაროს გაწმენდილი ენერგით შეუერთდები ან დროში გაჭედილ მარადისობის მონაკვეთს ხელახლა ესტუმრები.. როდემდე? დაუსრულებლად ან სანამ არ ჩახვალ არსამდე…. საკუთარი თავის სიყვარულით, აღიარებ შენს მარადისობას, ერთბუნევნობას ყველაფერთან. ეს, პირველი საფეხურია რითაც იწყებ გარადსახვას და შემდეგ ეტაპზე გადასვლას.

როდესაც გაუგებ, მიიღებ და შეიყვარებ საკუთარ თავს, ამის მერე შეძლებ მთელი გულით გაუგო, მიიღო და შეიყვარო სხვა. ეს ჭეშმარიტ ენერგიებთან მიახლოების მომდევნო ეტაპია. აცნობიერებ – საწმენდეთში იდეალური არავინ არის, არც შენ და იღებ ყველას და ყველაფრს ისეთს, როგორიც არის. მერე, ყოველ მათგანს ალამაზებ, აძლევ ფერს და ხდები შემოქმედი შენი სამყაროსი, სადაც ცხოვრება ხდება გაცილებით მარტივი. წყაროს პოულობ – ბედნიერბის, სიყავრულის და სიხარულის, ამისათვის არ გჭირდება გარემოებები ან ურთიერთობები, რადგან ისინი მდგომარეობებია.xsezvz_ajte

საკუთარი სიყვარულის გავლით, გადიხარ მოყვასის სიყვარულზე და საბოლოოდ, ეს ორივე ბაუნებრივად გაზიარებს, უპირობო სიყვარულს. აქ კი, აღმოაჩენ რომ უპირობო სიყვარული თავად ღმერთი ყოფილა და რომ ღმერთი თავად შენ ხარ… წრეა? არა, ერთიანობაა!!! საწმენდეთში ისწვლე პატარა ღმერთად არსებობა, საკუთარ სამყაროს ქმნი როგორც ღმერთი… აქვე ემზადები ნათელისთვის… ამბობენ, გარადცვლილ ადამიანზე „ნათელში ამყოფოსო ღმერთმა“, მაგრამ საწმენდეთშივე ხვდები – დიდის, ნაწილი ხარ და ეს ნაწილი თანხვედრაში მოგყავს ჭეშმარიტ, ნათელ ენერგიასთან. აქედანვე და აქვე გეუფლება სიხარულის, სიმშვიდის, ნეტარების, ბედნიერბის განცდა. ეს გქონდა საწმენდეთში მოსვლისას მარცვის ოდენა და  გაახადე სამყაროს ოდენა …  რითაც, შეუერთდი თავად სამყაროს. ერთმთლიანდები!!!!

ენერგიაა ფაქიზი… უსასრულობაში… უპირობო სიყარულში.

სიყვარულით, თამარ კვარაცხელია

14.10. 2016

7:38 სთ

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.