არ ხარ პასუხისმგებელი ვინმეს ბედნიერებაზე !

iv4dc6fni44

გაიგე ეს ახლავე: შენ არ ხარ ვინმეს ბედნიერებაზე პასუხისმგებელი. შენ არ ხარ ვინმეს უბედურების მიზეზი. მწარე გაკვეთილია, თუმცა ყველაფრისგან მეტნკლებდ განმანთვისუფლებელი.

ამის მიუხედავად, შეგიძლია იზრუნო, მოუსმინო, მიიღო გარშემო ადამიანების ტკივილი და ღრმა თანგრძნობა გამოხატო მათ მიმართ. შენ ისიც შეგიძლია, აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა (რაც არ გულისხმობს, დანაშულის გრძნობას) იმაზე, რაც ოდესღაც გითქვამს ან გაგიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. შეიძლია, იტანჯებოდე შენი გრძნობიების და აზრების გამო, მაგრამ შენ არა ხარ მიზეზი გარშემო ადამიანების ტანჯვის. მიუხედავად იმისა ისინი რამდენს არ უნდა ტიროდნენ, ყვიროდნენ, გადანაშაულებდნენ, ზეწოლას ახდენენ და ამით, ცდილობდნენ აგკიდონ „შეცოდების გრძნობა“. 

ასეთ დროს, თუ შენ ეს დაგჭირდა, შეგიძლია მათ შესთავაზო შენი სიმართლე, რჩევა, შენი წამალი, მაგრამ შენ არ ხარ დამნაშავე.
შენ არ შეგიძლია გაზარდო, ჰარმონიაში მოიყვნო ვინმე… შენ არ შეგიძლია ვინმე დააზარალო, დაასრულო. ადამიანები გადაინ თავის ცხოვრების გზას და შენც მიდიხარ შენი გზით.

მათი ბედნიერება ეს – მათი თავგადასავალია, ხოლო შენი ბედნიერება – ეს შენი თვგადასავალია. 

შენ ხომ ხედავ, ჭეშმარიტი ბედნიერება არ შეიძლება მისცე ან უკან დაიბრუნო.

ჭეშმარიტი ბედნიერება – ეს წყაროა. ეს ყოფნაა. ეს, პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანის გარეშე, საკუთარი გამოცდილების ათვისების მზაობაა. ეს მზაობაა, სიყვარული არ ეძებო არა შენში და იპოვო ის ძალიან ახლოს – შენს ამოსუნთქვაში, ყოველ სიხარულის ან ტანჯვის განცდებში, ბედნიერებაში ან მოწყენილობაში, ყოველ გულის ფეთქვაში, ყოველ გაგონილ ხმაში, ყოველ ვნებიან სურვილში, ყოველ ნათელ ცხოვრებისეულ მომენტში. 

შენ ხარ ცოცხალი.

© ჯეფ ფოსტერი

Advertisements

5 thoughts on “არ ხარ პასუხისმგებელი ვინმეს ბედნიერებაზე !

  1. ამ მოსაზრებაში ვერ დავეთანხმები. ამ მოსაზრების მიხედვით უნდა დავივიწყოთ სიკეთე, გაჭირვებაში მხარში დადგომა-ადამიანობა, არ უნდა ვეცადოთ ადამიანის გამოსწორებას, ჭაობიდან არრუნდა ამოვიყვანოთ იმიტომ რომ მას თავისი ცხოვრების გზა აქვს? ესეთი მიდგომა ადამიანებს გულგრილს გახდის და ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს კაცობრიობას, თუ სწორად მივუხვდი რაც იგულისხმა იმ შემთხვევაში.

    1. დიკო, თქვენ გაქვთ სრული ნება ამის.
      მე 100% ვეთანხმები თემას. ჩემთვის აქ არ არის რამის ან ვინმეს დავიწყებაზე ან სიკეთის არ კეთებაზე საუბარი. ეს საკუთარი სულის ზრდის პროცესია. სანამ კაცობრიობას გადავარცენთ თვის პოვნის და დამკვიდრება, ჩვენი თავის მიღება და სიყვარულია, მხოლოდ ამ გზის გავლით შეგიძლია მივიღოთ სხვები, გავუგოთ, მივენდოთ გულით. ათ ვიყოთ მომხმარებლური, გაუცნობიერებელი შინაგანი პროგრამებით… შეიძლება ბევრი ვეცადოთ სხვის შეცვლას მაგრამ… ეს უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან. საკუთარი თავის ცვლილებით, სხვაც სარკის პრინციპით იცვლება.
      ჩემი სათქმელი ამ თემაში კარგად აქვს ავტორს თქმული.
      დიდი მადლობა ავტორსაც, თქვენც და საერთოდ სამყაროს. ❤

  2. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერში არის ზომიერება, სხვის დახმარებაშიც და ბედნიერების მინიჭებაშიც. უბრალოდ, ნამეტანი ალტრუიზმი ადამიანს აფუჭებს. თავად ალტრუისტსაც და იმასაც ვინც ამ დახმარებას იღებს. ჩვენი დაზარალების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ,,დამნაშავეებად” კი ხშირად გამოგვიყვანენ, რადგან ყველაზე ბოლოს, ვისაც ადამიანი ადანაშაულებს ხოლმე საკუთარი თავია.ჩემი აზრით უნდა ვიცოდეთ ვის როგორ დავეხმაროთ და როდის.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s