ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

1980-იან წლებში ნიუ-იორკი, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთს. აქ ხდებოდა ყოველდღიურად 1 500 ზე მეტი მძიმე დანაშაული, 6-7 მკვლელობა დღე-ღამეში. ღამე ქუჩაში გამოსვლა იყო საშიში. მეტრო დღისითაც კი საფრთხეს წარმოადგენდა. გადასასვლელებში მათხოვრობა და ძარცვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჭუჭყიან და ნესტიან პლატფორმებზე სინათლე ოდნავ ბჟუტავდა. ვაგონებში ციოდა, ფეხქვეშ ნაგავი ეყარა, კედელები და ჭერი მთლიან დაფარული ჰქონდა გრაფიტებს.

აი, რას ყვება თვითმხილველი ნიუ-იორკის მეტროს გადასასვლელზე:
«გრძელ რიგში დგომის და ჟეტონის ყიდვის მერე, ვუახლოვდები ჩასაგდებს. ვცდილობ ჩავაგდო, მაქვს რადენიმე მცდელობა, თუმცა ამაოდ – არ ვარდება, გაფუჭებულია. იქვე, დგას მათხოვარი, რომლიც მის მიერ გაფუჭებულ გასასვლელში, ითხოვს ჟეტონს. ამ დროს, მისი თანამზრახველი, იხრება ჩასაგდებისკენ და კბილებით იღებს გაჭედილ ჟეტონს, თანაც ნეწყვავს. ამ ფაქტით, მგზავრები იმდენად იყვნენ შეშინებული, რომ წაინააღდეგობას ვერ უწევდნენ ბიჭებს. მათხოვარი ამ დროს ამბობს: «მიდი, აიღე ეს შენი ჟეტონია, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს! შენი ჟეტონი არაფერში არ მჭიდება!» უმრავლეოსობა გვერდს უვლიდა, კომფლიქტს თავის არიდებდა. ეს იყო ჯოჯოხეთის სატრანსპორტო ვერისა».

ნიუ-იორკს თავისი არსებობის მანძილზე არ ახსოვს მსგავსი რამ. აქ სუფევდა, სასტიკი დანაშაულებრივი ეპიდემია.

მერე კი მოხდა აუხსნელი რამ – სასწაული.

1990 წელს დანაშაულებებმა მიაღწია თუ არა პიკს, მოგვიანებით იწყო შემცირება. შემდგომ წლებში, დანაშაული 2/3, უმძიმესი დანაშაული ნახევარზე შემცირდა. ათწლეულის დასასრულს მეტროში უკვე 75% შემცირდა დანაშაული. რაღაც მიზეზის გამო , ათობით ათასმა დამნაშავემ, „ფსიხმა“ და მოძალედემ შეწყვიტა კანონის დარღვევა.

რა მოხდა?

ვინ დააჭირა ღილაკს “STOP“?

რა ღილაკი იყო ეს?
ამ ღილაკს ჰქვია – «ჩამსხვეული ფაჯრების თეორია». რომელიც, კანადელმა სოციოლოგმა მალკომ გლადუელმა თავის წიგნში «გარდამტეხი მომეტი» აღწერა:

«ჩამტვრეული ფანჯრები» — ეს დამნაშავეების უოლსონის და კალენგის პირმშოა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დანაშაული – ეს წესრიგის არ არსებობის გარდაუვალი შედეგია. თუ ფანჯარა ჩამტვრეულია ან ჩარჩოში არ ზის შუშა, გამვლელები ფიქრობენ: აქ  ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია და თავისუფლად შეიძლება საღი შუშებიც ჩავამტვრიო. ასე დაუსჯელობის სინდრომი გავცელდება მთელს ქუჩაზე, შემდეგ მთელ უბანზე და გადავა უფრო სერიოზულ დანაშაულებში.

მალკომ გლადუელი დაკავებულია სოციალური ფსიქოლოგიით და ის თვლის, ადამიანი დანაშაულს სჩადის არა მხოლოდ (და არა იმდენად) ცუდი მემკვიდრეობის ან არასწორი აღზრდის გამო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას ხედავს გარშემო.

