იპოვეთ თქვენი ადამიანი…


0rq7xt9-zagიპოვეთ ძლიერი, ბედნიერი, ენერგიული ადამიანი

ისინი ბლომად არიან, თან აქვე, თქვენ ცხვირ წინ. უბრალოდ დაგჭირდებათ, საჭირო მიმართულებით გახედვა.

ისინი არიან…

აი, როგორც ცაში  ვარსკვლავები, სანამ თავს მაღლა არ ასწევ – ვერ შეამჩნევ. მაგრამ, როგორც კი შეამჩნევ და თუ კი მზად იქნები ამ სილამაზის მისაღებად, მთლიანად ჩაიძირები ვარსკვლავურ უკიდეგანობაში.

შენ და ვარსკვლავეთი…

და ამ ვარსკლავეთში ის ერთი განსაკუთრებული… შენი…

იპოვეთ თქვენი ადამიან(ებ)ი.

მას თქვენსავით ეშინია და ტკივა. მისი ცხოვრება მრავალფერია. არის თეთრიც და შავიც… ფერადიც… თავისთავად, უშვებს შეცდომებს… ბრაზობს რაღაცაზე ან ვიღაცაზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მზად არის გაიაროს შიშში… გაძლიერდეს ტკივილში.

შესწევს უნარი ზემოქმედება მოახდინონ გარე სამყაროზე, სიცოცხლე პულსირებს მასში – ხან სწარფად ხან მშვიდად.

რაღცაში კარგია, რაღაცაში ცუდი.

არ შურს და არ წუწუნებს.

მადლიერებით იღებეს ცხოვრებისგან ყველანაირ საჩუქარს.

უყვარს საკუთარი თავი, იმიტომ რომ… უბრალოდ უყვარს.

ახარებს სიცოცხლე, იმიტომ რომ… უბრალოდ ცხოვრობს და ხარობს.

იღბლიანია!

იპოვეთ გულ მართალი, ერთგული და ღირსეული ადამიან(ებ)ი.

ვინც არ დამალავს სიბრაზეს და ცრემლებს, ფარისევლობით და ქილიკით. ვინც იტყვის იმას რასაც ფიქრობს. მერე რა, რომ ზოგჯერ პირდაპირ გულში მოგხვდება. სამაგიეროდ, სიმართლეა. გეტყვის ბოროტად კი არა – სიყვარულით.

ვისაც გულწრფელად უხარია, მას ხმამაღლა, თავისუფლად, მელოდიურად და გადამდებად სიცილი შეუძლია. არ მალავეს და არ რცხვენია ბედნიერების.

იპოვეთ ის, ვისაც ეყვარებით მარადისობამდე.

იპოვეთ ის, ვინც დგას და ელოდება თქვენს სიყვარულს.

იპოვეთ ის, ვისთანაც ორი ტბის შეერწყმით გამოვა ზღვა… ან ოკიანეთი… ან ვარსკვლავეთი…

იპოვეთ ადამიანები,

რომლებშიც ჩქეფს სიცოცხლე. რა მნიშვნელობა აქვს, იპოვეთ ცქრიალა და ფუმფულა,  პატარები და დიდები, თვალებზე და ტუჩებზე ნაოჭბით, მოწყენილები და მხიარულები, ეძიეთ ბაღებში და სცენაზე, სამშობლოში თუ უცხოეთში.

ასეთები ოდნავ ბავშვობენ და ცხოვრებას მიუყვებიან გულღია, სიკეთით და სიყვარულით გაჯერებულნი… თუმცა მშვენივრად არჩევენ შავსაც და თეთრსაც, მაგრამ ცხოვრობენ ყვითელის, წითელის, ცისფერის, იასმნისფრის, მწვანის…  გამო.

იპოვეთ ისინი.

იპოვეთ თქვენი…

საჭიროა მხოლოდ თვალების ფართოდ გახელა და თავის მაღლა აწევა.

One thought on “იპოვეთ თქვენი ადამიანი…

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.