გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!

ყოფიერების გააზრებით, შენ თავისუფლდები და აღარ ფორიაქობ. შეიგრძნობ დროის ეფემერულობას და არ ღელავ იმაზე – რაც იყო და რაც იქნება.

შენ ისწავლე ჯადოსნური მოვლენების დანახვა ძალიან უბრალო, უმარტივეს რამეებში.
შენ განიცდი, საოცარ წუთებს მოვლენებში.
შენ, ბოლოს და ბოლოს, ხედავ… აგეხილა თვალები და იყურები დროში კი არა (არც წარსულში და არც მომავალში) გააზრებულად და სიმშვიდით ადევნებ თვალს ამ ყველაფერს.

საერთოდ, გიქრება სურვილი ვინმეს რამე მოუყვე ან ეკამათო! გულში ფიქრობ – მას თუ რჩევა დასჭირდება შენგან, თავად გთხოვს ამას. ხოლო ის, ვინც კამათში ცდილობს გამოგიწვიოს, გეწინააღმდეგება და არ გეთანხმება – არ დაგეთანხმება, მაშინაც კი, როდესაც იცის რომ ტყუის!

კარგა ხანია მიხვდი, რომ სიჩუმეში უფრო მეტი ბრძნული აზრია, ვიდრე ჭკვიანი ადამიანების დაწერილ ფრაზებში, გამონათქვამებში და წიგნებში. კარგა ხანია ეს ბრძენი იპოვე და მწყურვალივით ეწაფები პირველწყაროს. დრომ გიჩვენა, ის ნამდვილი და ჭეშმარიტია, ვიდრე მილიონობით დაწერილი თუ თქმული სიბრძნე…

აღარც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გაწუხებს, იმდენჯერ ჩახედე თვალებში მას, იმდენჯერ ჩაგიარა გვერდზე… ბოლოს და ბოლოს მიიღე და მასთან საუბრისას შეიგრძენი, როგორ გადნა, გაიხსნა სივრცესა და დროში… და მოვიდა გააზრება: სიკვდილი, მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანების მიერ შექმნილი ეფემერული გაგება ყოფილა, რათა მუდმივად ტონუსში იყვნენ და თავი ანერვიულონ. სინამდვილეში ის არ არსებობს!!!

მაშინ რა არსებობს?

ეს, მხოლოდ აქ და ამჟამად ქმნადი ყოფიერების საოცრებები და სასწაულებია!
სადაც შენ შეგიძლია იყო მოწმე!
მოწმე, გარშემო არსებული ჯადოსნური სასწაულების და რომლის შექმნაშიც შეგიძლია მიიღო თავადაც მონაწილეობა.

გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!!!
თამარ კვარაცხელია

3 thoughts on “გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!

    1. ნინო https://www.facebook.com/ktamari ეს ფეისბუქ გვერდია. ცოცხლი შეხვედრებ არ მაქვს მხოლოდ ტრენინგზე ან „წარმატების კლუბის“ შეხვერდაზე.
      579 737 007 დამიკავშირდით და მესინჯერში.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.