ნიდერლანდელი სოციოლოგები იზიარებენ ამ მოსაზრებას.  მათ ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტების სერია.

მაგალითად: მაღაზიის გამოსასვლელბთან ველოსიპედების გაჩერებებიდან აიღეს სანაგვე ყუთები. ველოსიპედების საჭეზე ჩამოჰკიდეს სარეკლამო ფურცლები. ამის მერე 0დააკვირდნენ – რამდენი ადამიანი დააგდებდა ფურცელს ასფალტის საფარზე, რამდენს შერცხვება. მაღაზიის გარშემო ტერიტორია იყო იდეალურად სუფთა.

ველოსიპედების მფლობელების 33% ქვემოთ აგდებდა ქაღალდს..
ამის მერე ექსპერიმენტი გაიმეორეს, მხოლოდ კედლები წინასწარ დათხაპნეს უშინაარსო სურათებით. რის შედეგად დაბინძურებამ 69 % შეადგინა.

დავუბრუნდეთ, ველურ-დანაშაულებრივ პერიოდის ნიუ-იორკში.

1980-იანი წლების ნიუ-იორკის მეტროპოლოტენში შეიცვალა ხელმძღვანელობა. ახალმა დირექტორმა დევიდ განმა დაიწყო ცვლილებები და პირველი ნაბიჯები გრაფიტებთან ბრძოლით გადადგა. ვერ იტყვი, რომ  ქალაქის ყველა მცხოვრები მიესალმა ამ იდეას. «ბიჭო, დაკავდი სერიოზული პრობლემებით – ტექნიკური საკითხებით,  ხანძარსაშიში უსაფრთოებით, დანაშაულებებით… სისულელეებში რატომ ხარჯავ ხალხის ფულს!»teoriya_razbitih_okon_6

მაგრამ განი გამოდგა შეუპოვარი: «გრაფიტები — ეს, სიტემის კრახის მიმანიშნებელია. თუ კი დავიწყებთ ცვლილებების პროცესს პირველი, რაზეც გავიმარჯვებთ ეს იქნება გრაფიტები. თუ ამ ბრძოლას არ მოვიგებთ, ვერანაირი რეფორმა ვერ განხორციელდება. ჩვენ მზად ვართ შემოვიყვანოთ ახალი მატარებლები , რომელიც თითო ღირს 10 მილ. დოლარი, მაგრამ თუ მათ ვანადლებისგან არ დავიცავთ – კარგად მოგეხსენებათ რაც მოხდება. ისინი მხოლოდ ერთ დღეს გაძლებენ, მერე დამახინჯდებიან».

განმა გასცა ბრძანება გაესუფთავებინათ ვაგონები. მარშრუტი მარშრუტზე სუფთავდებოდა,  ვაგონი ვაგონზე იწმინდებოდა. ეს იყო ჯოჯოხეთური შრომა, ყოველ დღე, დიდი ხნის მანძილზე… ყოვედღურად…

«ჩვენთვის ეს იყო, როგორც რელიგიური რიტუალი» — იხსენებს ის მოგვიანებით.

0მარშრუტის ბოლოს დააყენეს გასარეცხი წერტილები. თუ ვაგონი მოდიოდა კედლებზე გრაფიტით, ისინი ირეცხებოდა შემობრუნების და ახალ მარშრუტზე გასვლის წინ. თუ გარეცხვა არ ხერხდებოდა ხსნიდნენ ექსპლუატაციიდან. ჭუჭყიანი არავითარ შემთხვევაში არ ერეოდა სუფთა ვაგოგენებს.

ამით განი ვანდალებს უგზავნიდა საკმაოდ მკაფიო გზავნილს.

