იცი, ჩემთან კაქტუსმა გაიხარა

ერთხელ, ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელ ბინაში გაიხარა კაქტუსმა…

ამ დრომდე მოღუშლი იყო ყვავილი და გაუპარსავ მეეზოვეს წააგავდა. 4 წელი იდგა რაფაზე და აი, სურპრიზი. გასაკვირია, რატომ მთვლიან ავ, უგულოდ, წუნკალად — გაიფიქრა ქალმა. ეს, ხომ სიმართლეს არ შეესაბამება. ასე, რომ იყოს, კაქტუსი არ გაიხარებდა.

აყვავებულ კაქტუსზე სასიამოვნო ფიქრები დასტრიალებდა, როდესაც შემთხვევით ფეხი დააბიჯა, მეტროში მოღუშულ მამკაცს. მის შენიშვნაზე, ადრე ნამდვილად შეურაცყოფილად აყვირდებოდა: „თუ ასეთი ბატონი ბრძანდებით, რა გინდათ მეტროში, იარეთ ტაქსით!“ მაგრამ ახლა, უბრალოდ გაუღიმა და უთხრა:
— არ გამიბრაზდეთ თუ შეიძლება, ხელის ჩასაჭიდი ადგილი არ არის, თუ გინდათ – თქვენც დამაბიჯეთ ფეხზე და „გასწორებულში“ ვიქნებით.
მოღუშულმა მამაკაცმა გადაყლაპა,  ამასთან დაკავშირებით რის თქმასაც აპირებდა. ჩამოვიდა კუთვნილ გაჩერებაზე და იმის მაგივრად, უხეშად მიემართა გამყიდველისთვის, რომელიც ხურდის დაბრუნებისას ხშირად იბნეოდა, გაუღიმა და უთხრა:
— არაფერია საშიში, მშვიდად გადათვალეთ კიდევ ერთხელ. ამ დილა ადრიან, მეც არ ვძმაკაცობ მათემატიკასთან.
გამყიდველი ქალისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი დამოკიდებულება.  გული  მოულბა, რის გამოც მან უფასოდ მისცა პენსიონერ კაცს 2 ძველი ჟურნალი და მთელი შეკვრა ვადაგასული გაზეთების. მოხუცი, მისი მუდმივი მომხმარებელი იყო. ის, ყოველ დილით მოდიოდა და ყიდულობდა ერთ, ძველ გაზეთს. რა თქმა უნდა, ქალს ჩაწოლილი საქონელი უნდა ჩამოეწერა, მაგრამ ნებისმიერი წესის გვერდის ავლა ხომ შესაძლებელია.
კმაყოფილი მოხუცი, მთელი შეკვრა გაზეთებით და ჟურნალებით მივიდა სახლში. გზაში, შეხვდა ზემო სართულის მეზობელს და ძველებულრად კი არ ეჩხუბა, იმის თაობაზე: «თქვენი ბავშვი დათვივით დადის სახლში და ხელს მიშლის დასვენებაში, არ შეგიძლიათ აღზარდოთ უკეთესად» არამედ, შეხედა და გაკვირვებულმა უთხრა:
— როგორ გაზრდილა თქვენი გოგონა. ვერ ვხვდები, უფრო მეტად ვის ჰგავს თქვენ თუ მამამისს? მაგრამ ერთს კი ვხედავ – ნამდვილად ულამაზესი გოგო გეყოელებათ, მე კარგი თვალი მაქვს.
მეზობელმა ქალმა ბავშვი მიიყვანა ბაღში. მერე წავიდა სამსახურში და რეგისტრატურაში არ დაუწყო ყვირილი დაბნეულ ქალს, რომელიც ჩაწერილი იყო ექიმთან მიღებაზე გუშინდელი დღით და გამალებით ითხოვდა დღეს შესვლას. უთხრა:
— არ იდარდოთ, დამშვიდდით, ზოგჯერ მეც მავიწყდება გასაკეთებელი საქმეები. აი, აქ დაბრძანდით. შევალ ექიმთან და დავაზუსტებ, იქნებ რამე მივახერხოთ.
ექიმთან შესვლი მოხუცი ქალბატონი არ გაუბრაზდა და არ მოუთხოვია ახალგაზრდა ექიმისთვის, გამოეწერა სწრაფმოქმედი და იაფი წამალი, რომელიც ბოლოს და ბოლოს მოარჩენდა. უარის თქმის შემთხვევაში, არც კი დამუქრებია საჩივრის დაწერას, სტრასბურგის სასამართლომდეც კი მისვლას, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. არამედ, ამოიოხრა და უთხრა:
— მე ხომ ჯერ სრულ ჭკუაზე ვარ ექიმო და ძალიან კარგად მესმის, რომ სიბერე არ იკურნება. მაპატიეთ, რომ მუდმივად დავდივარ თქვენთან, როგორც სამსახურში.
ექიმი სახლისკენ მიუყვებოდა გზას, როდესაც გაახსენდა მოხუცი ქალბატონი და შეეცოდა. ახლაგაზრდა კაცი დაფიქრდა საკუთარ ცხოვრებაზე, ყოველდღიურ ფორიაქზე, დროის კარგვაზე. ამ გრძნობებს და აზრებს აყოლილი, გაჩერდა უახლოეს სუპერმარკეტთან, იყიდა ყვავილების დიდი შეკვრა, ტორტი და წავიდა სულ სხვა მიმართულებით. მიადგა სახლს, ავიდა მესამე სართულზე და დაკაკუნა კარებზე.
— იცი რა ვიფიქრე, ბავშვებივით ვთამაშობთ და ვერ გაგვიყვია, ღმერთმა იცის რა. აი, აქ ტორტი ვიყიდე, ჩავდევი სიჩქარეში ჩანთაში და მგონი ცოტა „შეილახა“. ეს ხომ არაფერია, გემო ხომ იგივე დარჩებოდა? კიდევ ყვავილები ვიყიდე, მაგრამ ისინიც ცოტა დაიჭმუჭნენ… ხომ შეიძლება წყალში გამოკეთდნენ?
— აუცილბელად გამოკეთდებიან — უპასუხა ქალმა — ახლავე გამოვაცოცხლებ. იცი, მე სიახლე მაქვს. წარმოიგიდგენია, დილით ვიღვიძებ, ვახელ თვალებს, ვიხედები ფანჯრისკენ და რას ვხედავ… ჩემი კაქტუსი აყვავებულა. მოდი ნახე! ხედავ?
წყარო: ინეტი

One thought on “იცი, ჩემთან კაქტუსმა გაიხარა

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.