ზოგჯერ…

8365961ზოგჯერ…

ზოგჯერ ვხვდებით, რომ მარტო არ ვართ და შიგნით არის კიდევ ის ვიღაც, უხილავი მოსაუბრე … ზოგჯერ კი ყველა და ყველაფერი დუმს და თავს ვგრძნობთ ეულად, გარიყულად.

ზოგჯერ, ყველა ფერი ცხოვრებაში ზეიმობს, ფერვერკობს. ზოგჯერ კი საერთოდ ყველა ფერი ერთიანად გაფერკმრთალდება, გახუნდება და გაუჩინარდება.

ზოგჯერ, დავეძებთ მთელი ცხოვრება, ზოგჯერ კი რასაც დავეძებთ ვპოულობთ წამებში.

ზოგჯერ ჩვენ ველოდებით და მზად ვართ ველოდოთ… და ზოგჯერ სხვებს ვალოდინებთ და ისინი არიან მზად გველოდნონ…

ზოგჯერ, ვგრძნობთ თუ როგორ ხდება სრულებით უცხო, ჩვენი ნაწილი და გვეჩვენება, რომ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება, ზოგჯერ კი ეს ნაწილი მიდის ჩვენგან და ტკივილინი წლების მერე, მოდის გააზრება: ეს, ასეც უნდა მომხდარიყო.

ზოგჯერ, გავეხვევით საბანში თბილად და ვერა და ვერ ვთბებით, რადგან სინამდვილეში სიცივე გარედან კი არ მოდის, არამედ შინაგნიდან. სულს ცივა.

ზოგჯერ, ვეძებთ ახალ ურთიერთობებს, მოდის კიდეც… ფართოვდება ნაცნობობის წრე, მერე სადღაც ვჩქარობთ, ვიღაცისკენ მივქრივართ, დავქრივართ, ვფორიაქობთ…  ზოგჯერ კი გვინდა დავხუჭოთ თვალები და… სერთოდ არაფერი არ გვინდა – მხოლოდ მე და სიჩუმე, რომელიც nastoyashee_volshebstvo_4შემოუშვებს სულში, გულში და გონებაში ნეტარ სიმშვიდეს.

ზოგჯერ, გავთიშავთ ტელეფონს, ტელევიზორს, გავექცევით… ოღონდ არავინ შეგვაწუხოს. ზოგჯერ კი ვზივართ ტელეფონს მიშტერებულნი და ამოსუნთქვის გვეშინია, ვცახცახებთ მოუთმენლობისგან, ერთადერთი ზარის მოლოდინში.

ზოგჯერ, ჩვენ გადავეშვებით ვნების მორევში ისე, როგორც სასიყვარულო რომანებში წაგვიკითხვას და განგვიცდია. ზოგჯერ, ერთი კოცნაც საკმარისია სინაზეში, სიფაქიზეში და უწონობაში გადასასვლელად.

ზოგჯერ, მივდივართ მაგრამ ვერ ვემშვიდობებით სამუდამოდ, მასთან რჩება ჩვენი ნაწილი. მანაც, რომ ძალიან მოინდომოს ვერასოდეს მოახრეხებს ამ ნაწილის გადაგდებას, რადგან სულიერად შერწყმა და შთანთქმა – ძირითადი არსია ამ თამაშის, რომელსაც ხმამღალი სახელი „სიცოცხლე“ ჰქვია.

ზოგჯერ …

ზოგჯერ, ჩვენი სიძლიერე სასწაულებს ახდენს, თუმცა ზოგჯერ, გვინდა თავს მივცეთ სისუსტის უფლება და ვიტიროთ მასთან, როდესაც გვეტირება.

ზოგჯერ გვინდება და ვსთხოვოთ მას დარჩენა, რათა არ დავრჩეთ სიმარტოვეში… და ზოგჯერ, ძალიან გვინდა ჩვენ გვთხოვონ დარჩენა… დარჩენა საერთოდ, სულ, სამუდამოდ….

ზოგჯერ,  უბრალოდ გვინდა „ვინმემ“ მოგვხვიოს ხელი, ჩაგვიკრას გულში და გვითხრას 4 სიტყვა „ყველაფერი კარგად იქნება, ძვირფასო“ და დავიძინოთ მის მკლავებზე იმედიანად….

ზოგჯერ….

შეგიძლიათ დაამტოთ თქვენი ზოგჯერ… კომენტარებში

თ.კ.

23.11.2016

4 thoughts on “ზოგჯერ…

  1. აპლოდისმენტები თამარ!!❤ მადლობა ასეთი საოცარი თემებისთვის.. შემეხო შიგნით გულში გაიარა❤👍✌

  2. ზოგჯერ გინდა ძლიერად გიყვარდეს, ტკივილამდე, გაძნელებულ სუნთქვამდე, უძილობამდე,
    ზოგჯერ გინდა არავინ გიყვარდეს, რათა არ გეტკინოს და თავისუფლად სუნთქვა შეგეძლოს, რათა ღამით უშფოთველად გეძინოს…

  3. რა თქმა უნდა ზოგჯერ მარტოობაც მომხიბლელია,როცა თავად ხარ საკუთარი თავის ბატონ – პატრონი,მაგრამ ეს მარტოობაც აუტანელია,როცა უამრავი ადამიანის გარემოცვაში მარტოსულად გრძნობ თავს და სწორედ ის ერთი გადაწონის ყველას და ყველადერს… დიახ, ის ერთი მონატრებული, ის ერთადერთი შენი რჩეული – უსაზღვროდ სასურველი!. დრო კი უმოწყალოდ გარბის, მოთმინებას უამრავი დრო მიაქვს, დროს სიცოცხლე მიაქვს და სული ჰგოდებს,რომ რაც უნდა ეცადო, დროს ვერ გადაუსწრებ…
    მაშ მოვუხმოთ ნერვებს, სიმტკიცეს რწმენას და მომავლისკენ იმედით ფრენას!
    ქ.მ.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.