«დეპო მდებარეობდა გალემში, სადაც ვაგონები იდგა ღამე – ყვება ის – პირველსავე ღამეს 0გამოჩნდნენ თინეიჯერები და თეთრი საღებავით გათხუპნეს ვაგონები. მომდევნო ღამეს, როდესაც საღებავი შეაშრა, ისევ მოვიდნენ და დახაზეს მასზე კონტურები, შემდეგ ღამეს გააფერადეს ანუ ისინი მუშაობდნენ 3 ღამე. ჩვენ ველოდებოდით სანამ მორჩებოდნენ და ბოლომდე მიიყვანდნენ თავის «სამუშაოს». ამის მერე ავდექით და მთლიანად გადავღებეთ. ბიჭები იყვნენ ცრემლებამდე გულგატეხილნი. ამდენი შრომა… ეს იყო ჩვენი მესიჯი მათთვის: «გინდათ დახარჯოთ 3 ღამე მატარებლის დამახინჯებაში? მიდით. მაგრამ ამას ვერავინ ნახავს»…

1990 წელს სატრანსპორტო პოლიციის უფროსად უილიამ ბრატონი იქნა დანიშნული. ის, იმის ნაცვლად რომ დაკავებულიყო სერიოზული სამქეებით – მძიმე დანაშაულებებით და ა. შ. მან ბრძოლა გამოუცხადა უბილეთო მგზავრებს.

რატომ?

09პოლიციის ახალი უფროსი თვლიდა – როგორც გრაფიტების პრობლემა, ასევე დიდი რაოდენობით «კურდღლების» არსებობა, მოუწერსრიგებლობის მაჩვენებელი იყო. რაც ხელს უწყობდა უფრო მძიმე დანაშაულებების ჩადენას. იმ დროისთვის, მეტროში 170 ათასი მგზავრი უფასოდ მგზავრობდა. ისინი უბრალოდ გადაახტებოდნენ  წინაღობას ან გადიოდნენ ძალით. თუ კი 2 ან 3 ადამიანი ძვრებოდა, გარემო (ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ დაარღვევდნენ კანონს) უერთდებოდა მათ. ისინი ფიქრობდნენ, თუ ვიღაც არ იხდის, ისიც არ გადაიხდის. პრობლემა იზრდებოდა ზვავივით.

რა გააკეთე უილიამ ბრატონმა?

მან მეტროს გასასვლელებთან დააყენა 10 გადაცმული პოლოციელი. ისინი სათითაოდ იჭერდნენ0 «კურდღლებს», უკეთებდნენ ხელბორკილს და ბაქანზე ჯაჭვურად, რიგში აყენებდნენ. აქ უბილოთოები იდგნენ მანამ, სანამ არ დასრულდებოდა უბილეთოების «დიდი ტალღა». ამის მერე მიაცილებდნენ პოლიციის მანქანაში, სადაც ჩხრეკდნენ, იღებდნენ თითის ანაბეჭდებს და შეჰყავდათ ინფორმაცია ბაზაში. ზოგოერთებთან პოულობდნენ იარაღს, ზოგიერთები  კანონდამრღვევთა სიაში აღმოჩნდებოდნენ.

«პოლიციელებისთვის ეს გახდა ნამდვილი ელდორადო – ჰყვებოდა ბრატონი – თითოეული დაკავებული ჰგავდა “პოპ-კორნის“ ყუთს, სადაც იდო სიურპრიზი. რა სათამაშო შემხვდება ახალა?ფისტოლეტი? დანა? არის ნებართვა? ოჰო, შენზე მკვლელობაა!.. ცუდი ბიჭები ძალიან მალე გონს მოეგნენ და დაიწყეს იარღის სახლში დატოვება და მგზავრობის საფასურის გადახდა».

01994 წელს ნიუ-იორკის მერად არჩეულ იქნა რუდოლფ ჯულიანი. მან ბრატონი გაანთავისუფლა სატრანსპორტო სამმართველოდან და დანიშნა ქალაქის პოლიციის შეფად.  საერთოდ, ვიკიპედიაში წერია, რომ პირველად სწორედ ჯულიანმა გამოიყენა ჩამტვრეული ფანჯრების თეორია. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. თუმცა მერის წვლილი უდაოა – მან გასცა, ნიუ-იორკში რეორგანიზაციის სტრატეგიის, მაშტაბურად განხორციელების ბრძანება.

