ბედნიერების საიდუმლოს მგონი მივაგენი, ლილე

– ბევრი ვიფიქრე ბედნიერებაზე ლილე და მგონი მივაგენი…
– მართლა ბადურ? მერე რა არის ბედნიერება?
– ჩემი აზრით ადამიანები იკარგებიან როდესაც ბედნიერებას განიხილავენ, როგორ საბოლოო შედეგს ან მიზანს. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ:
იმ მანქანს რომ ვიყიდი „რა გაასწორებს“ – აი ბედნიერება!
მექნება მაღალანაზღაურებადი სამსახური – აი ბედნიერება!
და ა. შ. ან აი,
გამოჩნდება ცხოვრებაში ის ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს გააკეთებს – აი, ბედნიერება!
აი, შვილ(ებ)ი რომ მყავდეს – აი,ბედნიერება!
– კი მაგრამ ეს ხომ გვაძლევს ბედნიერების განცდას?

– ეს განცდა ილუზიაა ლილე.. ბედნიერება – ეს მდგომარეობაა, ხასიათის თვისებაა, ის ჩვევაა… ის ან გაქვს ან არა გაქვს და მიზანთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არის. თუ მაინც ბედნიერებას მიზანს მივაბამთ, მაშინ დაემსგავსება – აი, მაგალითად, როცა გშია ან დაღლილი ხარ… რას აკეთებ როცა გშია ან დაღლილხარ?
– შევჭამ, დავისვენებ.. და ბედნიერი ვარ რომ აღარ მშია და არ ვარ დაღლილი.
– ხომ დროებითია? გამოდის გადაგივლის ხომ ასეა? ბედნიერებას კი მუდმივად უნდა გრძნობდე. ანუ მიზანთან დაკავშირებული ბედნიერება – ილუზორულია. არა ლილე, საწინააღმეგო კი არაფერი მაქვს მანქანების, სახლების, შვილების, კარაქიანი პურის… ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. მის გარშე აბა, როგორ იქნებოდა ცხოვრება? მაგრამ ამ ყველაფრმა უნდა გააძლიეროს ის, რაც უკვე ისედაც არის.
თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენ ადამიანებს, რომ გვესმოდეს ეს, მაშინ უპირველესად, ვისწავლიდით – ბედნიერებას.
– ჩვენ ხომ ვართ ბადურ, ბედნიერები?
– კი ლილე უკვე ვართ.. შენ ეს მე მასწავლე!
სიყვარულით, თამარ კვარაცხელია
31.10.2016
10:39

6 thoughts on “ბედნიერების საიდუმლოს მგონი მივაგენი, ლილე

  1. momwins es blogi ra kargia rom vnaxe,ise erti shexedvit shemtxvevit wavawydi am blogs magram mtlianobashi am gzit davdivar da albad gzad shemomxvda

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.