მადლობა

მართლა , არ ვხუმრობ 🙂 ვუგზავნი სიყვარულს ყველას, ვინც ერთხელ მაინც შემხვედრია ცხოვრებაში!

ვინმაც ოდნავ, ძალიან ან გაუსაძლისად მატკინა გული…

ვინმაც, უბრალოდ ჩაიარა, მაგრამ თავისი გამოჩენით მომცა სავალდებულო გაკვეთილი…

ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემი სულის გასუფთავებაში და ვინც მომავალში შემოვა, მორიგი გაკვეთილისთვის.

მიყვარხართ და მადლობა!!!

გვიან მივხვდი ყველაფერს, გვიან გამოვედი ცხოვრებაში მსხვერპლის როლიდან, მაგრამ მთავარია გამოვედი..

 

და სულაც არა არის გვია ❤ გაკვეთილების სწავლა.

ყველა, ჩვენ ჩვენი მისიით ვართ ამ დედამიწაზე. ყველას, უკლებლივ ყველას შესწევს ძალა და აქვს უნარი მოიძიოს შინაგან სამყაროში სულის მარცვალი, რომელსაც გააღვივებს და სხვებსაც უწილადებს…
უპირობო, უსაზღვრო სიყვარულშია სულის ხსნა.

გავაცნობიერე მე ეს და ვცდილობ, ამ გზით ვიარო…

გამივა თუ არა, გზის ბოლოს ვნახავთ 🙂

 

მადლიერებით და სიყვარულით

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

კიბორჩხალიანი სათლის თეორია

12არსებობს ასეთი თეორია – crab bucket theory — «კიბორჩხალიანი სათლის თეორია».
მოკლე არსი შემდეგია:
კიბორჩხალა – იმდენად მოსულელო ცხოველია, რომ ცალ-ცალკე ისინი ძალიან მარტვად ამოვიდოდნენ სათლიდან, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მათგანი ცდილობს ამოსვლას, მისივე „თანამემამულეები“ ჩაეჭიდებიან და ითრევენ უკან.

გქონიათ თუ არა ცხოვრებაში შემთხვევა:
– როდესაც გინდოდათ გამხდარიყავით წარმატებული, მეგობრ(ებ)ი გეუბნებოდა „მაინც არაფერი გამოგივა“(crab bucket)
– როდესაც გინდოდათ მავნე ჩევევისგან განთავისუფლება, გარშემო გიჩიჩინებდნენ : „თავს ნუ ისულელებ, მაინც არაფერი გამოგივა“ (crab bucket). Continue reading “კიბორჩხალიანი სათლის თეორია”

თურმე, ოცნებებს ახდენა სცოდნიათ

img_1003იოცნებეთ ზუსტად იმაზე რაც დანამდვილებით გინდათ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად და შეუძლებელად გეჩვენებათ დღეს ეს ყველაფერი.

ჩემი ცხოვრება სავსეა, ამის დასტურად უამარავი მაგალითებით.
….
ოდესღაც, როდესაც ბათუმში და თბილისში ვცხოვრობდი და ბინის ქირას ორივე ქლაქში ვიხდიდით, ჩემთვის ჩუმად ვინატრე და თან დავწერე: ნეტავი, ერთი ოთახი მაინც მომცა თბილისში-თქო და გადის, რამდენიმე ხანი ვყიდულობ ბინას თბილისში და როგორ ფიქრობთ?…. ზუსტად, ერთ ოთახიანს. 🙂 მეტზე მეოცნება და დამეწერა, ვინ შემზღუდა? 🙂 🙂

Continue reading “თურმე, ოცნებებს ახდენა სცოდნიათ”

გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!

ყოფიერების გააზრებით, შენ თავისუფლდები და აღარ ფორიაქობ. შეიგრძნობ დროის ეფემერულობას და არ ღელავ იმაზე – რაც იყო და რაც იქნება.

შენ ისწავლე ჯადოსნური მოვლენების დანახვა ძალიან უბრალო, უმარტივეს რამეებში.
შენ განიცდი, საოცარ წუთებს მოვლენებში.
შენ, ბოლოს და ბოლოს, ხედავ… აგეხილა თვალები და იყურები დროში კი არა (არც წარსულში და არც მომავალში) გააზრებულად და სიმშვიდით ადევნებ თვალს ამ ყველაფერს.

Continue reading “გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!”