პოლიციამ დაიკავა პრინციპული, მკაცრი პოზიცია წვრილმანი დამნაშავეების მიმართ. იჭერდა ყველას, საზოდადოებრივ ადგილებში ვინც სვამდა და ჩხუბობდა. ვინც, ისვრიდა ცარიელ ბოთლებს. ხატავდა კედლებს. ახტებოდა ჯებირებს, სთხოვდა მძღოლებს ფულს შუშების გაწმენდაში. ვინც კი ქუჩაში შარდავდა პირდაპირ ციხეში უშვებდა.

ქალაქში დანაშაულის დონემ საგრძნობლად იკლო. როგორც სწრაფად ავარდა – ისე,  სწრაფად დავარდა. პოლიციის უფროსი უილიამ ბრატონი და მერი რუდოლფ ჯულიანი ამ ფაქტს ხსნიდნენ შემდეგნაირად: «ერთი შეხედვით პატარა, უწყინარი და უმნიშვნელო ქმედებები წარმოადგენდა, მძიმე დანაშაულის ჩადენის საბაბს».0

ჯაჭვური რეაქცია იყო გაჩერებული. რის შედეგადა კრიმინალური ნიუ-იორკი 90-იან წლებში იქცა, ამერიკის ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისად.

ჯადოსნურმა “STOP“ ღილაკმა იმუშავა.
ჩემი აზრით,  ჩამტვრეული ფანჯრების თეორია მრავალმხრივია. მისი გამოყენება შეიძლება ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში: ურთიერთობებში, ბვშვების აღზრდაში, საქმეში, სამსახურში… ის თვალნათელს ხდის ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანია თითქოს უმნიშვნელი და შეუმჩნეველი საქმეების მოწერიგება.

 

მოგეწონათ თემა? გაუზიარეთ ის მეგობრებს

თემაზე იმუშავა,

მასალები მოიძია და თარგმნა 

თამარ კვარაცხელიამ

Advertisements

7 thoughts on “ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

  1. ყველამ აუცილებლად უნდა წაიკითხოს!!! ვისურვებდი სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენტაგანმა გამოვიყენოთ ჩამტვრეული ფანჯრის> პრინციპი!

  2. საინტერესო თემაა და კარგად არის გადმოცემული, მაგრამ ტექსტში ბევრი კორქტორული/მექანიკური შეცდომაა. თითქოს არაფერი, უმნიშვნელოა და აზრის გამოტანა შესაძლებელია, მაგრამ აქაც “ჩამტვრეული ფანჯრის” ფსიქოლოგია მოქმედებს. თუ არ გამოვასწორეთ ტექსტში შეცდომები, შეიძლება ნორმად იქცეს. 🙂

  3. ნიკ გეთანხმებით, მაგრამ ამ ეტაპზე ბლოგზე, ამის გარდა სხვა რამის შემოთავაზება არ შემიძლია. უბრალოდ, დრო არ მაქვს. აი, ოფიციალურ საიტს რომ გავაკეთებ გპირდებით იქ იქნება გამართული ტექსტი. მადლობა აზრის გაზიარებისთვის.

  4. ძალიან მომეწონა!!!და დავძენ, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ნიუ-იორკში, კულტურა HIP-HOP-ი,და სწორედ გრაფიტი შედის მის შემადგენლობაში კიდევ შედის რეპი-რითმული პოეზია,ბრეიკ დენსი და დიჯეინგი.საჭირო იყო ეს ყველაფერი რადგან ასეთი დიადი კულტურა ჩამოაყალიბდა, ისინი ამით აპროტესტებდნენ ამ სიტუაციას!! :))))))))))))

  5. თვალის ასახელი და ჭკუის სასწავლებელი თემაა თითოეული ადამიანისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში..აი ეხლა მივხვდი ქალბატონო თამარ ჩამტვრეული “ფანჯრების თეორიის” კავშირს 😉😉😉 იმდღევანდელ ტრენინგზე რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ…მადლიერი ვარ რომ შევხვდი,ურთიერთობა მქონდა და მომავალშიც მექნება ისეთ ადამიანთან როგორიც თამარ კვარაცხელიაა….

  6. კარგი სტატია,ყველაფერი ხომ ჯაჭვური პროცესის შედეგია…

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s