ზოგჯერ…

8365961ზოგჯერ…

ზოგჯერ ვხვდებით, რომ მარტო არ ვართ და შიგნით არის კიდევ ის ვიღაც, უხილავი მოსაუბრე … ზოგჯერ კი ყველა და ყველაფერი დუმს და თავს ვგრძნობთ ეულად, გარიყულად.

ზოგჯერ, ყველა ფერი ცხოვრებაში ზეიმობს, ფერვერკობს. ზოგჯერ კი საერთოდ ყველა ფერი ერთიანად გაფერკმრთალდება, გახუნდება და გაუჩინარდება.

ზოგჯერ, დავეძებთ მთელი ცხოვრება, ზოგჯერ კი რასაც დავეძებთ ვპოულობთ წამებში. Continue reading “ზოგჯერ…”

ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

1980-იან წლებში ნიუ-იორკი, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთს. აქ ხდებოდა ყოველდღიურად 1 500 ზე მეტი მძიმე დანაშაული, 6-7 მკვლელობა დღე-ღამეში. ღამე ქუჩაში გამოსვლა იყო საშიში. მეტრო დღისითაც კი საფრთხეს წარმოადგენდა. გადასასვლელებში მათხოვრობა და ძარცვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჭუჭყიან და ნესტიან პლატფორმებზე სინათლე ოდნავ ბჟუტავდა. ვაგონებში ციოდა, ფეხქვეშ ნაგავი ეყარა, კედელები და ჭერი მთლიან დაფარული ჰქონდა გრაფიტებს.

აი, რას ყვება თვითმხილველი ნიუ-იორკის მეტროს გადასასვლელზე:
«გრძელ რიგში დგომის და ჟეტონის ყიდვის მერე, ვუახლოვდები ჩასაგდებს. ვცდილობ ჩავაგდო, მაქვს რადენიმე მცდელობა, თუმცა ამაოდ – არ ვარდება, გაფუჭებულია. იქვე, დგას მათხოვარი, რომლიც მის მიერ გაფუჭებულ გასასვლელში, ითხოვს ჟეტონს. ამ დროს, მისი თანამზრახველი, იხრება ჩასაგდებისკენ და კბილებით იღებს გაჭედილ ჟეტონს, თანაც ნეწყვავს. ამ ფაქტით, მგზავრები იმდენად იყვნენ შეშინებული, რომ წაინააღდეგობას ვერ უწევდნენ ბიჭებს. მათხოვარი ამ დროს ამბობს: «მიდი, აიღე ეს შენი ჟეტონია, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს! შენი ჟეტონი არაფერში არ მჭიდება!» უმრავლეოსობა გვერდს უვლიდა, კომფლიქტს თავის არიდებდა. ეს იყო ჯოჯოხეთის სატრანსპორტო ვერისა».

Continue reading “ჩამტვრეული ფანჯრების თეორია”

იპოვეთ თქვენი ადამიანი…


0rq7xt9-zagიპოვეთ ძლიერი, ბედნიერი, ენერგიული ადამიანი

ისინი ბლომად არიან, თან აქვე, თქვენ ცხვირ წინ. უბრალოდ დაგჭირდებათ, საჭირო მიმართულებით გახედვა.

ისინი არიან…

აი, როგორც ცაში  ვარსკვლავები, სანამ თავს მაღლა არ ასწევ – ვერ შეამჩნევ. მაგრამ, როგორც კი შეამჩნევ და თუ კი მზად იქნები ამ სილამაზის მისაღებად, მთლიანად ჩაიძირები ვარსკვლავურ უკიდეგანობაში.

შენ და ვარსკვლავეთი…

და ამ ვარსკლავეთში ის ერთი განსაკუთრებული… შენი… Continue reading “იპოვეთ თქვენი ადამიანი…”

მადლობა

ირმა კაშმაძე

ქალბატონო თამარ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი დახმარებისთვის. საკუთარ თავზე ვიგრძენი ქოუჩნგის მნიშვნელობა 10408570_725248027566098_9035253945616373166_nდა ძალა, თან ისეთი პროფესიონალი ქოუჩის დახმარებით, როგორიც ხართ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 თვიანი სესიები გვქონდა ,ძალიან ბევრი გააზრება მოვახდინე თქვენი დახმარებით. საინტერესო და საკმაოდ ბევრი დავალება და ტექნიკა იყო. ქოუჩთან ურთერთობა თითქოს და საკუთარ თავთან ურთიერთობას ჰგავს,საკუთარ შინაგან სამყაროში გახედებს და შენს ნამდვილ სურვილებს აღმოგაჩენინებს. რაც მთავარია დიდი ძალის მომცემია მისი მხარდაჭერა. ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემი ნამდვილი მოწოდების აღმოჩენა და რაც მთავარია დაიბადა “ძვირფასი იდეა”. მაქვს დავალებები მის განსახორციელებლად. ამ იდეეისთვის ცხოვრება ბედნიერებას მომიტანს  სულ სხვაგვარად ვუყურებ ახლა ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გმადლობთ თამარ. დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო სესიები.   საოცარი თბილი , პოზიტიური და საინტერესო ადამიანი ხართ. ძალიან მიყვარხართ.

როდესაც ამ გზავნილს კითხულობ

photo-94523727როდესაც ამ გზავნილს კითხულობ:
აი, ახლა რამდენი წლისაც არ უნდა იყო – ეს სწორედ ის, შესაბამისი ასაკია როდესაც უნდა გიყვარდეს, იოცნებო და გიხაროდეს ცხოვრება.

აი, ახალა რამდენი წლისაც არ უნდა იყო – ეს სწორედ ის შესაბამისი ასაკია, როდესაც თავად ქმნა და აშენო შენი ბედნიერება.

აი, ახლა რამდენი წლისაც არ უნდა იყო – ეს, სწორდ ის ასაკია, როდესაც დაგიდგა დრო, დაწერო შენი ცხოვრების სცენარი, ცხოვრების დიდი სცენაზე დადგა და მოირგო როლი  .

აი, ახლა რამდენი წლისაც არ უნდა იყო – ეს, სწორდ ის ასაკია, როდესაც ცხროვერბის დიდი სცენაზე მორგებული როლი იყოს ის, რომელსაც მთელი სიცოცხლე ელოდი!!!

მე მჯერა, თქვენ ამას შეძლებთ!
შევძელი მე, შეძლებ შენ!

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით თამარ კვარაცხელია
გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ ერთი ქოუჩ-სესია საჩუქრად
თამარის ოფიციალურ გვერდზე http://kvaratskhelia.pro

მოხუცი მხატვარი და გოგონა

093მოხუცი მხატვარი წყლის დენას უყურებდა, ხიდზე იდგა და რაღაც  არაამქვეყნიურზე ფიქრობდა, ვერ მიმხვდარიყო, რაზე დარდობდა.. დარდი ისე შემოაწვებოდა, თითქოს რაღაც  ძვირფასი დაეკარგა და ვერ მიეგნო, ვერ მოეხელთებინა… აი, წყლის დენა კი  ამშვიდებდა, დარდსაც უქარვებდა და ნაღველსაც… მხატვარს მირიანი ერქვა, მიროს ეძახდნენ ახლობლები… თუმცა ვინ? დედ_მამა დახოცოდა, და გათხოვილი იყო და სადღაც კი ცხოვრობდა, მაგრამ ხმას ვეღარ აწვდენდა… მარტოდმარტო, კენტად დარჩენილიყო… ოთახში, რომელიც დედ-მამისაგან დარჩენოდა, ნახატებისთვის ადგილი აღარ იყო… სახელოსნო არასოდეს  ჰქონია… ქუჩაში გადიოდა და იქ ხატავდა, ძირითადად  ქალებს… მერე იმ ნახატებს გააჩუქებდა და მდინარისკენ წავიდოდა… წყლის დენას აკვირდებოდა მოხუცი მხატვარი… ეს ჩვეულება უფრო იყო. ან ჩვევა, ხანდახან რომ აგეკვიატება ხოლმე და ვერაფრით მოიშორებ, ვერაფრით მოერევი…ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა ზოგჯერ, რომ გული სავსე ჰქონდა, უნდა დაეცალა, ის კი ამას ვერ ახერხებდა. ხანდახან მოთხრობას იხსენებდა  ბერმანზე, სიცოცხლის ფასად რომ დახატა  შედევრი…თვითონაც ელოდა, ქვეშეცნეულად, გაუაზრებლად, რაღაცას ელოდა ამ მოლოდინისთვის თავი ვერაფრით დაეღწია. რაღაც მოლოდინისმაგვარი დარდი იყო ის დარდი, რომლისთვისაც ვერაფრით ეშველა, რადგან მიზეზისთვის ვერ მიეკვლია… Continue reading “მოხუცი მხატვარი და გოგონა”